x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროს ანსამბლმა კონკურსში „ოქროს დელფინი 2018“ გრან-პრი მოიპოვა

image

.

დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლის ანსამბლმა ბათუმში გამართულ კონკურსში „ოქროს დელფინი - 2018“ ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი დაიმსახურა. ანსამბლი გასტროლით უკვე რამდენიმე დღეა აჭარაში იმყოფება. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილია ქართული ფოლკლორი, რომელიც დროსა და თაობებს უძლებს.


როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა გელა გველუკაშვილმა განაცხადა, დედოფლისწყაროს ისტორიაში ეს ბრწყინვალე გამარჯვებაა. მისი თქმით, ფესტივალზე გამგზავრება კერძო ბიზნესის თანადგომით მოხერხდა.



„ვულოცავ ანსამბლის ყველა წევრს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკოლას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს, ყველა ჩვენს გულშემატკივარს, დედოფლისწყაროს ისტორიაში უბრწყინვალეს გამარჯვებას და მადლობას ვუძღვნი მათ თანადგომისათვის!


განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჭეშმარიტ დედოფლისწყაროელს და ჭეშმარიტ ქართველს, ამჟამად შიდა ქართლში მოღვაწე ბიზნესმენს, ვაჟა ოზაშვილს, რომელმაც სრულიად უანგაროდ, მთლიანად თავის თავზე აიღო ანსამბლის ძირითადი დაფინანსება. რომ არა მისი კეთილშობილი ნება, ანსამბლი უმცირესი შემადგენლობითაც კი ვერ შეძლებდა გამგზავრებას და ფესტივალში მონაწილეობას. იხარეთ ისე, როგორც ახლა მე ვხარობ!, “ - აღნიშნა გელა გველუკაშვილმა.


XVIII საერთშორისო ფესტივალ-კონკურსი „ოქროს დელფინი - ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ ქალაქ ბათუმში ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნების ანსამბლებიც მონაწილეობენ.


image

image

.
ფესტივალი ტრადიციულია და მისი მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის მუსიკალური ცენტრი, მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “არსიანი“, ასევე სამი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაცია: CIOFF, FOLKWORLD და FIDAF, ხოლო ორგანიზატორია კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოება.
.
ფესტივალის მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია, ასევე ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და უცხოურ შემოქმედებით კოლექტივებთან დამეგობრება.
.
image

image

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0