x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79628
  • ვიდეო:332354
  • სურათი:436935
7 რეკომენდაცია მშობლებს : რა უნდა ასწავლოთ შვილს

ხშირად ხდება, რომ მშობლები პრობლემას აწყდებიან ბავშვის აღზრდაში, მაგრამ ეშინიათ, სიტუაციაში ჩარევით რამე არ გააუარესონ. მშობლისთვის სრულიად ბუნებრივი და ნორმალურია, ცდილობდეს შვილის დაცვას, მაგრამ არის რაღაცები, რისი სწავლებაც ბავშვისთვის აუცილებელია.


სხვა რაღაცებთან ერთად, ჩვენ მათ ისიც უნდა ვასწავლოთ, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რომ მომავალში საკუთარი თავის დაცვა თავად შეძლონ.


ვიმედოვნებთ, სტატიაში მოცემული 7 რჩევა დაეხმარება თქვენს შვილს, ბედნიერი და თავდაჯერებული ადამიანი გახდეს.


image


7. უყვარდეს ის, რასაც აკეთებს


პრობლემა: სკოლის ერთფეროვანი გრაფიკი, სპორტული კლუბები, მასწავლებლები და საშინაო დავალება თქვენს შვილს ღლის. მათ დრო დასასვენებლად და მეგობრებთან ერთად ყოფნისთვისაც სჭირდებათ.


გადაწყვეტა: მშობლებს სურთ, თავიანთი შვილი ბედნიერი იყოს და ბევრ წარმატებას მიაღწიოს, ამიტომაც რაც შეიძლება მეტად ტვირთავენ მას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადამიანის ნამდვილ წარმატებას და ბედნიერებას იმის გაკეთება მოუტანს, რაც მართლა უყვარს. მიეცით ბავშვს საშუალება, დღეში ერთი საათი საკუთარ ჰობის დაუთმოს, იქნება ეს კომპიუტერული თამაშები, სპორტი თუ ხელოვნება.

image









6. ასწავლეთ "არას" თქმა


პრობლემა: კლასელი თქვენს შვილს სთხოვს, ტესტის წერისას მოიტყუოს. თუ ის თანაკლასელს დაეხმარება, მასწავლებელი ორ აბსოლუტურად იდენტურ ნაწერს მიიღებს და ორივე მათგანს დააკლებს ქულას.


გადაწყვეტა: აუხსენით თქვენს შვილს, რომ ასეთი საქციელით საკუთარ შრომას აუფასურებს, ის დროს და ენერგიას ხარჯავს მეცადინეობაში, ვიღაცას კი მისი ცოდნის მზამზარეულად გამოყენება სურს. ასწავლეთ შვილს "არას" თქმა და ასეთ სიტუაციებში ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა "ჯერ არ დამიმთავრებია, ნუ მაცდენ" და ა.შ. ასეთი ქცევა თქვენს შვილს თავდაჯერებულობას აუმაღლებს და არავის მისცემს უფლებას, მისით იმანიპულიროს.

image








5. ასწავლეთ რთულ სიტუაციებთან გამკლავება


პრობლემა: თქვენი შვილის კლასელები სხვებს აბულინგებენ და დასცინიან. შედეგად კი თქვენს შვილს სკოლაში წასვლა აღარ უნდა, რადგან ემოციურ ტკივილს იღებს.


გადაწყვეტა: ასეთ სიტუაციებში მშობლები არ უნდა ჩაერიონ, თორემ შეიძლება უფრო გააუარესონ. აუხსენით შვილს, რომ სინამდვილეში პრობლემა მჩაგვრელს აქვს, რადგან სხვების დაცინვით სურს, თავად გამოჩნდეს "მაგარი". თუ ჩაგრულების თვალებში მობულინგე შიშს ვერ დაინახავს, სხვა ბავშვებიც აღარ დასცინებენ, რადგან ნახავენ, რომ მჩაგვრელი არანაირ რეაქციას არ იწვევს სხვებში.

image








4. ნიშნები/ქულები არაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ


პრობლემა: ყოველ ჯერზე, როცა თქვენი შვილი დაბალ ნიშანს იღებს, ტირილს იწყებს, რომ უკეთ ვერ შეძლო დავალებისთვის თავის გართმევა. ის ერიდება, ამის შესახებ მშობელს უთხრას, რადგან დასჯის ეშინია.


გადაწყვეტა: ბევრი მშობელი შვილს ცუდი ნიშნების შიშს ისე უნერგავს, რომ ვერც კი იაზრებს. რა თქმა უნდა, სკოლაში მიღებული ზოგადი ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ დაბალი ნიშანი სამყაროს აღსასრულს არ ნიშნავს, შვილს ამის გამო არ უნდა უყვიროთ ან დასაჯოთ. აჩვენეთ მას, რომ თქვენი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. უბრალოდ, უთხარით მას: "ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ უკეთ ისწავლო. შემდეგში უფრო კარგად გამოგივა". აქედან გამომდინარე, თქვენს შვილს მომავალში სირთულეების აღარ შეეშინდება.

image








3. ასწავლეთ მასზე სუსტის დაცვა და დახმარება


პრობლემა: თქვენი შვილი გიყვებათ, რომ მის კლასში ერთ ბიჭს ჩაგრავენ. მას დახმარება სურს, მაგრამ არ იცის, რა გააკეთოს და ცდისაც ეშინია.


გადაწყვეტა: ბევრი ბავშვი ერიდება, დაიცვას მასზე სუსტი, რადგან არ უნდა, თავადაც მსხვერპლი გახდეს. ეს ჩვევა ზრდასრულებსაც გვაქვს, მაგალითად როცა ვხედავთ, რომ ხალხი სოციალურად დაბალი კლასის წარმომადგენელს უხეშად ექცევა, მის დასაცავად არ ვწუხდებით და თავს ვაჩვენებთ, ვითომ ვერ ვხედავთ. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარაობიდანვე ვასწავლით, რომ მნიშვნელოვანია თანაგრძნობის გამოჩენა და სხვების დახმარება. უმჯობესია, თუ ამის სწავლას სახლიდანვე დაიწყებთ და მაგალითს მივცემთ, ბავშვმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მის პატარა დაზე ან ძმაზე, ბიძაშვილზე ან შინაურ ცხოველზე.

image








2. ვარჯიში ცხოვრების ნაწილია


პრობლემა: თქვენი შვილი მორცხვი და ჩაკეტილია. გარეთ გასვლას და მეგობრებთან ურთიერთობას სახლში ჯდომა ურჩევნია.


გადაწყვეტა: შესთავაზეთ მას გუნდური სპორტი. ბავშვების ჯგუფი, რომლებსაც საერთო სპორტული ინტერესები აქვთ, კარგ გავლენას მოახდენენ თქვენს შვილზე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ სპორტი ბავშვში თავდაჯერებულობის გრძნობას აჩენს. თუმცა, მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ შვილის ინტერესების გათვალისწინებაც და მისცენ მას საშუალება, თავად აირჩიოს, რომელი სპორტი ურჩევნია. თუ მას ცეკვა მოსწონს, ნუ შეიყვანთ კალათბურთზე!

image








1. ასწავლეთ, უყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის


პრობლემა: "მარის ლამაზი თმა აქვს, ქეთის დიდი თვალები აქვს და მე მახინჯი ვარ". ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვი იწყებს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, რაც შეიძლება პრობლემა გახდეს მომავალში.


გადაწყვეტა: ყველა ბავშვს, სქესის მიუხედავად, სურს, რომ მიმზიდველი იყოს. არ დაგავიწყდეთ, უთხრათ თქვენს შვილს, რომ ლამაზია! ისიც აუხსენით მას, რომ ლამაზს ჩვენი უნიკალურობა გვხდის!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ბავშვის აღზრდის 4 საფეხური - ტიბეტური სიბრძნე

image



2. როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლოდინი - 5 სასარგებლო რჩევა

image



3. ახალი კვლევა: რაც უფრო მეტს ეხუტებით შვილს, უფრო ვითარდება მისი ტვინი

image



4. 11 ილუსტრაცია იმის დასამტკიცებლად, რომ დედები მაგიას იყენებენ

image



5. 10 რამ, რაც მშობელმა შვილს არ უნდა უთხრას

image


2
50
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
50
  
2 ივნისი, 23:26
კი, გეთანხმებით.
2 ივნისი, 15:11
მშობლებმა შვილებს ასწავლონ,თუ როგორ უნდა მოიქცნენ მეტროში და სხვა ტრანსპორტში,ის რომ შენობიდან ჯერ გამოდიან და მერე შედიან.ასევე სხვა უამრავი რამ,რაც ცივილიზებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს.თორემ ბევრი ცხოველივით იქცევა..
0 1 2