x
image
beko777
საეკლესიო ზეიმი ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში
imageსამეგრელოში, კონკრეტულად კი ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში ხუთი წლის უკან აკურთხეს ტაძარი, რომლის მშენებლობასაც 2006 წელს ჩაუყარეს საფუძველი, რომლის ინიციატორიც და აღმშენებელიც ხობელი მეცენატი გოდერძი ბუკიაა. სწორედ ამ მოვლენიდან ხუთი წლის იუბილეზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა ამ პატარა, მაგრამ ულამაზეს და მნიშვნელოვან ტაძარში, რომელიც პარალელურად საქართველოს პატრიარქის რეზიდენციაა სამეგრელოში.

ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის ულამაზესი ტაძარი ხუთი წლისთავზე გარდა იმისა, რომ უამრავ ადამიანს მასპინძლობდა, ასევე უდიდესი სიწმინდეების ნავთსაყუდელიც გახდა, - საგანგებოდ დაიწერა ხატი „ღმრთისმშობელი ყრმა იესოსთან“ (ხატმწერი რეზო კოშაძე), „კიევ-პეჩორის ღირს მამათა ერთიანი ხატი“, ღმრთისმშობლის ხატი „ტკბილი ამბორი“ და ასევე წმინდა ნაწილები, რომელიც ასევე დასვენებული იქნა ტაძარში.

ჩატარდა ლიტორგია საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის მამებთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, მსოფლიოს მართმადიდებლური ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, ჩამობრძანებულ იქნა კიევ-პეჩორელ მამათა წმინდა ნაწილები....
როგორც გითხარით აღნიშნული ტაძრის აღმშენებელი ქართველი მეცენატი გოდერძი ბუკიაა, ეს ადამიანი საქართველოში წლების განმავლობაში იყო ხელმძღვანელი და ორგანიზატორი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა „სიმღერა სამეგრელოზე“, რომლის ჩატარებაც სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით შეჩერდა.

ლიტორგიის და წირვის შემდეგ კომპლექსის ეზოში (სადაც ტაძარია აშენებული) გაიმართა მცირე კონცერტი, სადაც ქართული ხალხური ცეკვების და სიმღერის უზადო შემსრულებლები წარსდგნენ სტუმართა წინაშე, რის შემდეგაც ერისა და ბერის ერთობლივი ტრაპეზიც შედგა.


imageimageimageimageimageimageimageimage

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0