x
image
ვიზა კოხაძე
ხუთი ყველაზე სიმპათიური თურქი მსახიობი მამაკაცი, რომლებსაც მსოფლიოს ქალბატონები ეთაყვანებიან
image

თურქი მამაკაცები ყველაზე ლამაზ კაცებად არიან შეფასებულნი მსოფლიოში.თითოეული მათგანი მილიონობით ქალის გულს იპყრობს სამყაროში. ეს თურქი მსახიობები რამდენადაც ლამაზებიარიან, თაყვანისმცემლები მათზე მალულად ოცნებობენ კიდეც.მოდი ვნახოთ ყველაზე პოპულარული ჩრდილოელი ლამაზმანები.

imageბურაკ ოზჩივიტი - ყველაზე ცნობილი თურქი ლამაზმანი - რომელმაც თავისი კარიერა მოდელობით დაიწყო და არაჩვეულებრივად გამოუვიდა. ამჟამად მსახიობს მიღებული აქვს წოდება " თურქეთის საუკეთესო მოდელი".შემდეგ ბურაკმა საკუთარი ძალები მოსინჯა კინოში და აქაც განუმეორებელი პოპულარობა და სიყვარული დაიმსახურა.განსაკუთრებული წარმატება კი სერიალმა "შავი სიყვარული" მოუტანა მსახიობს. 2017 წელს ის დაქორწინდა მსახიობ ფახრიე ევჯენზე. საუკეთესო როლები აქვს შესრულებული ფილმებში: " დიდებული საუკუნე", " მწყერჩიტა", "შავი სიყვარული".

imageჩაათაი ულუსოი - ლამაზმანი 1, 88 სმ სიმაღლის ათლეტური აღნაგობის სრულიად ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ყოველთვის იყო სპორტით დაკავებული, კონკრეტულად კი კალათბურთით.სკოლის დასრულების შემდეგ ის დიზაინერის პროფესიას ირჩევს და უნივერსიტეტში აბარებს, მაგრამ მალევე იცვლის პროფესიას და სამსახიობო ფაკულტეტზე ხვდება.ჩაათაი ამჯერად თავისუფალია და მისი თქმით, ის მხოლოდ ერთადერთს ელოდება, რომელსაც გულით შეიყვარებს და შექმნის მასთან ერთად დიდ ოჯახს.მსახიობს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ფილმმა " ველური თაფლი" და სერიალი " ძმა".


imageქივანჩ თათლითუღი - მას თურქ ბრედ პიტსაც უწოდებენ და გასაკვირი არაა, რომ ცისფერთვალება ლამაზმანი სექს - სიმბოლოდ არის აღიარებული არა მარტო თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.ის აირჩიეს თურქეთის საუკეთესო მოდელად და არა მხოლოდ თურქეთის.ამბობენ, რომ მსახიობს არა ერთი გახმაურებული თუ დამალული რომანი ჰქონდა .ცოტა ხნის წინ ქივანჩ თათლითუღი დაქორწინდა.

imageენგინ აქიურექი - ეს ლამაზმანი კაშკაშა შავი თმით უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შოუში " Звезды Турции" მონაწილეობდა, სადაც ენგინმა მოიგო ნომინაცია " საუკეთესო მსახიობი" და აქვე მოიპოვა პირველი როლი " უცხოელი სიძე". მსახიობი ჯერ კიდევ დაუქორწინებელია.

imageხალიტ ერგენჩი - პირველად მსახიობი შეიყვარა მილიონობით გულშემატკივარმა ონურ აქსალის როლით ფილმში " ათას ერთი ღამე"", შემდეგ მოჰყვა სულთან სულეიმანის როლი " დიდებულ საუკუნეში". ის დაქორწინებული იყო ტელეწამყვანზე, მაგრამ "1001 ღამის" გადაღებებზე გაიცნო და შეიყვარა მეწყვილე ბერგიუზერ ქორელი, რისთვისაც დაშორდა პირველ ცოლს და დღეს ხალიტ ერგენჩს ერთი ვაჟი ჰყავს მსახიობთან.

0
303
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0