x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81852
  • ვიდეო:333857
  • სურათი:439094
განათლებაც "ფსევდო"

image

განათლებაც „ფსევდო“


„მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება“

(იაკობ გოგებაშვილი)

„ცოდნა, სწავლა-განათლება დღევანდელი კაცისთვის არსებითი პურია“

(ილია ჭავჭავაძე)


გამოცდილებისა და მსოფლიო ისტორიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ განათლება ადამიანს აკეთილშობილებს და პიროვნებად აყალიბებს, თუმცა ცუდ შემთხვევაში „განათლება“ - აბოროტებს.

დიდ ილიას თქმით: „ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმდენარ უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია“

დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველა ფასეულობა „ფსევდო“ იდეადაა ქცეული: „ფსევდო“ რელიგიურობა, „ფსევდო“პატრიოტიზმი, „ფსევდო“დემოკრატია, „ფსევდო“თავისუფლება, „ფსევდო“ლიბერალიზმი, განათლებაც „ფსევდო“!

ისეთი დრო მოვიდა, ყოველი მეორე მოქალაქე უმაღლესდამთავრებული და „დიპლომიანია“, ამას რა ჯობიაო იტყვის კაცი.. სწორედ რომ ამის შედეგია დღევანდელი ერის მდგომარეობა.. დღეს მოშლილი და განადგურებულია განათლების სისტემა.. დღეს მთავარი ორიენტირი „ფული“ და „სკამი“ გახდა. ანგარება- მთავარი პრინციპი. ქართველმა არ იცის საქართველოს ისტორია! დღეს „გაუნათლებელი განათლებულებით“ აივსო ქვეყანა! დღეს ყველა ინტელიგენტი, გამგებელი და მინისტრია..

რა ხდება? რა გვჭირს? რამ გამოიწვია ეს?

სანამ მიზეზების ძიებას დავიწყებთ ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას სულიერად და მორალურად უჭირს, რომ ქართველმა ახალგაზრდობამ არ იცის თავისი წარსული. სკოლებში განათლების დონე უმძიმეს მდგომარეობაშია. უამრავლი უმაღლესი სასწავლებლის არსებობის მიუხედავად სწავლის ხარისხი მაინც დაბალია. ხელისუფლების წარმომადგენლების მთავარი საქმე ამაოდ მეტყველება გახდა. ურთიერთას თანადგომა უცხო ცნება. არ ისწავლება რელიგია სკოლებში. უზნეობა- თავისუფალი არჩევანია. სასულიერო პირებმა სახელმწიფო თანამდეგობები მოირგეს და მღვდლობაც ბიზნესის სფეროდ აქციეს. ვაი რომ კიდევ ბევრი გულსატკენი მაგალითის მოყვანა შეიძლება...

„რატომ ვართ ასე?“

ჩვენ ხომ მეტი საშუალებაა გვაქვს კარგი განათლების მისარებად, ყველაფერი შედარებით მარტივია, ვიდრე მაშინ, როცა ნაკვერჩხალის შუქზე სწავლობდნენ ჩვენი „დიდი წინაპრები“, მაგრამ დღეს მაინც გაუნათლებლობის უფრო გავრცელებულია..

აღდგა და მრავალი ახალი ეკლესიაც აიგო, მაგრამ ხალხმა მიატოვა ტაზარში სიარულია, არადა დღეს არ დევნიან ქრისტიანობას.. - ირონიაა!

ეს იმიტომ, რომ ყველა ფასეულობა გავაუბრალოვეთ, თითქმის 25 წლიანი თავისუფლება ვერ დავიტიეთ, წინაპართა დანატოვარი სიბრძნე არად ჩავაგდეთ, „სხვების“ მიბაძვა დავიწყეთ და „მეობას“ ვკარგავთ..

ყველა თავისთვის იღწვის, ყველას უნდა ლამაზი, კომფორტული ცხოვრება მიწყოს, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს, ამგვარი დამოკიდებულება კი დამღუპველია, ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც საქართველოა.. ნუთუ არ გიჩნდებათ კითხვა, როგორ მოვედით აქამდე, ვინ გადაგვარჩინა, რამ გადაგვარჩინა..

მრავალი ჭირ-ვარამი უნახავს და ბევრჯერ სასწაულებრივად გადარჩენილა ეს დალოცვილი, ვაზის ქვეყანა..

ყველა ეპოქას ჰყავდა გმირები, სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები, რომელთა ცოდნის, შრომის, თავგანწირვისა და სისხლის ფასად გამოსყიდულ მიწაზეც ჩვენ ვცხოვრობთ. საამაყოა და დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ვახტანგის, დავითის, თამარის, გიორგის, ერეკლეს სამშობლოს შვილები გვერქვას.. იმ მიწის შვილები ღმერთმა ქრისტეს კვართი რომ მიჰმადლა. ყოვლად წმიდა მარიამისა და წმიდა მოციქულთა მიერ განათლებული ერი, მრავალი ქრისტეს მოწაფისა და მოწამისა მშობელი მიწა არ შეიძლება ამ ფასეულობებს არ აფასებდეს..

მტერი ყოველთვის ცდილობდა ეროვნული ცნობიერების მოშლას, რასაც ეკლესიური აზროვნების შესუსტებითა და სწავლა-განათლების დაკნინებით ცდილობდა. XIX საუკუნის დამდეგიდან ექვსი ათეული წელი თვალსაჩინო მაგალითია ქვეყნის უიარაღოდ განადგურება-დამორჩილებისა. დღეს კი უამრავი მსგავსი პროცესი მიმდინარეობს, გარე და შიდა მტრის მიერ მართული და ღრმად მოტივირებული. მტერი შეიძლება ძლიერია, მაგრამ ისტორია არ გვაძლევს უფლებას ხელი ჩავიქნიოთ!

„ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება“ - დღევანდელი პროცესებიც შიგნიდან იმართება..

თავისუფლების სახლეით განადგურებული თაობა, უზნეობისა და სიბილწის პროპაგანდა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და „ფსევდო“დემოკრატია.

მიზეზი, ისევ და ისევ, უწიგნურობა, უგნურება, უვიცობაა..

განთლება სულში დანთებული კანდელია, რომელიც მარადიულად ანათებს!

ღმერთს ადამიანი არ შეუქმნია მონად, უზენაესმა ადამიანს თავისუფლება მიანიჭა. იყო მონა ნიშნავს, ხორცში მყოფმა იწვნიო სიკვდილი. იყო თავისუფალი ნიშნავს, მუდამ იბრძოლო, მოიპოვო, აქაც დატოვო და თანაც წაიღო..

სწავლა-განათლება რომ უმთავრესია ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა იშვიათობაა ამ სიტყვების საქმეში განვითარება.. ამის მაგალითი დღევანდელი საქართველოა! „სიტყვა თქმაა და არ ქმნა, თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია“ (ი. ჭავჭავაძე)

განათლება არ ნიშნავს დაამთავრო უმაღლესი სასწავლებელი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა!

განათლებული ადამიანი უნდა გასცემდეს მიღებულს და თავისი ცხოვრების წესით ღირსეულ მოღვაწეობას ეწეოდეს!

განათლებული ერის მთავარი მიზანი თვითმყოფადობა, ეროვნულობა და პატრიოტიზმია!

არ ვაკრიტიკებ პირადად არავის, თუ ვინმეს მივმართავ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, მაგრამ ხმამაღლა ვამბობ: მე მტკივა, განვიცი და მრცხვენია „ჩემი“, „ერის“ უმეცრება!

ვინც ამ წერილს წაიკითხავს, ალბათ ჩემს ასაკზე დაფიქრდება, უფროსი შეიძლება გაბრაზდეს, ამდენის ლაპარაკის უფლებას როგორ აძლევს თავსო; უმცროსი - ეს ვის ასწავლის ჭკუასო; ის - გულთან მიიტანს, იგრძნობს და შეიძლება გაუხარდეს კიდეც.. არ ვიცი.. მაგრამ ვინც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა ფიქრობდე, მე ერთი რამის თქმა შემიძლია: მე ქართველი ვარ და მტკივა ეს გულცივობა, მტკივა ამდენი შური, ბოღმა, მტრობა, ღალატი, უერთმანეთობა..

მე ყველგან ნათესავს ვეძებ, მოყვარეს ვეძებ, ვეძებ „საქართველოს“, ვეძებ „ქართველებს“!

ვეძებ ქართველს, ილიას საქართველოდან!

„ჩვემი თვის მტრები ჩვენ თვითონვე უფრო ვართ, ვიდრე სხვანი. ამის აღიარება ჩვენ სირცხვილად მიგვაჩნია და ამიტომაც ყველაფერს ბრმა ბედს ვაბრალებთ“ (ი. ჭავჭავაძე)

-შეცდომის აღიარება ნიჭია!

-გაუნათლებლობა ცოდვა!

- „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ !

„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“ ! (ი. ჭავჭავაზე)

„აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს“ ! (ი. ჭავჭავაზე)

„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“ ! (ი. ჭავჭავაზე)

„ქვეყანა ტაზარი კი არ არის, საცა კაცი უნდალოცულობლეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“ (ი. ჭავჭავაზე)

„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებახსნილი, გულნათელი კაცები არა ჰყავს“ ! (ი. ჭავჭავაზე)

„ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავაც“ ! (ი. ჭავჭავაზე)

„ილია ჩვენი თანამედროვეა“ !

-რა გვჭირს? - გაუნათლებლობა! -რა გვაკლია? - ჯანსაღი განათლება!

იკითხესაქართველოსისტორია!

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ხელო ვანი
ხელო ვანი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0