x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ვინ აფარებს ხელს გურამ შარაძის მკვლელებს..."- რუსუდან შარაძე

image
"ერთ-ერთი ჟურნალისტი ამბობს, რომ თურმე, სოსო გოგაშვილისა და ჩემი მეგობრის ის სატელეფონო ჩანაწერი მოიპოვა, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობ და სადაც გოგაშვილი გაცეცხლებულია, თუ რატომ გავიგე მე, შვილმა, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეში ოქროს მოწმე გამოჩნდა.

18 მაისის პრესკონფერენციამდე, ეს 26 წუთიანი ჩანაწერი გვქონდა მე, ჩემს ორ მეგობარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას. 18 მაისის, ანუ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების“ ოფისთან პრესკონფერენცია გავმართე, ეს ჩანაწერი პირადად მივაწოდე საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა უმაღლეს პირს, მთელ “ოცნებას“ - პარლამენტარებს, მინისტრებს, თბილისის მერს და ა.შ...

ჩემი მიზანი იყო, რომ სცოდნოდათ, ვინ არცხვენთ, ვინაა სოსო გოგაშვილი, ვის ხელშია დღეს სახელმწიფო და რაც მთავარია, ვინ აფარებს ხელს გურამ შარაძის მკვლელებს! იმედი მქონდა, რომ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, მამაჩემის მკვლელობის საქმისთვის რამე სასიკეთო რეაგირებას მოახდენდნენ. გულის სიღრმეში მეგონა, რომ დააფასებდნენ იმასაც, რომ ამდენ ხანს, არაადამიანური ძალისხმევის შედეგად, ვიკავებ თავს, რომ ეს და სხვა ჩანაწერები საჯარო არ გავხადო.

ამის მაგივრად, რა ხდება? ვიღაცამ ჩანაწერი მისცა ჟურნალისტს და როგორც ის ამბობს, მალე გამოაქვეყნებს.


საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებიდან, ვინ არ ვიცი, მაგრამ რომელიღაცამ, ამ ჩანაწერის გამჟღავნებით, გამომიყენა შიდასახელისუფლებო დაპირისპირებისთვის.

ჩემი მეგობრები და მე თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ პროცესს. დაახლოებით, ერთ კვირაში თბილისში ვიქნები და დანარჩენს მერე მოგახსენებთ.წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0