x
image
მანჩო 777
თუ თქვენ ეს ათი რამ გესიზმრებათ, არ ღირს მათი იგნორირება!
სიზმრები - გარკვეული ნიშნებია წარსულისა თუ მომავლის შესახებ. მათი წაკითხვა და ამოცნობა შესაძლებელია. იუნგი ამბობდა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია შეიჭვრიტოს თავის ცნობიერებასა და შინაგან სამყაროში. მეცნიერებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ სიზმრის დროს მომხდარზე ჩვენი ტვინი ისევე რეაგირებს, როგორც რეალურ ცხოვრებაში არსებულ საგნებსა და გარემოებებზე.

სიზმარმა შესაძლებელია მოგცეთ მინიშნება მასზე, რაც ყველაზე მეტად გაფორიაქებთ და გიჩვენოთ მიმართულება იმისა, თუ როგორ ჯობს მოქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში.



image



ყურადღება: თუ თქვენ ეს ქმედებები ან საგნები გესიზმრებათ, არ ღირს მათი იგნორირება!



1. თუ სიზმარში დაფრინავთ



image


ფრენა სიმბოლიზირდება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან. სწორედ ამისკენ მიისწრაფით თქვენ. თუ სიზმარში ფრენის დროს მიწაზე ეცემით, ეს ნიშნავს, რომ მიზნის შესასრულებლად არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ.


2. ჩანჩქერები


image


სიზმარში უმშვენიერესი ჩანჩქერი იხილეთ? - ეს კარგის ნიშანია. ჩანჩქერი სისუფთავეს, განწმენდას, პრობლემების და უსიამოვნო ინციდენტების მოშორებას ნიშნავს. შესაძლოა, უახლოეს მომავალში თქვენ შეძლებთ დაამარცხოთ სურვილები და ჩვევები, რომლებიც ხელს გიშლით ჯანსაღი წესით ცხოვრებაში.


3. კბილები


image


თუ გესიზმრათ, რომ ვინმემ კბილი ამოგაძროთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გეშინიათ ახლობელი ადამიანის დაკარგვის. თუ სიზმარში კბილები გცვივათ-ესე იგი, დაბნეული ხართ, რაც ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში. დაგესიზმრათ, რომ ჭიანი და სუნიანი კბილები გაქვთ? - უახლოეს მომავალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდებათ.


4. სიკვდილი


image


სიზმარში საკუთარი სიკვდილი იხილეთ? - ესე იგი, საკმაოდ დიდხანს იცოცხლებთ. საყვარელი, ახლობელი ადამიანის სიკვდილი დაგესიზმრათ? -არ ინერვიულოთ: ეს ადამიანი დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრებს.


5. ფეხმძიმობა


image


დაგესიზმრათ, ვითომ ფეხმძიმედ ხართ? - თქვენ სიმდიდრე, წარმატება, უზრუნველი ცხოვრება გელოდებათ. გესიზმრათ, რომ თქვენი ქალიშვილი ან უახლოესი ადამიანი ფეხმძიმედაა?- ეს იგი, მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იქნება; ხოლო თუ სიზმარში ნახეთ, რომ ფეხმძიმედ ხართ და ნაყოფს იშორებთ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ინტერესს დაკარგავთ ან საყვარელი ადამიანი მიგატოვებთ.


6. სახლი


image


სიზმარში ლამაზი და კეთილმოწყობილი სახლი იხილეთ? - ეს ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრებას გიწინასწარმეტყველებთ. თუ ნახევრადდანგრეულ და გადახრილ სახლს ნახავთ - პრობლემებს უნდა ელოდოთ. საავადმყოფო გესიზმრათ?- დასვენების და შვებულების დროა; სავაჭრო ცენტრი-დროა შეწყვიტოთ ფულის უაზროდ ფლანგვა; საერთო საცხოვრებელი ბინის შეცვლას მოასწავებს, ხოლო ციხე ნიშნავს, რომ შესაძლოა, თქვენ უნებლიე კანონდამრღვევი გახდეთ.


7. ფული


image


სიზმარში ფულის პოვნა მცირე უსიამოვნებების მომსწავებელია, თუმცა საბოლოდ ყველაფერი კარგად დასრულდება; ფულის გაცემა წარუმატებლობას გიქადით, ხოლო დაკარგვა ნიშნავს, რომ შეიძლება სამუშაოდან გაგათავისუფლონ. დიდი რაოდენობით ფულის დათვლა ნიშნავს, რომ დიდი წარმატება და სიხარული გელოდებათ.



8. ღალატი


image



სიზამრში ნანახი ღალატი ყოველთვის ნიშნავს ცხოვრებაში მოსალოდნელ ცვლილებებს. ნამდვილად კმაყოფილი ხართ ქორწინებით?- ხომ არ დადგა დრო, რაიმე შეცვალოთ თქვენ პირად ცხოვრებაში? - გახადოთ ის უფრო წარმატებული და ბედნიერი.


9. ცეცხლი


image


ცეცხლის ნახვა სიზმარში კარგის ნიშანია. ის სიმბოლიზირდება სითბოსა და სინათლესთან. სიზმარში ცეცხლს ანთებდით? - ესე იგი სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდით? - მძიმე სამუშაო გაქვთ და მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა მოგიწევთ. თუ ღუმელში აგიზგიზებული ცეცხლი ნახეთ, ეს სიმდიდრეს და კეთილდღეობას ნიშნავს. ნახეთ, რომ თქვენი სახლი ცეცხლში იწვოდა?- ფანტასტიკური წარმატება და სიხარული გელოდებათ.


10. სიშიშვლე


image


სიშიშვლე ასოცირდება კომპლექსებთან. როცა ტანსაცმლის გარეშე ხართ, თავს დაუცველად, დაძაბულად გრძნობთ. შესაძლებელია, ისეთ ურთიერთობაში ხართ, რომ გეშინიათ, არ მოგიშორონ თავიდან. შეიძლება შიში გაქვთ, რომ თქვენ ფიქრებს და გრძნობებს გამოააშკარავებენ. იქნებ რაღაც საიდუმლო გაქვთ და შიშობთ, რომ მის შესახებ სხვები გაიგებენ? - ტანსაცმელი საშუალებას გაძლევთ დაფაროთ გრძნობები და შეცდომები, მის გარეშე თქვენ დაუცველად გრძნობთ თავს.


9
2420
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2420
  
2018, 2 ივნისი, 15:27
საინტერესოა,ზოგი რამ ძალიან მენიშნა
2018, 31 მაისი, 15:28
გააგრძელე ეს თემა, კიდევ ბევრია სიზმრის ახსნაზე დასაწერი. ძალიან საინტერესოა და ისაა კიდევ საოცარი, რომ რეალურად არსებობს წინასწარმეტყველური სიზმრების ფენომენი,
2018, 31 მაისი, 10:08
უიიი, როგორ გაუმწარებიხართ სიდედრს :დდდ
2018, 31 მაისი, 9:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2018, 31 მაისი, 9:21
ყოველ ღამე მინიმუმ 5 განსხვავებულ სიზმარს ვხედავ :D :D
2018, 31 მაისი, 9:10
გველი ზოგადად ბოროტ ადამიანს ნიშნავსო-ასე გამიგია. ცუდ ხალხს მოერიდე და ყველას არ ენდო :)
2018, 31 მაისი, 9:09
რათაააა? რა გესიზმრა ასეთი? :)
2018, 30 მაისი, 20:18
მე ხშირად გველს ვხედავ და იმედია მაგაზეც დაწერ რას ნიშნავს
2018, 30 მაისი, 9:54
ვაიმე სიზმარი აღარ მიხსენოთ :დ :დ :დ
0 1 9