x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79628
  • ვიდეო:332354
  • სურათი:436935
მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი მარწყვის ნამცხვარი

image

მასალა:

კვერცხი-3 ცალი;

შაქარი-150 გრ.

არაჟანი-150 გრ.

ფქვილი-200 გრ.

მარწყვი-250 გრ.

კრემისათვის:

ნაღები-250 გრ.

შაქარი-50 გრ.

ვანილი-1 პაკეტი;

პერგამენტი

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა :

1.ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსამდე.

2.კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად გამაგრებამდე, გული კი – ნაღებთან ერთად, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ცილიანი მასა შეურიეთ გულიან მასას, მოაყარეთ ფქვილი და ურიეთ ცოტა ხანს. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ.

3.გარეცხეთ მარწყვი, გაჭერით სიგრძეზე ან სიგანეზე.

4. ათქვიფეთ ნაღები შაქართან და ვანილთან ერთად გამაგრებამდე, წაუსვით ბისკვიტს და მორთეთ მარწყვით.

0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0