x
image
ვიზა კოხაძე
პროდუქტები, რომლებიც სწრაფად გვაბერებს

image

დაბერების პროცესზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, გენეტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი სწორად კვება გახლავთ. მაპროვოცირებელი ფაქტორებია: მოწევა, მზის სხივების ზემოქმედება და სხვა. ამიტომ, თუ გნებავთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ თქვენს ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობენ ნაადრევ დაბერებას. ასეთი პროდუქტების ნუსხა დიდია, თუმცა შეგვიძლია რამდენიმეზე ვისაუბროთ.

1) მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და ხელს უშლის უჯრედების მიერ სითხის შეწოვას, ამიტომ ტენიანობას უკარგავს კანს. კანი კი, რაც უფრო გამომშრალია, მით უფრო სწრაფად ჩნდება ნაოჭები. ამიტომ, ჯობს თავი შეიკავოთ ამ პროდუქტის მირთმევისგან.image2) ნახევრად მომზადებული პროდუქტი – ნახევარფაბრიკატები. ასეთი საკვები მარილითაა გაჯერებული, რაც იწვევს შეშუპებას და ხდის კანს ხანდაზმულს.
imageimage3) ბეკონი, ლორი, ძეხვი აუცილებლად უნდა გააქროთ რაციონიდან. ამ ხორცპროდუქტების მომზადებისთვის გამოყენებული კონსერვანტები ხელს უწყობენ ორგანიზმში არასასურველი რადიკალების წარმოქმნას, რაც უჯრედების დაჟანგვას უწყობს ხელს. ეს კი კიბოს ან სხვა დაავადების გამომწვევი მიზეზია.image4) შაქარი - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქარი ანთებითი პროცესების სტიმულირებას უწყობს ხელს, იწვევს გამონაყარს, რაც თავისთავად აბერებს კანს. ტკბილეული - ნაოჭების გამომწვევი: შაქარი ჩვეულებრივ, სასიამოვნო ასოციაციის გამომწვევია: ტკბილი ცხოვრება, ტკბილი ხმა, ტკბილი სიზმრები. თუმცა შაქრის „ნამდვილი სახე“ სრულიადაც არაა მიმზიდველი: ჭარბი მოხმარებისას შეიძლება განვითარდეს სიმსუქნე, გულის კუნთის იშემია, კბილების კარიესი. ის ასევე აჩქარებს კანის დაბერებას. შაქრის მოლეკულები პროვოცირებს კოლაგენიზე - კანის ერთ-ერთ სტრუქტურულ ცილაზე, რომლის წყალობითაც ის ელასტიკურობას ინარჩუნებს. image5) ალკოჰოლი – ზოგჯერ სასურველიცაა ჭიქა ღვინის მირთმევა, მაგრამ თუ გადაჭარბებული დოზით ვიღებთ ალკოჰოლს, ეს დაბერების პირველი ხელშემწყობი პირობაა.image
image6) მარილი – პროდუქტი, რომელიც ბევრ მარილს შეიცავს, მავნებელია ჯანმრთელობისთვის. მარილი იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას.
image7) პიცა პეპერონი – სავსეა ნიტრატებით და სხვა მავნე ნივთიერებებით, ამიტომ უარყოფით გავლენას ახდენს სხეულზე. სასურველია ავირჩიოთ პიცა ბოსტნეულით.image8) ორგანიზმისთვის საზიანოა ჩიპსებიც, რომლებიც გაჯერებულია ცხიმებით, , რაც ანთებითი პროცესებს აძლიერებს.imageდა ბოლოს, სწრაფი კვების რესტორნებში ზეთზე მომზადებული საკვები ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას იწვევს, რაც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, იწვევს გულის დაავადებებს და წარმოქმნის ნაოჭებს.

0
137
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0