x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედამ უცხო მამაკაცს საკუთარი ქალიშვილის გაუპატიურების ნება დართო

image


28 წლის პეტა ბატლერმა ბრალი დასდო საკუთარ დედას მის მიმართ სექსუალური ძალადობის ორგანიზებაში, რომელიც 12 წლის წინ მოხდა.მაშინ გოგონა 16 წლის იყო.როგორც «A Current Affair» იუწყება, ინციდენტი 2006 წელს მოხდა, თუმცა გოგონამ მხოლოდ ახლა აიძულა დედამისი ეღიარებინა დანაშაული.


ტერეზა და მისი ქალიშვილი ცხოვრობდნენ ტუვუმბაში(ავსტრალია) 2006 წელს ტერეზამ მოტელის ნომერში მოიწვია უცნობი მამაკაცი, რომელსაც ტომო ერქვა და ნება დართო მისი ქალიშვილი გაუპატიურებინა.ტომომ და ტერეზამ ინტერნეტით მოილაპარაკეს ამის შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა მამაკაცი მათთან ოთახში, წინასწარ ტერეზამ კოქტეილით დაათრო საკუთარი ქალიშვილი, შემდეგ კი გავიდა მოსაწევად.


-სულ ამას ვფიქრობდი, როგორ ჩაიდინა ეს საქციელი დედამ?

image


პეტა დიდხანს მალავადა ამ ფაქტს, რომელიც ამ წლების განმავლობაში გულზე იარად ჰქონდა დასობილი, "მაინც არავინ დამიჯერებს" ფიქრობდა გოგონა, თუმცა ერთ დღესაც ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა ეს ისტორია დეტექტივ ჯოდი ბელისთვის მოეთხრო, რომელმაც მხარი დაუჭირა მას და დაეხმარა აღიარებითი ჩვენება გამოეძალა დედისგან.

image

პეტამ დაურეკა დედას და უსაყვედურა, რომ დღემდე ტირის და განიცდის იმ ფაქტს, რაც მის თავს გადახდა, როგორ ყვიროდა "არა", უხმობდა დედა საშველად, ტერეზამ კი არაფერი მოიმოქმედა.


-კი ეს ფაქტი იყო, -ეს იყო გაუპატიურება, მაგრამ შენ უკვე 16 წლის იყავი, მანამდე არავის მივცემდი უფლებას შენ მოგკარებოდა სანამ 16 წლის არ გახდებოდი-უპასუხა დედამ ტელეფონზე.

ეს აღიარებითი ჩვენება საკმარისი გამოდგა, რომ ტერეზა პოლიციას დაეკავებინა.


გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მშობლები როდესაც გაიყარნენ პეტა სამ ძმასთან და დედასთან ერთად დარჩა, ტერეზა ოცნებობდა პირადი "ცხოვრების აწყობას" და ხვდებოდა მამაკაცებს გაცნობის საიტიდან, საოჯახო საქმეები მთლიანად პეტას მხრებზე გადადიოდა, სახლში კი ტერეზას ახალახალი საყვარლები აკითხავდნენ, თუმცა ამათგან ერთი იყო სახელად ტომო, რომელსაც ტერეზა პირადად არ იცნობდა და წლობით ჰქონდა ამ მამაკაცთან მიმოწერა ინტერნეტით, ოცნებობდა მის პირადად გაცნობაზე, როგორც გაირკვა, ტომოს ტერეზა კი არა, "მისი ახალგაზრდა ვერსია აინტერესებდა".

image

როდესაც პეტა 16 წლის გახდა, ტერეზამ 40 წლის ტომოს "გაუმზადა ქალიშვილი", ჩაკეტა ოთახში და თვითონ გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად და ყურად არ იღო ქალიშვილის განწიული ყვირილი "დედა მიშველე", ამ ფაქტში კიდევ ამაზრზენი ის არის, რომ ამის შემდეგ ტერეზა და ტომომ ის ღამე ერთად გაატარეს განცხრომაში.


ტერეზა ბატლერს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა, პოლიცია ეძებს ტომოს, როგორც დადგინა პიტერ რობსონს, სამართალდამცავები დარწმუნებულები არიან, რომ მას რამდენიმე მსგავსი დანაშაული ექნება ჩადენილი.

0
128
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0