x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პეტრე პირველის სადისტური შურიძიება

მარტას სკავრონსკაია( მართლმადიდებლობის მიღების შემდეგ ის იქცა ეკატერინე ალექსის ასულ მიხაილოვად) სულელი, თავქარიანი სულაც არ გახლდათ. დაიწყო რა თავისი"კარიერა" გასართობი ქალის" ამპლუაში, მან იმდენი შეძლო, რომ პეტრესთვის იქცა ჩვეულებრივ საყვარელზე უფრო მნიშვნელოვან ფიგურად, მის ნამდვილ მეგობრად, ცხოვრების მეგზურად, რომელიც პეტრეს გვერდით იყო ყოველთვის, როცა კი პეტრეს უჭირდა.1711 წელს ის პეტრეს გაყვა კრუტის ლაშქრობაში. ეს ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა პეტრესთვის, რუსული არმია გარშემორტყმული იყო თურქთა ჭარბი სამხედრო ძალებით. რუსებს ისე წაუვიდათ საქმე, რომ თურქთა ვეზირის და მხედართმთავრის მოსყიდვაც კი სცადეს და ამისთვის ეკატერინემ უშურველად გაიღო ყველა თავისი ძვირფასეულობა, რაც კი თან ჰქონდა წაღებული. ასეთი ერთგულების დაუფასებლობა პეტრეს ნაღდად არ შეეძლო, მაგრამ... ასაკში თორმეტი წლის განსხვავებამ, პეტრეს გაუთავებელმა გასვლებმა ქალაქიდან და მისმა ასევე უსასრულო რომანებმა თავისი საქმე გააკეთა. პეტერბურგში გავრცელდა ხმები, რომ იმპერატრიცის ახალგაზრდა კამერ-ლაკეი( მსახური) უილიამ მონსი( ანა მონსის უმცროსი ძმა), ეკატერინესთან მხოლოდ სამსახურეობრივ ფუნქციებს არ ასრულებდა. პეტრემ ყველაზე გვიან გაიგო თავისი საყვარელი კატერინას ღალატის ამბავი და მის მრისხანებას საზღვარი არ ქონდა-1724 წლისპეტრე პირველი
8 ნოემბერს მონსი დაიჭირეს. უცხოელები წერდნენ, რომ მონსის დაკითხვიდან დაბრუნებული პეტრე გაუთავებლად სცემდა ბოლთას და ყველაფერს ამტვრევდა რაც კი ხელთ მოხვდებოდა.

მონსი ყველაფერში გამოტყდა. ის სიკვდილით დასაჯეს და მისი მოჭრილი თავი სარზე წამოაგეს. პეტრემ ეკატერინე მოაყვანინა დაკეტილი კარეტით და აიძულა ეყურებინა ამ საშინელი აქტისთვის.ამის შემდეგ პეტრე არათუ სარეცელს იყოფდა ეკატერინესთან, არამედ მასთან ერთ მაგიდასთანაც კი არ ჯდებოდა სადილობისას. პეტრემ ბრძანა, მონსის მოჭრილი თავი ჩაედოთ სპირტიან ქილაში და დედოფლის საძინებელში დაედგთ. სამი საათი იდგა მუხლებზე ეკატერინა მანამ, სანამ პეტრემ არ ბრძანა მონსის თავის გატანა საძინებლიდან . მონსის დასპირტული თავი თურმე მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლომდე ინახებოდა ე. წ. კუნსტ კამერაში. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს კი სამეცნიერო აკადემიის დირექტორმა, ეკატერინე დაშკოვამ, მისი დამარხვა ბრძანა.

1
615
2-ს მოსწონს
ავტორი:სერგო ჯანაშია
სერგო ჯანაშია
615
  
2018, 29 მაისი, 12:17
ეე, ქართველი მაინც არ იყოს ეს ჩემისა.
0 1 1