x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ინდოეთის მოქალაქემ ქართველი შეყვარებულის გამო თავი მოიკლა

image


უბედური შემთხვევა მოხდა დედაქალაქში. წუხელ ღამით, დაახლოებით 22:00 საათისთვის თბილისში, ნარიყალის ტერიტორიიდან თბილისის ბოტანიკურ ბაღში ინდოეთის მოქალაქე სიმაღლიდან გადახტა და თავი მოიკლა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც შსს-ში ჟურნალისტებს ეუბნებიან, ამბავს თვითმხილველებიც ჰყავს.


შსს-ს პრესცენტრში განმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 21 წლის ბიჭია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სასწავლებლად თბილისში იმყოფებოდა. ის ერთერთი უნივერსიტეტის სტუდენტია.



თვითმკვლელობის მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობა გახდა. ამ ამბავს თვითმხილველები შეესწრნენ, რომლებიც ამბობენ, რომ გაიგონეს სიტყვები, რა დროსაც ბიჭმა გადახტომამდე დაიძახა: „უთხარით, რომ მიყვარსო“. უცნობია იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე თავად სიყვარულის ობიექტი. საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა.

0
473
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0