x
უკანასკნელი წამი

სიკვდილის კადრად უმეტესობას გარდაცვლილს თავზე დამდგარი ექიმი ესახება, რომელიც საათზე იხედება რათა თარიღი დაიმახსოვროს. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება... ნეტავ იმ გრძნობის წარმოდგენა თუ შეიძლება, როცა იმდენად სუსტად გრძნობ თავს, რომ ხვდები ეს შენი ბოლო წუთებია, მაგრამ მაინც თითქოს არ ეგუები ბედს და იტოვებ გადაჩენის იმედს, რამდენდ მობეზრებულიც არ უნდა იყოს შენთვის სიცოცხლე. გარშემო არავინაა და ვერც უკანასკნელ სიტყვას ეტყვი ვინმე სულიერს, ვერც დაემშვიდობები. ალბათ ამ შემთხვევაში "ამ სამყაროში" გატარებულ უკანასკნელ წუთებს ფიქრში ატარებ და იხსენებ მათ ვინც გინდა რომ გვერდით გყავდნენ, სულ მცირე ამ მომენტში მაინც. ყველას სახეს იხსენებ, ყველას ღიმილს რომ არასოდეს დაივიწყო. მაგრამ უფრო მეტად ის ფაქტი გაწუხებს რომ ისინი დაგივიწყებენ. გული გტკივა და განიცდი, რაც შენს სიკვდილის წუთებს უფრო მეტად ამცირებს.. ბოლოს ღმერთს ეტყვი რაიმეს, ალბათ უსაყვედურებ ასე მარტოობაში სიკვდილისთვის მაინც.. და გული ჩერდება. გარშემო არავინაა რომ მოვიდეს, ჯერ კიდევ თბილ ხელზე ძლიერად ჩაგებღაუჭოს და გითხრას, image
რომ არასდროს დაავიწყდები.

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:კა სი
კა სი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0