x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იფიქრე, როგორც ჰოლმსმა... ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

ჰოლმსი, პუარო, მის მარპლი — ბავშვობაში გვეგონა, რომ ნამდვილი დედუქცია მხოლოდ სუპერ–დეტექტივებისთვის დამახასიათებელი უნარი იყო. სინამდვილეში, ასეთი აზროვნების განვითარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ამისთვის მხოლოდ ვარჯიშია საჭირო. აქ 5 გამოცანას გთავაზობთ, რომელიც ტვინის გავარჯიშებიში დაგეხმარებათ და საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობასაც მოქცემთ.


image


I. საკრუიზო ლაინერზე, შტორმის დროს ცნობილი მეცენატი ბ-ნი ბლექი მოკლეს. დეტექტივმა ეჭვი იმ ადამიანებზე მიიტანა, რომლებიც სტიქიის დროს გემის მთავარ დარბაზში არ იმყოფებოდნენ: მხატვარ–კუბისტზე, მის ცოლზე და გემის კაპიტანზე. დაკითხვის დროს კაპიტანმა თქვა, რომ შტურვალთან იდგა და გემის გათანაბრებას ცდილობდა; მხატვარმა განაცხადა, რომ ტილოზე მუშაობდა და იდეალური ნახატი შექმნა. ხოლო ცოლის მტკიცებით, ის თავს ცუდად გრძნობდა და იწვა.

კითხვა: ვინ მოკლა ბლექი?


II. სახლში 5 სართულია. რაც უფრო მაღლაა სართული, მით უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს იქ.

კითხვა: რომელ სართულზე უფრო ხშირად ივლის ლიფტი?


III. როგორ უნდა გადმოვასხათ ბოთლიდან წყალი ისე, რომ არც საცობი ამოვაძროთ და არც მილი დავხაროთ?

image


IV. ვთქვათ, გინდათ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანს ბრილიანტის ყელსაბამი გაუგზავნოთ. ამასთან, ამის გაკეთების ერთადერთი საშუალება, ფოსტით სარგებლობაა. ამანათზე ნებისნიერი რაოდენობის ბოქლომის გაკეთება შეიძლება და გასაღების გარეშე მისი გახსნა შეუძლებელი იქნება. ამასთან, გარისკვა და ფოსტით გასაღების გაგზავნაც არ გინდათ.

კითხვა: როგორ უნდა გახსნას ადრესატმა ამანათი, თუ მას ბოქლომის გასაღებს არ გაუგზავნით?


V. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეები სერიოზული პრობლემის პირისპირ აღმოჩნდნენ. ჯარისკაცები ათასობით წერილს გზავნიდნენ სახლში და მათში, შეიძლება, საიდუმლო ინფორმაციაც ყოფილიყო. ამ რაოდენობის წერილებზე მონიტორინგის დაწესება შეუძლებელი იყო და არც მეომრების დატოვება შეიძლებოდა ახლობლებთან კონტაქტის გარეშე.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, როგორი იყო გამოსავალი?



image

პასუხები:



I. მკვლელი მხატვარია, — ის შტორმის დროს ვერ შექმნიდა იდეალურ სურათს.



II. პირველ სართულზე.


III. საჭიროა მილში ძლიერ ჩაბერვა, შემდეგ მილის პირზე თითის მიჭერა და ჭიქის შედგმა. თითის აშვების შემდეგ, ჩაბერვის შედეგად, გაზრდილი წნევა სითხეს მილში ასვლას და გადმოიღვრას აიძულებს.


IV. გასაღების გარეშე ამანათის მიღების შემთხვევაში ადრესატი მის გახსნას ვერ შეძლებს. ის თავის მხრივ, მას კიდევ 1 ბოქლომს დაადებს და ამანათს უკან დააბრუნებს. თქვენ, თქვენს ბოქლომს მოხსნით და მას ისევ გაგზავნით.


V. მეომრებისგან წერილებს იბარებდნენ და შტაბიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გზავნიდნენ. ამ ხნის მანძილზე, ნებისმიერი სამხედრო ინფორმაცია უკვე ძველდებოდა.

imageimageimageimageimageimageimage







0
740
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
740
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0