x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134400
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ოხრახუშით მკურნალობა აუცილებელია

imageსასიამოვნო გემო და არომატი მწვანილის ერთადერთი ღირსება ნამდვილად არ არის.საუკუნეებია, რაც მწვანილის სასარგებლო თვისებებზე საუბრობენ მეცნიერები. უძველესი დროიდან მოყოლებული დაავადებების განსაკურნად სამკურნალო მცენარეებს იყენებდნენ. ძველი ეგვიპტური სამედიცინო კრებული "ებერსის პაპირუსი", რომელიც ძვ.წ.აღ.მე - 16 საუკუნით თარიღდება, შეიცავს ასობით ხალხურ სამკურნალო საშუალებას, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემოდა.

დასავლურ მედიცინაში მცენარეებით მკურნალობა სათავეს იღებს დიოსკორიდესგან ( პირველი საუკუნის ბერძენი ექიმისგან), რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი "სამკურნალო საშუალებათა შესახებ", რომელიც საუკუნეების მანძილზე წამყვან ფარმაკოლოგიურ ნაშრომად ითვლებოდა. ხალხურ მედიცინაშიც ოხრახუშის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულზე საუბრობდნენ.ოხრახუში აღძრავს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. კალციუმი, რკინა და ფოსფორი მის ფოთლებში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ბოსტნეულში. გარდა ამისა, ის C ვიტამინის უხვი შემცველობით გამოირჩევა. ასკორბინის მჟავა მასში სამჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. ოხრახუში კალიუმსა და ნატრიუმსაც შეიცავს, ამიტომ განსაკუთრებით მათთვისაა სასარგებლო, ვისაც გულის, თირკმელების, შარდის ბუშტის პათოლოგიები აწუხებს. ბოლო კვლევების საფუძველზე კი მეცნიერებმა მასში მამაკაცის ერექციის გამახანგრძლივებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.ოხრახუშს შარდმდენად მოიხსენიებენ, რამდენადაც ის საკმაოდ დიდი რაოდენობის კალიუმს შეიცავს.შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოიყოფა სიცოცხლისათვის აუცილებელი მიკროელემენტი.imageთავდაპირველად ოხრახუშს იყენებდნენ პანაცეას ჭრილობებისა და მწერების ნაკბენებში. ამ მცენარის სასარგებლო თვისებები გამოირჩევა უმდიდრესი ვიტამინის მინერალური კომპლექსით.ოხრახუში - ვირუსული დაავადებების შეუცვლელი მკურნალია.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აღმოაჩინა, რომ ოხრახუში შეიცავს არა მხოლოდ კომპლექსურ სასარგებლო ნივთიერებებსა და ვიტამინებს, მათ შორის ბეტა - კაროტინს, ც, E და მინერალებს ( მაგნიუმი, ფოსფორი, თუთია, რკინა, კალციუმი, კალიუმი, სელენი, ფთორი), ის შესანიშნავად ინარჩუნებს საკუთარ თვისებებს გაყინულ მდგომარეობაშიც.

ოხრახუში ხელს უწყობს ცუდ მხედველობას, მაღალი წნევის ნორმალიზებას და სელენი - რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

0
664
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0