x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
"ადამიანმა ობობამ" მალიდან აივნის კიდეზე დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა (ვიდეო)
image22 წლის მიგრანტი მამუდუ ჰასანი ყოველგვარი დაზღვევის გარეშე პარიზში სახლის ფასადზე აძვრა და მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა.


სულ რაღაც რამდენიმე წამში ახალგაზრდა მამაკაცი მალიდან აძვრა აივანზე და ბავშვი სახლში დააბრუნა.

მალელ მიგრანტს ინტერნეტში უკვე შეარქვეს მეტსახელი "ადამიანი-ობობა", დღეს დილით მამუდუ ჰასანს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირადად შეხვდა ელისეის სასახლეში, მადლობა მოუხადა გამოჩენილი გმირობისთვის, საპატიო სიგელი გადასცა და საფრანგეთის მოქალაქეობას შეპირდა.


როგორც ფრანგული გამოცემა Parisien იუწყება, ინციდენტის შემდეგ ბავშვის მამა დაააკავეს, იმისთვის, რომ უყურადღებოდ მიატოვა შვილი, დედა ამ დროს პარიზში არ იმყოფებოდა.




2015 წელს კიდევ ერთ მალელს, ლასანა ბატილის გადაეცა საფრანგეთის მოქალაქეობა 6 მძევლის გადარჩენის გამო, რომლების პარიზის ერთ-ერთ სუპერმარკეტში თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ.


0
58
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0