x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ვინ არის ქართველი არტისტი, რომელსაც მსოფლიო რუსად იცნობს
image

ეს გოგა თანდაშვილია, რომელსაც მსოფლიო რუს არტისტად იცნობს.ის რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს და ქმნის გენიალურ, რელიეფებს, რომლის მეშვეობითაც ოთახის კედლები არაჩვეულებრივ ხელოვნების ნიმუშებად გარდაიქმნება.

მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ არტისტის მიერ შექმნილ ბარელიეფებს.

ბარელიეფი არის ძალიან ძველი ტექნიკა, რომელიც გამოიყენებოდა ძველი ტაძრებისა თუ შენობა ნაგებობების გასაფორმებლად, უფრო კონკრეტულად კი ბარელიეფი ფრანგული სიტყვაა და ითარგმნება როგორც დაბალი რელიეფი, იგი — ქანდაკების სახეობაა, რელიეფი რომელიც სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებად არის გამოწეული. ბარელიეფს ფართოდ იყენებენ არქიტექტურულ ნაგებობებსა და დეკორატიულ ნაკეთობათა მორთულობისათვის. ბარელიეფურ გამოსახულებას ჩვეულებრივ აკეთებენ აგრეთვე ძეგლის კვარცხლბეკზე, სტელებზე, მემორიალურ დაფაზე, მონეტაზე, მედალზე, და სხვა.


ბარელიეფურ ნამუშევრებს ვხვდებოდით ყველგან, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომში... ამ ავტორის მეშვეობით ბარელიეფი "მოდაში" ბრუნდება!!!

ეს ავტორი პროფესიონალი ხელოვანი და დიდი ოსტატია, რომელიც შთაგონებულია ბუნებით. რაც კარგად გამოიხატება მისსავე ნამუშევრებში, გრძელკუდა ფრინველებსა თუ მდიდრულად გაბნეულ მრავალფენიან ყვავილებში. ამ ავტორის მიერ "შელამაზებული" კედლები თქვენს სახლს ნამდვილი იმპრესიონისტული შემოქმედების ნიმუშად გარდაქმნის. გოგა სკულპტორთან ერთად ასევე არის მხატვარი, რის ნიჭსაც აგრეთვე არაჩვეულებრივად იყენებს ამ ნამუშევრების შესაქმნელად.

დაათვალიერეთ და თავად შეაფასეთ ავტორის საოცარი შემოქმედება...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

4
157
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
157
  
2018, 28 მაისი, 19:19
ნამდვილად გეთანხმებით, რომ ვისაც არ უნდა არც უნდა იყოს ქართველი... :))
2018, 28 მაისი, 19:04
იმდენი უნდა ვქნათ რომ ყველას ეამაყებოდეს ქართველობა. ამ სანაგვეში რასაც პოსტ საბჭოთა სივრცე და ახლო აღმოსავლეთი ქვია ნამდვილ ევროპულ ქვეყანას ვქმნით და ყველაზე წინ ვართ. ასე რომ ვისაც არ უნდა ქართველობა, არც უნდა იყოს :) ნოუ ფრობლემ
2018, 28 მაისი, 18:58
ალბათ ეგრეა, უბრალოდ სამწუხარო ფაქტია ქვეყნისთვის...
2018, 28 მაისი, 18:53
თუ თვითონ არ აპროტესტებს რომ რუსს ეძახიან, ესეიგი მართლა რუსია.
0 1 4