x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
დასახელდა მსოფლიოს 5 საუკეთესო წიგნი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში

imageimage

ბუკეროვის სპეციალურმა ჟიურიმ აარჩია ბოლო ნახევარი საუკუნის 5 საუკეთესო წიგნი მსოფლიო მასშტაბით, იუწყება Toronto Star.



ფინალში გავიდა 5 წიგნი ყოველი ათწლეულიდან:


1970-იანი წლებიდან:ინდოელი მწერლის, ვიდიადჰარ ნაიპოლას "თავისუფალი სახელმწიფო"(1971);



80-იანი წლებიდან: ბრიტანელი მწერლის, პენელოპა ლაივლის "მთვარის ვეფხვი"(1987);


90-იანი წლებიდან: კანადელი მწერლის, მაიკლ ონდატჟეს "ინგლისელი პაციენტი"(1992);


2000-იანი წლებიდან: ბრიტანელი ჰილარი მენტელის "მგლის დარბაზი"(2009)


2010-იანი წლები:ამერიკელი მწერლის ჯორჯ სანდერსის "ლინკოლნი ბარდოში".


ამ ხუთი წიგნიდან საბოლოო გამარჯვებული 8 ივნისს გამოვლინდება.



ბუკეროვის პრემია "დაიბადა" 1968 წელს. პირველი გამარჯვებული 1969 წელს გამოვლინდა და გამარჯვებული იყო ბრიტანელი მწერალი პერსი ჰოვარდ ნიუბი რომანისთვის "ამისთვის პასუხს აგებ"(Something to Answer for), სხვადასხვა დროის ფინალისტები იყვნენ: აირის მედროკი, სალმან რუშდი, კაძუო ისიგურო და სხვები.


2014 წლამდე პრემია-50 000 ფუნტი სტერლინგი მხოლოდ დიდ ბრიტანელ და თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მწერლებს შეეძლოთ მიეღოთ, ამჟამად პრიზის მიღება შეუძლია ნემისმიერ მწერალს მთელი მსოფლიოდან, ერთი პირობით: რომანი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს დაწერილი.

2
239
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
239
  
2018, 31 მაისი, 13:53
საეჭვო კონკურსია...
2018, 28 მაისი, 22:48
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არცერთი არ მაქვს წაკითხული :(
0 1 2