x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაილი მინოუგი-ავსტრალიელ ფერიას 50 წელი შეუსრულდა-ტოპ 10 სიმღერა

image1968 წლის 28 მაისს მელბურნში დაიბადა ავსტალიელი პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კაილი მინოუგი. დღეისთვის მომღერალს მთელ მსოფლიოში 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.


1) მომღერალმა პირველ წარმატებას 1987 წელს მიაღწია, როდესაც ჩაწერა ბრიტანული საავტორო ტრიოს, Stock, Aitken & Waterman-ის სიმღერა «I Should Be So Lucky», რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში 1 ადგილი დაიკავა.

2)80-იანი წლების კიდევ ერთი გამორჩეული ჰიტია ჯეიმს დონოვანთან ერთად ჩაწერილი სიმღერა "Especially for You", რომელმაც ევროჩარტში და ბრიტანეთში #1 ადგილი დაიკავა, ხოლო მშობლიურ ავსტრალიაში - #2

3)1990 წლის კიდევ ერთი ჰიტია "Better the Devil You Know", რომელიც მრავალი ევროპული ჩარტების ტოპ-20-ში მოხვდა, ხოლო ისრაელში #1 ადგილი დაიკავა.

4) ამის შემდეგ კაილი მინოუგი ჩრდილში ექცევა. მისმა მომდევნო სიმღერებმა ვერ შეძლეს პოპულარობის მოპოვება. კაილიმ გადაწყვიტა, ჩამოშორებოდა პროდუსერ-ავტორთა ტრიო Stock, Aitken & Waterman-ს. მხოლოდ 1995 წელს მიიქცია მან მსმენელის ყურადღება სიმღერით "Where the Wild Roses Grow", რომელიც ნიკ კეივთან ერთად ჩაწერა(ეს კომპოზიცია ამჟამად შეტანილია "მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის" სიაში-378 ადგილი)

5) კაილი მხოლოდ 2001 წელს შემოიჭრა შოუ ბიზნესში ჰიტით "Can’t Get You Out of My Head" ამავე წლის ალბომიდან Fever, რომელიც მსოფლიოს 22 ქვეყნის ჰიტ-აღლუმებს მოექცა სათავეში და 12 ქვეყანაში შეიძინა პლატინის სტატუსი!

6) 2002 წელს გამოდის კიდევ ერთი ჰიტ-სინგლი, რომელიც მსოფლიოს ყველა კონტინენტის ტოპ-20-ში მოხვდა.

7) 2003 წელს სინგლი "Slow" ალბომიდან Body Language "გრემის" ნომინანტი გახდა, როგორც წლის საუკეთესო საცეკვაო სიმღერა.

8) 2005 წელს მკერდზე გაჩენილი სიმსივნის გამო მომღერალი იძულებული იყო, შეეწყვიტა მსოფლიო ტურნე.

9)2007 წელს გამოდის მისი ალბომი Х, რომელიც მკერდის კიბოს მკურნალობის შემდეგ ჩაწერა. იგი სტილისტურად განსხვავებული იყო და კომერციული თვალსაზრისით უფრო მოკრძალებული წარმატება ხვდა წილად, წინა ჩანაწერებთან შედარებით.

10)კაილის ბოლო სტუდიური ალბომი Aphrodite 2010 წელს გამოვიდა, ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერა "All the Lovers" არის, რომელიც რამდენიმე ქვეყნის საცეკვაო ჩარტებს სათავეში მოექცა.

1
65
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
65
  
2018, 4 ივნისი, 12:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1