x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
" მე თქვენ უკვე მომკალით! ნუ მემუქრებით დაჭერით! " - ზაზა სარალიძის სულისშემძვრელი წერილი
მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავის ფეისბუკ გვერდზე სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს.




როგორ მიდის სასამართლო პროცესი და როგორია მოკლული დავით სარალიძის მამის პოზიცია, კარგად ჩანს ამ პოსტიდან.


იგი პროკურატურას გულგრილობასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს...

image



ყველანაირად ზნედაცემულ პროკურორ გოგუშვილს როდესაც ვუთხარი, რომ თუ სიმართლეს ფარდას არ ავხდით მოზარდების ომის შეიძლება დაიწყოსთქო, მან მიპასუხა დამცინავად და ირონიულად:

-ეს ჩემი პრობლემა არაა.დაიწყოს თუ ასე გულით უნდათ.

გუშინდელ პროცესზე გუგუშვილი და ფხაკაძე მწყობრიდან გამოვიდნენ როდესაც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოზე წარ მოადგინა მტკიცებულებები, რაც სამხარაულის ექპერტებმა დამალა პროკურატურის დავალებით.
ეს მტკიცებულებები უტყუარი დასტურია იმის, რომ ჩემი შვილი არა მარტო დანებით არამედ გაურკვეველი საგნებით იყო დაჩეხილი.

პირდაპირ სიტყვიერ შეურაწყოფაზე გადავიდნენ დარბაზში მყოფ პირებზე
და მოწმეზე.

პროკურორი ფხაკაძე:რომელთანაც სიტყვიერი შელაპარაკება მომივიდა იმასთან დაკავშირებით თუ საიდან გაჩნა ჩემი შვილის ტანსაცმელზე სამკუთხა და ოვალური ფორმის ჭრილობები, თურმე თავისი კუთვნილი მობილურით ჩუმად ვიდეოს მიღებდა.
მისივე დავალებით ვიღაცეები მითვალთვალებდნენ და ჩემი და ერთერთი ადვოკატის საუბრის ჩანაწერი მიაწოდეს.

ფხაკაძე კომპრომატებს აგროვებს ჩემს წინააღმდეგ.

მივმართავ ყველა იმ პირებს ვინც დაინტერესებულია ჩემი დისკრედიტაციით.

გონს მოდით და ყველა ჩემი შვილის მკვლელები გამოიყვანეთ სააშკარაოზე.

მე თქვენ უკვე მომკალით!

ნუ მემუქრებით დაჭერით!

მივმართავ სრულიად საქართველოს.:

მე ამათი არ მეშინია!

მე მეშინია შურისძიებით აღსავსე ჩემი შვილის მეგობრების, რომლებიც გეგმავენ შურისძიებას ყველა იმ პირზე ვინც რაიმე ნიშნით მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტში.
ჩემი შვილი მოკლულია და მას ვეღარ გავაცოცხლებ.
დამიდექით გვერდით რათა სამართალი აღვადგინოთ და არ დავუშვად შვილების ომი და მკვლელობა.

თავს შევაკლავ უსისხლო პროკურორებს და არ დავუშვებ დათუჩას გამო ჩვენმა მომავალმა სისხლიანი ომი დაიწყოს.

ღმერთმა დაგლოცოთ.


image





და მართლაც, სად უნდა ეძებონ სამართალი უბრალო ადამიანებმა?



შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისში გამოძიებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება.



1
264
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
264
  
2018, 28 მაისი, 10:02
სომხეთში მთელი ერი დაუდგებოდა გვერდით ამ ადამიანს–სირცხვილი ჩვენ!!!
0 1 1