x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ორგანიზმს ბევრი დაავადებისგან იცავს

image

კურკუმა ერთ-ერთი პოპულარული სანელებელია მთელ მსოფლიოში – ფლობს საოცარ კულინარიულ და სამკურნალო თვისებებს. საუკუნეების მანძილზე გამოიყენება აიურვედულ, ინდურ და ჩინურ მედიცინაში. აქვს უნიკალური არომატი და მუქი ყვითელი ფერი.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ძლიერი საშუალება ღვიძლის, სასუნთქი გზების, კანის დაავადებების, კუჭთან დაკავშირებული პრობლემების, სხვადასხვა ინფექციების და ანთებების სამკურნალოდ.


რატომ არის კურკუმა მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის


კურკუმინი - აქტიური ინგრედიენტი კურკუმაში, ფლობს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და ანტიმიკრობულ თვისებებს, რომელიც მას იდეალურ ბუნებრივ საშუალებად აქცევს მიკრობების, გასტრიტის, კუჭის წყლულის წინააღმდეგ.


კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერება დადებით გავლენას ახდენს დნმ-ზე, უჯრედების სიცოცხლისუნარიანობაზე და მოლეკულებზე. ასევე შეუძლია შეამციროს ოსტეოართრიტის სიმპტომები – ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ ყოველდღიურად 200 მგ. კურკუმას მიიღებღთ.


image

ტურმერონი — კიდევ ერთი ინგრედიენტი კურკუმაში, ცნობილია როგორც ბიოაქტიური ელემენტი, რომელსაც ტვინის ფუნქციის გაუმჯობესების და ალცჰეიმერის მკურნალობის უნარი გააჩნია, ამასთან, აღადგენს ტვინის უჯრედებს.


როგორ გავაკეთოთ ბუნებრივი ანტიბიოტიკი კურკუმით:

– 1 ს. კ. კურკუმა


– 100 გრ. თაფლი



მომზადების წესი:


მოათავსეთ ინგრედიენტები შუშის ქილაში და კარგად აურიეთ.

მიიღეთ: თუ გაქვთ გრიპი – ნახევარი კოვზი ანტიბიოტიკი ყოველ საათში. მეორე დღეს იგივე დოზა, მხოლოდ ყოველ 2 საათში. მესამე დღეს კი – 3-ჯერ მიიღეთ. სანამ გადაყლაპავთ, პირში კარგად გაალღვეთ. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ფინჯან ჩაიში ან რძეში.



კურკუმა შეგიძლიათ დილით თბილ წყალთან ერთად მიიღოთ. ჩვენ დაგისახელებთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა მოიქცეთ ასე.

image


1. ებრძვის ანთებით პროცესებს

ქრონიკული ანთება ორგანიზმში, რომელიც დიდხანს გრძელდება, უკავშირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის ართრიტს, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას. კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ კურკუმინი წარმოადგენს საოცრად ეფექტურ საშუალებას ამ ტიპის ანთებასთან ბრძოლაში და გააჩნია უკეთესი შედეგი, ვიდრე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.


2. იცავს ტვინს

ზრდის ჰორმონის მაღალი დონე, ცნობილი, როგორც თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF), მიიჩნიეს დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად. კურკუმინს უნარი აქვს, ეფექტურად შეამციროს ეს ჰორმონი, რითაც ეხმარება ტვინს ნორმალურად ფუნქციონირებაში.


3. ებრძვის სიმსივნური უჯრედების განვითარებას

კურკუმინი მდიდარია ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რის გამოც კიბოს განვითარების რისკებს საგრძნობლად ამცირებს.


4. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას

კვლევებით დადგინდა, რომ კურკუმას რეგულარულ მოხმარებას პოზიტიური გავლენა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემის ფუნციონირებაზე.


5. იცავს გულს

კვლევებით, რომელიც 2011 წელს Pharmaceutical Bulletin გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ კურკუმა ხელს უშლის სისხლის კოაგულაციას და შლის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ვირთხების გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა 3 კვირის შემდეგ, რაც კურკუმა შეიტანეს მათ რაციონში.


image


6. ამცირებს ართრიტის სიმპტომებს

მართალია კურკუმინი არ არის სტეროიდი, ის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტია, რომელიც უფრო ეფექტური და გამოსადეგია, ვიდრე დიკლოფენაკი, რამდენადაც ის გაცილებით სწრაფად ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას.


7. უფრო მხნედ და ახალგაზრდულად იგრძნობთ თავს

იმ თვისების გამო, რომ კურკუმინი ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებსა და ქრონიკულ ანთებებს ებრძვის, აუმჯობესებს სიცოცხლის ტონუსს და გეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


8. კურნავს II ტიპის დიაბეტს

2009 წლის კვლევების თანახმად დადგინდა, რომ კურკუმას უნარი აქვს, შეაჩეროს II ტიპის დიაბეტის განვითარება და განკურნოს ის.


9. იცავს ღვიძლს

კურკუმა არა მხოლოდ დამცავი ბარიერია ღვიძლისთვის ტოქსინებთან ბრძოლაში, არამედ აღადგენს მის დაზიანებულ უჯრედებს. ამას გარდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას.


10. ატუტიანებს ორგანიზმს

კურკუმა ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტია, რაც ნიშნავს, რომ ის ორგანიზმში მჟავე გარემოს ანეიტრალებს, რომელიც კავშირშია სიმსივნის განვითარების მაღალ რისკებთან.


როგორ მოვამზადოთ წყალი კურკუმით


მომზადების წესი საკმაოდ მარტივია: აიღეთ 1 ჩ.კ. დაფქული კურკუმა, 1 მწიკვი შავი პილპილი (იმ მიზნით, რომ ორგანიზმში კურკუმას შეთვისება გაუმჯობესდეს) და ჩაყარეთ ერთ ფინჯან თბილ წყალში. მანამდე ურიეთ, სანამ ინგრედიენტები კარგად არ გაიხსნება. მიიღეთ თბილ მდგომარეობაში უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


მიკრობიოლოგი ფილიპ ტიერნო: რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ საწოლის თეთრეული?


6 პროდუქტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვალს ანადგურებს


5 სანელებელი, რომელიც მავნე ბაქტერიებს ანადგურებს და იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ


ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში


ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი 10 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

0
1123
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0