x
image
Lerato
სელის ზეთი – კურნავს ბევრ დაავადებას! რატომ, როგორ და ვინ უნდა მიიღოს?

სელის ზეთი – უნიკალური პროდუქტია. თავისი ბიოლოგიური ღირებულებებით პირველ ადგილს იკავებს საკვებ ზეთებს შორის.


ის შეიცავს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავას ომეგა-3-ს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის ყოველი უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის. ზუსტად ეს მჟავა ხელს უშლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას, აქტიურად გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, პოზიტიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.


image


სელის თესლის ზეთი კარგი პროფილაქტიკური საშუალება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, რამდენადაც ხელს უწყობს ქოლესტერინული ფოლაქების დაშლას. არსებობს მონაცემები: ორგანიზმში ომეგა-3 დონის აწევა 1%-ით, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს 3-4%-ით.


გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობის პროცესში, რომელიც ექიმის მიერ ინიშნება, რეკომენდირებულია 1 ჩ.კ. ზეთის მიღება (მინიმალური დოზა). უკეთესია მიიღოთ ჭამის წინ ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.


ათეროსკლეროზის დროს: მიიღეთ 1 ს.კ. სელის ზეთი დღეში 2-ჯერ ჭამის დროს 1-1, 5 თვის მანძილზე. 3 კვირა შეისვენეთ, შემდეგ შეგიძლიათ კურსი კვლავ გაიმეოროთ. სელის ზეთის მიღება მათთვისაც არის სასარგებლო, ვისაც ინსულტი აქვს გადატანილი. გამოიყენება ასევე ნაწოლების მკურნალობის პროცესშიც.


პირველადი ჰიპერტენზიის დროს, როდესაც წნევა არ აჭარბებს 150 -90-ზე, რეკომენდირებულია 2 ჩ.კ. სელის ზეთი ჭამამდე 1 საათით ადრე (უმჯობესია სადილის ან ძილის წინ).


image


ძალიან სასარგებლოა მაღალი წნევის დროს სელის ზეთის მასაჟი. ამისთვის ოდნავ შეათბეთ დაახლოებით 50 მლ. და პროცედურას შეუდექით. მასაჟი კეთდება საათის ისრის მიმართულებით სხეულის პერიფერიიდან ცენტრისკენ.


მასაჟი დაიწყეთ თავიდან. ხელის გულზე დაისხით ცოტაოდენი ზეთი და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით დაუყევით ზემოდან კისრისკენ. ხელებს რაც შეეხება, თითებიდან დაიწყეთ.

მომდევნო ეტაპია – ფეხები, შემდეგ – მუცელი, მკერდი და ზურგი – ასევე, საათის ისრის მიმართულებით ვიკეთებთ მასაჟს.



მთლიან პროცედურას 15-25 წუთი დაუთმეთ. შემდეგ ზეწარში გაეხვიეთ 5-7 წუთი. ზეთის ნარჩენები რბილი ქსოვილით მოიცილეთ და ამის მერე აბაზანა მიიღეთ. მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურას მოიცავს.



image


პრაქტიკულად, თითქმის ყველა ბოსტნეული, რომელსაც ბაზარსა თუ მარკეტებში ვყიდულობთ, შეიცავს ნიტრატებს. სელის ზეთს უნარი აქვს ნიტრატებთან დაკავშირებული პრობლემა გადაჭრას. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც შთანთქავს კარცეროგენულ პროდუქტს ნიტროზამინებს. ეს ნივთიერება ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ნიტრატები ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით გამოაქვს.

სელის ზეთის მიღება სასარგებლოა დაფანტული სკლეროზის დროს: რეკომენდირებულია დღეში 2 ჩ.კ. სელის ზეთი მშიერ კუჭზე (საუზმის ან სადილის და ასევე ძილის წინ).

დამატებით მიიღეთ ერთი კაფსულა თევზის ქონი, 1/4 ჩ.კ. დაფქული კვერცხის ნაჭუჭი (ლიმნის წვენით). გაიკეთეთ კიდურების მასაჟი სელის ზეთით 3 დღეში ერთხელ, მთლიანი სხეულის და თავის მასაჟი – თვეში ერთხელ.



ართროზის დროს: მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანი რეგულატორია ანთებით და ალერგიული პროცესების დროს. მრავალმა კლინიკურმა კვლევებმა დაამტკიცა რამდენად მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი გააჩნია ცხიმოვანი მჟავების ჩართვას კვებით რაციონში ართროზის მკურნალობისას.

სასარგებლოა მასაჟის გაკეთება თბილი სელის ზეთით დაავადებულ სახსრებზე და ამასთან, უნდა მიიღოთ დღეში 2 ს.კ. ზეთი მშიერ კუჭზე (დილით და ძილის წინ). კურსი გრძელდება 1 თვე. შეისვენეთ ორი კვირა, შემდეგ კვლავ გაიმეორეთ კურსი.


image


სელის ზეთი კურნავს ანთებას პირის ღრუში. ამისთვის ჩაიგუბეთ პირში რაც შეიძლება დიდხანს. გამოვლების შემდეგ ზეთი უკან გადმოაფურთხეთ, არ გადაყლაპოთ.


სელის ზეთი ასევე კურნავს ტონზოლიტს, ანგინას, პაროდონტოზს, ლარინგიტს, კარიესს ღრძილებიდან სისხლდენას, სტომატიტს. პროცედურისთვის უნდა აიღოთ 1 ჩ.კ. სელის ზეთი და გამოივლოთ 5 წუთის მანძილზე, შემდეგ გადმოაფურთხეთ. უმჯობესია ეს დილაობით გააკეთოთ.


კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ სელის ზეთის რეგულარული გამოყენება, იცავს ორგანიზმს 2 ტიპის დიაბეტის განვითარებისგან.



შეკრულობის დროს — მიიღეთ ჭამის წინ დღეში 2-ჯერ 1 ჩ.კ. სელის ზეთი


თუ მშრალი ტიპის თმა გაქვთ ან ხშირად გიწევთ შეღებვა: თმის ძირების გასამაგრებლად 10 წუთის მანძილზე გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი. შემდეგ გადაიტანეთ თმის მთელ სიგრძეზე.


image


რთულად შესახორცებელი ჭრილობების და წყლულების მკურნალობის დროს – სელის ზეთი გარეგნული მოხმარებისთვის: დაიდეთ ზეთში დასველებული მარლის ხელსახოცები მტკივნეულ ადგილას. სახვევი გამოცვალეთ დღეში 2-4-ჯერ. სელის ზეთს ისვამენ ასევე ფსორიაზის დროს.

ამას გარდა, ამ საოცარი პროდუქტის კვებით რაციონში ჩართვა რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც ნივთიერებათა ცვლა აქვს დარღვეული.


ყურში ფურუნკულას სამკურნალოდ: ხახვს ამოაჭერით გული და ჩაასხით ცოტაოდენი სელის ზეთი, შემდეგ გამოაცხეთ ქურაში. მიღებული წვენი კი გამოიყენეთ ყურში ჩასაწვეთებლად.


შენახვის წესები:

სელის ზეთი უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს და მაღალ ტემპერატურას, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენახვა მუქი მინის ბოთლში. გახსნის შემდეგ კი – გრილ ადგილას. ამ შემთხვევაში ის არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.


ასევე დაგაინტერესებთ:


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


დიეტოლოგის 20 რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს!


მცენარე საოცარი თვისებებით, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!

2
1407
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1407
  
2019, 12 ივლისი, 16:54
უღრმესი მადლობა დადებითი შეფასებისთვის
2019, 12 ივლისი, 14:45
თქვენი სტატიები პროფესიონალის ხელითაა დაწერილი ჩემი ხედვით და მუდამ საინტერესო, სასარგებლო და კითხვადია.
0 1 2