x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჯერედ პადალეკი: “ეშმაკით შეპყრობილი ვიყავი”

image
ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც შენზე სიმპატიური, მომხიბვლელი და შენზე მშრომელია.


არასოდეს დანებდე, მაშინაც კი, როცა ცხოვრება მძიმე დარტყმას გაყენებს.


ახლახანს ერთი ძალიან კარგი წიგნი – “გადარჩენილი” წავიკითხე; თუ არ ვცდები, ამ წიგნის მიხედვით ფილმის გადაღებასაც გეგმავენ. წიგნის ავტორს, მთავარ გმირსა და გადარჩენილს – მარკუს ლატრელს დიდი სიამოვნებით განვასახიერებდი. სიმამაცისა და გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევის უნარის წყალობით, ის ნამდვილ ეროვნულ გმირად იქცა.


ერთხელ მესიზმრა, თუ როგორ იძირებოდა გემი და მასთან ერთად, ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ეს ნამდვილი საშინელება იყო.



დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კომედიურ ფილმში. ჩემი ტიპაჟი ამ ჟანრისგან შორს დგას და ეს ცდის სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებს.


ჩემს ოჯახთან ერთად ყველგან გავჩერდები.


ვარსკვლავური ომების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მე ამ ფილმებსა და წიგნებზე გავიზარდე და ის ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია.


ბავშვის სახელზე წინასწარ არ გვიფიქრია. გვინდა, ჯერ თვითონ ბავშვი გავიცნოთ და სახელიც მხოლოდ გაცნობის შემდეგ დავარქვათ.


როცა შენი შვილი გცნობს და გიცინის, ეს ენით აღუწერელი ბედნიერებაა.


მიყვარს ჰუდები. მასში თავს კომფორტულად ვგრძნობ და თან ის ღიპსაც მალავს.


image


ტეხასელობა, პირველ რიგში, ლოიალურობას ნიშნავს და მეც ლოიალური ვარ.


ბედნიერი ვარ ჩემი კარიერით, ოჯახით, მეგობრებით. მინდა, ისინი სულ ჩემ გვერდით იყვნენ. შესაბამისად, ყველაზე მეტად მათი დაკარგვის მეშინია.


სიმშვიდე მიყვარს. მაქვს სახლი, ორი დიდი პლაზმური ტელევიზორი, ჭადრაკის დაფა და გრილი… შევუკვეთავ ხოლმე პიცასა და ლუდს, მოვიპატიჟებ ჩემს მეგობრებს და მათთან ერთად, ხან პოკერის და ხან მაგიდის ჩოგბურთის თამაშით ვიქცევ თავს.


არასოდეს შეგეპაროს ეჭვი საკუთარ ძალებში. გამოიყენე ეს ძალა ყველაზე მძიმე მომენტებში და სხვასაც მიაშველე. ზოგჯერ შენი ტკბილი სიტყვა, ჟესტი და დახმარება სხვა ადამიანს მძიმე დღის გადატანაში ეხმარება.


ყოველდღიურ ბრძოლაში სამარცხვინო არაფერია, ისევე, როგორც მხარდაჭერისა და დახმარების მიღებაში.


ახალი წლის წინა ღამეს ჩემი მეგობარი დეპრესიას დანებდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ერთადერთი არ ყოფილა და ვფიქრობ, ნეტა, დროის უკან დაბრუნება შემეძლოს-მეთქი; მათთვის დახმარების ხელის გაწოდება და მათთან ერთად ჩართვა ბრძოლაში.


ურთიერთობებს მოლოდინზე ნუ ააწყობთ. ერთად ყოფნით დატკბით და მოსახდენიც მოხდება.


უბრალოდ, იყავი ის, ვინც ხარ და ადრე თუ გვიან, შენს ცხოვრებაში სწორი ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება!


image

მე სამოთხეც ვიხილე და ჯოჯოხეთიც. ეშმაკით შეპყრობილიც ვიყავი. ამაზე მეტი რაღა უნდა გადამხდეს!


საშინელებათა ფილმების დიდი მოყვარული ვარ. განსაკუთრებით ისეთი ფილმები მიყვარს, შიშისგან რომ შეგახტუნებს ხოლმე. სამაგიეროდ, ჩემი გოგო ვერ იტანს ამ ჟანრს.



0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0