x
image
გემი დალანდი
რომელ კარს აირჩევთ? -3 საბავშვო ამოცანა,რომელიც დიდებსაც აბნევს
ზოგჯერ, ბავშვები უფრო საზრიანები აღმოჩნდებიან ხოლმე, ვიდრე უფროსები, მათი პასუხები კი სიმარტივით და ლოგიკით გვაოცებენ.

გთავაზობთ, გამოსცადოთ თქვენი ლოგიკა და ამოხსნათ ეს 3 ამოცანა, რომელსაც ბავშვები ადვილად ართმევენ თავს:


№ 1. სამყაროს აღსასრული

imageქალაქის მეტროში წყალმა ამოხეთქა, რომელიც ოკეანის ნაპირებიდან გადმოვიდა. ხალხი ხანძარს და მიწისძვრას ებრძვის, ელექტროობა სულ გაითიშა. ასე დაიწყო ქვეყნის აღსასრული.

ერიკი შეშინებული იყო. ის ხაფანგში აღმოჩნდა, რომლიდანაც თავის დაღწევა და თავშესაფარში მოხვედრა 4 კარიდან ერთერთითაა შესაძლებელი.


პირველი კარის მიღმა მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული ქვებია ჩამოწოლილი.

მეორე კარს მიღმა ხანძარია.

მესამე კარს მიღმა უზარმაზარი ელექტრო ხერხებია.

მეოთხე კარს იქით კი წარღვნაა.

მხოლოდ ერთ კარს შეუძლია ერიკის სიცოცხლე იხსნას.


რომელი კარი უნდა აირჩიოს ერიკმა, რომ გადარჩეს?



№ 2.გაქცევა

image

რამდენიმე თაღლითი დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე წელში სატუსაღოში ყოფნა მათთვის უკვე აუტანელი გახდა და ოთხმა მათგანმა: მარკლმა, უორტონმა, სეკლიმ და ტედიმ-გაქცევა გადაწყვიტეს.

მათ მოახერხეს გარეთ მყოფი თანამზრახველებისთვის დაშიფრული წერილის გაგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, თუ როდის აპირებდნენ გაქცევას.


გაშიფრეთ წერილი და გაიგეთ, როდის აპირებენ თაღლითები გაქცევას?



№ 3. ვინ მოიპარა ფული?

imageერთი პატივცემული კაცი თავის ოჯახთან და მსახურებთან ერთად ცხოვრობდა. ერთხელ, სახლიდან გასვლისას, მან ფული დატოვა მეუღლისთვის. როდესაც მეუღლე სახლში მოვიდა, ფული ვერ იპოვა.

ეჭვმიტანილები იყვნენ:

მზარეული მარტინი-მან თქვა, რომ დაინახა ფული და წიგნის ქვეშ დადო, რომ არ დაკარგულიყო.

გუვერნანტი პოლა-თქვა, რომ ფული წიგნის ქვეშ იპოვა და მე-2 და მე-3 გვერდებს შორის ჩადო.

სანტექნიკოსი გორდონი-დაინახა, რომ ფული წიგნიდან იყო გამოჩრილი და პირველ და მე-2 გვერდებს შორის ჩადო.


ვინ არის ქურდი?







პასუხები

image

1. სწორი პასუხია მესამე კარი. ქალაქში ელექტროობა გათიშულია და ამიტომ ხერხები არ მუშაობენ.


2.image“ხვალ უნდა გავიქცეთ"


3. ფული სანტექნიკოსმა გორდონმა მოიპარა. შეუძლებელია ფული პირველ და მე-2 გვერდებს შორის ჩაედო, რადგან ციფრები 1 და 2- ერთი ფურცლის ორი გვერდის აღმნიშვნელია.



1
150
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
150
  
0 1 1