x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ივნისის თვის ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის-რას გვიმზადებს ზაფხულის პირველი თვე
image

თუ პოზიტიურად ვიფიქრებთ, ეს ჩვენს ცხოვრებაზეც პოზიტიურად აისახება და საერთოდ, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთათვისაც ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი, უფრო ადვილია.

ასეთ ადამიანად ახასიათებენ ავსტრალიელ ტაროლოგს ანჟელა პერლსაც, რომელსაც 20 წელზე მეტი სტაჟი აქვს ასტროლოგიაში. სწორედ ივნისის თვის მისეულ პროგნოზას გაგაცნობთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

1. ვერძი

ამ თვეს ცეცხლოვან ვერძებს პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ.მარტოხელა ვერძებს საბედისწერო შეხვედრა ელით. დაოჯახებულები კი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავლენ.

თუ ვერძი ამ თვეს შვებულების აღებას გადაწყვეტს, მას ის საოცნებო დასვენება ელის, რომელზეც დიდხანს ოცნებობდა. შესანიშნავად დაისვენებს და მთელი წლის სამყოფ ძალებს მოიკრეფს. ფინანსებთან დაკავშირებითაც ყველაფერი კარგად იქნება. ზაფხულის პირველი თვე ახალ კავშირებს გპირდებათ, როგორც სამსახურში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2.კურო

ამ თვეში კუროებს ძველი წყენების, უთანხმოების და პრობლემების მოგვარება მოუწევთ. საბოლოოდ, კურო შეძლებს, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ან საერთოდ გაწყვიტოს კავშირი.

შემოსავლების მხრივ, ეს თვე ძალიან ხელსაყრელია. თუ აქამდე ვერ ახერხებდით ზაფხულის დასვენებისთვის დანაზოგი გაგეკეთებინათ, ივნისში ეს ნამდვილად გამოგივათ.

3.ტყუპები

შესანიშნავი პერიოდია ტყუპებისთვვის. ახალი ნაცნობობა, სასიამოვნო შეხვედრები, პაემნები, საქმიანი მოლაპარაკებები-ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის, შესაძლოა მოგზაურობა, მაგრამ არა შორეულ მხარეებში. სამაგიეროდ, ჰარმონიულად დაისვენებთ და ძალებს აღიდგენთ.

ვარსკვლავები გვირჩევენ უარი ვთქვათ წყლის ტრანსპორტზე. თუ ამ თვეში მუშაობას გეგმავთ და არა დასვენებას, უკეთესია ახალი პროექტი დაიწყოთ. საერთო ჯამში, ივნისი ტყუპებისთვის მშვიდი პერიოდი იქნება.

4.კიბო

ეს თვე კიბოსთვის ჰარმონიულად ჩაივლის. ჰარმონია ექნება როგორც საკუთარ თავთან, ისე მთელ სამყაროსთან. ამიტომ, ივნისი საუკეთესოა თვეა იმისთვის, რომ საკუთარ თავს დრო დაუთმოთ, ჩაუღრმავდეთ და ბოლოსდაბოლოს გაიგოთ, რა გინდათ ამ ცხოვრებაში.

ეს თვე ძალიან კარგია დალაგებისა და განწმენდისთვის, როგორც საკუთარ თავში, ისე სახლის საქმეებში. იყავით მშვიდად, მოეშვით და ნურაფერზე იღელვებთ., რადგან საბოლოოდ ყველაფერი თქვენთვის საკეთილდღეოდ დამთავრდება.

5.ლომი

ლომებისთვის ეს თვე მოვლენებით დახუნძლული იქნება. თვის დასაწყისში აღმაფრენაც გელით და დაცემაც, ხოლო რა იქნება შემდგომში, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

ამ პერიოდში ლომებს მართებთ არ მიიღონ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება და სიფრთხილე გამოიჩინონ ახალი ნაცნობობის დროს.

წარმატება და ახალი შესაძლებლობები კი ინტერნეტით მოვა.

6.ქალწული

ეს თვე ქალწულებისთვის საოცარი ცვლილებების დროა. წარმატება, გამართლება, კარგი ამბები გელით ზაფხულის პირველ თვეს. ეს შესანიშნავი პერიოდია შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად და ზღვაზე დასასვენებლად.

თქევნი ბედი თქვენს ხელთაა და თქვენი გადასაწყვეტია რა მიმართულებას მისცემთ მას. მოუსმინეთ ინტუიციასაც, ივნისში ის ნამდვილად არ დაგაღალატებთ.

დასახული მიზნების მისაღწევად, შეეცადეთ დამოუკიდებლად იფიქროთ და იაზროვნოთ. შესაძლოა, ასეთი პრინციპულობა ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ სხვების აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

7.სასწორი

სასწორებისთვის ეს თვე საინტერესო მოვლენებით, მოგზაურობით და ახალი ნაცნობებით გამორჩეული იქნება.

სასიყვარულო ურთიერთობებში სასწორებს სრული იდილია ექნებათ. ვარსკვლავები სასწორებს გამოკვეთილი მომხიბვლელობით და მაგნიტიზმით დააჯილდოებენ, რომელსაც ვერავინ გაუძლებს. შეეცადეთ საკუთარი მომხიბვლელობა ჭკუით გამოიყენოთ და მყარ, ხანგრძლივ ურთიერთობაზე იზრუნოთ.

ამ თვეში სასწორისთვის ოჯახი და მისი კეთილდღეობა პირველ ადგილზე იქნება. ამ პერიოდში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ოჯახური დაძაბულობები გაქრება. შესაძლოა საცხოვრებლის შეცვლაც, თანაც მთელი ოჯახით.

8.მორიელი

ამ თვეში მორიელებს ახალი შესაძლებლობები და ფინანსური წარმატება ელით.

ივნისში მორიელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სასუნთქ სისტემას. შესაძლოა, ამ მხრივ პრობლემამ იჩინოს თავი, ამიტომ ყურადღებით იყავით.

სხვა მხრივ, მთელი თვე მშვიდად ჩაივლის.ცხოვრების სხვა ასპექტებში არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ.

9.მშვილდოსანი

თავის უნარს, კარგად ამოიცნონ ადამიანები, მშვილდოსნები ამ თვეში გამოავლენენ. მახვილი გონების წყალობით, მშვილდოსნები სწრაფად შეაფასებენ სიტუაციას და სწორ რეაგირებას მოახდენენ.

ბევრი საკითხი სასიკეთოდ მოგვარდება. ბოლოსდაბოლოს, მშვილდოსანი მიხვდება, რომ არაფერი არაა ოჯახურ სიმყუდროვესა და ახლობლებთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი.

ერთობლივი დასვენება შესანიშნავი ხერხია ურთიერთობის განსამტკიცებლად. თუ ოჯახთან ერთად წახვალთ დასასვენებლად, დროს შესანიშნავად გაატარებთ.

10.თხის რქა

ამ თვეში თხის რქამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს და ჯანმრთელობაზე იზრუნოს. სვით ბევრი წყალი, გადახედეთ კვების რაციონს და უარი თქვით მავნე ჩვევებზე.

სამსახურში და ფინანსებში სიახლეები გელით.იმისთვის, რომ ამ სფეროებში სირთულეები არ წარმოიშვას, აიმაღლეთ თვითშეფასება და კარგად გამოიკვლიეთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები.

თუ შრომისმოყვარეობას გამოიჩენთ, სამსახურში ყველაფერი კარგად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მატერიალური მდგომარეობით მოგიწევთ გარისკვა. თუმცა, უკვე თვის ბოლოს, თხის რქაც მოახერხებს თავისი “იღბლიანი ფრინველის" დაჭერას.

11.მერწყული

მერწყულებს ამ თვეში სასიამოვნო ცვლილებები ელით. თვის მეორე ნახევარში მარტოხელა მერწყულებს რომანტიული და მრავლისმეტყველი ნაცნობობა ელით.

მათთვის, ვისაც უკვე ყავს მეწყვილე, უკეთესი იქნება, თუ ერთობლივ დასვენებას მოიწყობენ: სამოგზაუროდ წავლენ, ან სადმე განმარტოვდებიან.

გასული თვეების შრომის შედეგს მერწყული ამ თვეში მოიმკის, შემოსავალს მიიღებს და ჰორიზონტზე ახალი პერსპექტივაც გამოჩნდება.

12.თევზები

ივნისში თევზები განმარტოებას და სიმშვიდეს აირჩევენ, რაც სწორი იქნება. ამ გზით ისინი უამრავ კონფლიქტს აიცილებენ თავიდან.

ზოგადად, ივნისი მათთვის წარმატებული იქნება. ყველა გაოცდება იმით, თუ როგორ ახერხებთ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ.

ფინანსებს რაც შეეხება, გაუთვალისწინებელი ხარჯები გექნებათ, ამიტომ სასურველია თავი შეიკავოთ მსხვილი შენაძენებისგან.

1
4224
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
4224
  
2018, 27 მაისი, 14:06
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1