x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
"საქართველოში სიმსივნის დიაგნოზს სვამენ და ქიმიოთერაპიას ნიშნავენ.."თურქეთში აღმოჩნდება, რომ სრულიად ჯანმრთლია- ნანა გოგოლაძე

image

"ათამდე არა, ათასამდე დავითვალე ცხელ გულზე ნათქვამი რომ არ გამომსვლოდა, სულ გაჩუმებაც ვარჩიე, მაგრამ ჭირი მალეს ჭირმა თავი არ დამალაო გამიგონია. თურქეთში 2 მილიონ 482 ათასმა ადამიანმა წერა კითხვა არ იცის . საქართველოში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, სულ ცოტა ორ ენაზე წერს და კითხულობს . ქართველები განათლებული ერი ხართ, ასე ამბობენ თურქები . მიხარია ამის გაგონება და ამაყო ვხდები ამ დროს, მაგრამ როდესაც საქართველოდან ჩამოტანილ დიაგნოზის პასუხს არაფერი საერთო არ აქვს, აქ ხელმეორედ გადამოწმებულ ანალიზებთან, როდესაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზს სვამენ და ქიმიოთერაპიას ნიშნავენ, მე გულგახეთქილი დედა მოვარბენინებ აქეთ ჩემ შვილს და აღმოჩნდება რომ სრულიად ჯანმმთელია და ის ჯირკვალი რომელიც სასწრაოდ ამოჰკვეთეს ჩვენთან, თურმე ხელიც არ უნდა ხლებოდა არათუ ქიმიები დაენიშნათ, როდესაც ახლობელ ახალგაზრდა გოგონას სასწრაფო ოპერაციას უნიშნავენ ჩვენთან და აქეთ მხრებს იჩეჩავენ . აბსოლიტურად ჯანმრთელიაო და ჯანმრთელ ადამიანს რის ოპერაციას უპირებდნენო . როდესაც ხელმეორედ კეთდება ანალიზები და არანაერად არ შეესაბამება იმ გულისგასახეთქ ანალიზების პასუხს რომლის გამოც ერთი კვირაა წნევაა აწეული დავბორიალობ . როდესაც საქმე შვილებს, მეგობრის შვილებს, შენი ქვეყნის შვილებს ეხება . იმ სიხარულს რომ საქართველოში დასმული დიაგნოზი არასწორი იყო თან ახლავს აღშფოთება კი არა გაცოფება, რას გვერჩით ხალხო . მედმუშაკებო . მედპერსონალო, ექიმებო, ლაბორანტებო . ვისაც ჩვენი ჯანმრთელობა აბარია და ვინც უპასუხისმგებლოდ და უგულოდ იქცევა, რატომ გკიდიათ ფეხებზე ასე ძალიან ადამინები, პაციენტები . ყველას ხომ არ აქვს საშუალება გადაამოწმოს . მე აქ ვარ სტამბულში, ისედაც აქ ვარ და შემიძლია ჩემიანებს გამოვადგე . ვისაც არ შეუძლია იმან რა ქნას? დაწვეს დანის ქვეშ . ჯანმრთელი ადამიანის გამოჯანმრთელება ძალიან ადვილია . ხალხო რა ვქნა როგორ მოვიქცე, რა გირჩიოთ . მე იმას არ ვამბობ ჩვენი ექიმები ცუდებია არიან . აგერ მედავება ჩემი შვილი. ექიმმა რა ქნას, ლაბორატორიიდან მოსული ანალიზის პასუხის მიხედვით დამინიშნა მკურნალობაო . არასწორი ანალიზის პასუხი . უამრავი ანტიბიოტიკი . სუულ ტყუილად და ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ უახლოესი პერიოდის განმავლობაში მეექვსე შემთხვევაა პირადად ჩემს ირგვლივ . შვილი, მეგობრის შვილი . ნათესავი თუ ახლობელი . ლაბორატორიის კართან დადექით . ლაბორანტს მუხლზე დაუჩოქეთ . ყელი გამოუწიეთ, სხვისი ანალიზის პასუხი თქვენ არ გამოგატანონ . ის სხვაც ცოდვაა და თქვენც . არეული ვწერ, არეული და აღელვებული ვარ ძალიან . უიმედო და წყალწაღებულის შეგრძნებით .
არა, ძალიან მიხარია ყოველი შემთხვევა, როდესაც ფუჭი აღმჩნდება ხოლმე ნერვიულობა და გულის ხეთქვა, მაგრამ მერე, როდესაც ვიაზრებ რა დღეში ვართ . ხასიათი მეწამლება და უიმედო ვხდები ძალიან . ცოტა მეტი ყურადღება ხალხო . ცოტა მეტი პასუხისმგებლობა რა მოხდება და ცოტაც ადამიანობა . აქ ცოდნა უცოდინრობაში არ არის საქმე . ელემენტარულ ყურადღება -ადამიანობაშია საქმე . მედმუშაკობა კი ყველას საქმე არ არის . განსაკუთრებული
თვისებების მატარებელი ადამიანები უნდა შეირჩეს ამ სფეროში . გვყვავს კიდეც, მაგრამ არასაკმარისი . უფრო მეტი ადამიანი ექიმები ესაჭიროება საქართველოს .

3
348
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
348
  
ჩემს მეგობარს არაჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა, ჩვენთან, საქართველოში, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მრავლობითი ლიმფური კვანძებიც აღმოჩნდა, თურქეთში გააგზავნეს დისკი და არაფერი არ არის საშიშიო, გაგვახარეს.ცოტა ხანში მდგომარეობა გაუარესდა.სტამბულში ჩამოდითო. ჩავიდნენ და გაყვლიფეს ბოლო თეთრამდე, ძვლის ტვინის გადანერგვაც გაუკეთეს, მაგრამ იქიდან მომაკვდავი ჩამოიყვანეს, დღეს ჩემი მეგობარი ჩვენს გვერდით აღარ არის
2018, 26 მაისი, 23:19
რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე სტატია სათაურით ,,ონკოლოგია იმდენს არ კურნავს, რამდენსაც აჭმევსო,, და ეს არის სასტიკი სიმართლე!!!! თუმცა საშველი სად არის, ვინ იცის?
2018, 26 მაისი, 15:21
ნუთუ ის არ გიფიქრიათ, რომ აქ ლაბორატორიაში არ არის საქმე და ეს შეგნებული ბოროტებაა ადამიანების მიმართ, რათა ვაი- მედპერსონალმა საჭიროების გარეშე ჩატარებული ოპერაციებითა და ვითომ მკურნალობით ფული იშოვოს?!... და თანაც გაჭირვებულ - გამწარებული ადამიანების ხარჯზე!!! ჩემს საახლობლოშიც არიან ასეთი ადამიანები და ისეთებიც, ნამდვილად სიმსივნე რომსჭირთ,მაგრამ წარმატებით მხოლოდ თურქეთში მკურნალობენ! აკი წარმატებული ექიმები და მედიცინა გვაქვსო? აბა ამ უბედურებას რა ჰ ქ ვ ი ა ?
0 1 3