x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიოში მომხდარი ომების სია
image


1400 წ. - ინგლისის ლაშქრობა შოტლანდიაში. შოტლანდიის სამეფომ დაამარცხა ინგლისის სამეფო.


1400 - 1420 წწ. - ომაინ გლინდვრის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა უელსელი აჯანყებულები და საფრანგეთის სამეფო.


ოვაინ გლინდვრი



1402 წ. - ანკარას ბრძოლა. თემურ ლენგის იმპერიამ დაამარცხა ოტომანების იმპერია, სატის და დაგნუმის სამთავროები, ჯონიმას სახელმწიფო, დუკაგჯინის საუფლისწულო, სერბეთის დესპოტატი და ვალახეთის ჯარები.


თემურ ლენგი


1402 - 1413 წწ. - ოტომანური ინტერრეგნუმი. მეჰმედ პირველის ფრაქციამ დაამარცხა ისა ჩელების, მუსა ჩელების, სულეიმან ჩელების და მუსტაფა ჩელების ფრაქციები.


მეჰმედ პირველი


1402 - 1496 წწ. - კანარის კუნძულების დაპყრობა. კასტილიის და არაგონის გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა გუანჩები.


გუანჩები


1403 წ. - პერსის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებულები სერ ჰენრი პერსის მეთაურობით.


ჰენრი პერსი


1405 წ. - სკროუპის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებულები რიჩარდ ლე სკროუპის მეთაურობით.


1406 - 1407 წწ. - მინგ-ჰოს ომი. მინგის დინასტიამ დაამარცხა ჰოს დინასტია.


1407 - 1435 წწ. - არმაგნაკ-ბურგუნიული სამოქალაქო ომი (ასწლოვანი ომის ნაწილი). არმაგნაკის პარტიამ დაამარცხა ბურგუნდიული პარტია და ინგლისი.


არმაგნაკ-ბურგუნდიული სამოქალაქო ომი


1407 - 1427 წწ. - ჩინეთის მიერ ვიეტნამის მეოთხედ დაპყრობა. მინგის დინასტიამ დაამარცხა ჰოს დინასტია.


ჩინეთის არმია


1409 - 1411 წწ. - პოლონურ-ლიტვურ-ტევტონური ომი. პოლონეთის იმპერიამ და ლიტვის დიდმა საჰერცოგომ დაამარცხა ტევტონი რაინდები.


პოლონურ-ლიტვურ-ტევტონური ომი.


1410 - 1411 წწ. - მინგ-კოტტეს ომი. მინგის დინასტიამ დაამარცხა კოტტეს სამეფო.


ჩინეთის მინგის დინასტიის არმია


1413 წ. - კაბოჩიური აჯანყება. არმაგნაკებმა დაამარცხეს კაბოჩიელები.


1413 - 1415 წწ. - დიდი ფრისიული ომი. სკიერინგერებმა, ჰეეკერენებმა, ანტი-ნსტასებმა და აბდენასებმა დაამარცხეს ფეტკიპერები, ვან ბრონქჰორსტები, ონსტასები, ტომ ბროქსი.


დიდი ფრისიული ომი


1413 - 1418 წწ. - კორბახის ფეოდი. ჰენრი მეშვიდემ, ველდეკის მმართველმა დაამარცხა პადბერგის ბატონები.


ჰენრი VII


1414 წ. - შიმშილის ომი. პოლონეთის სამეფომ და ლიტვის დიდმა საჰერცოგომ დაამარცხეს ტევტონური ორდენი და მათ მხარეს მებრძოლი დაქირავებული არმია.


პოლონელი მეომრები


1414 წ. - ოულდქასლის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ლოლარდები.


1418 - 1427 წწ. - ლამ სონის აჯანყება. ლამ სონმა დაამარცხა მინგის დინასტია.


1419 წ. - ოეის ლაშქრობა. სოს კლანმა დაამარცხა ჯოსეონის დინასტია.


1419 - 1434 წწ. - ჰუსიტური ომები. წმინდა რომის იმპერიამ, როიალისტებმა, უნგრეთმა, პაპმა, უტრაქვისტებმა ანუ მოდერულმა ჰუსიტებმა და სერბმა დაქირავებულებმა დაამარცხეს ჰუსიტები (1419 - 1423) და რადიკალი ჰუსიტები (თაბორიტები და ორებიტები) 1423 - 1434.


ჰუსიტური ომები


1420 - 1422 წწ. - ბავარიული ომი. ბავარია-ლანდშუთმა და ბავარია-მიუნხენმა დაამარცხეს ბავარია-ინგოლშტადტი.


1421 - 1422 წწ. - ოქსენის ომი (ბავარიული ომის ნაწილი). ბავარია-ლანდშუტმა დაამარცხა ჰააგა.


1422 წ. - კონსტანტინოპოლის ალყა. ბიზანტიის იმეპრიამ დაამარცხა ოტომანების იმპერია.


კონსტანტინოპოლის ალყა


1422 - 1430 წწ. - თესალონიკის ალყა. ოტომანების იმპერიამ დაამარცხა ბიზანტიის იმპერია და ვენეციის იმპერია.


1422 წ. - გოლუბის ომი. პოლონეთის სამეფო, ლიტვის დიდი საჰერცოგო და მოლდოვის საუფლისწულო ამარცხებს ტევტონურ ორდენს და მთელი ოვროპიდან მოწვეულ დაქირავებულ რაინდთა არმიას.


ტევტონური ორდენის რაინდები


1423 - 1424 წწ. - ლაქვილას ომი. ლაქვილა, მილანის საჰერცოგო, ნეაპოლის სამეფო და პაპის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფოები ამარცხებენ ბრაჩიო და მონტონეს.


1425 - 1453 წწ. - მოსკოვის სამოქალაქო ომი. ვასილი ბრმის პარტიამ დაამარცხა ვასილი კოსოის და დიმიტრი შემიაკას პარტიები.


ვასილი ბრმა


1425 - 1454 წწ. - ლომბარდიის ომები. მილანის საჰერცოგომ დაამარცხა ვენეციის რესპუბლიკა.


1426 - 1435 წწ. - დანო-ჰანსეატიკური ომი. ჰანსეატიკური ლიგა და ჰოლშტეინ რენდსბურგი ამარცხებს კალმურის გაერთიანებას და პომერანია-ბართს.


1428 წ. - სოჩოს აჯანყება.


1428 - 1443 წწ. - გლეხებმა დაამარცხეს მურომაჩის შოგუნატი.


1431 - 1435 წწ. - პოლონურ-ტევტონური ომი. პოლონეთის სამეფომ დაამარცხა ტევტონური ორდენი.


პოლონურ-ტევტონური ომი


1431 - 1435 წწ. - პირველი ირმანდინიოს ომი. გალიციის სამეფომ დაამარცხა გლეხები.


1431 - 1435 წწ. - ლიტვის სამოქალაქო ომი. დასავლეთ ლიტვის დიდი საჰერცოგო (სამოგიტელი უხუცესები, თრაკაის და ვილნიუსის ვოივოდები და პოდლასია) პოლონეთის სამეფო და ჰუსიტები ამარცხებენ აღმოსავლეთ ლიტვის დიდ საჰერცოგოს (პოლოცკი, ვიტებსკი, სმოლენსკი, კიევი ვოლინია) ტევტონური ორდენს, ლივონიურ ორდენს და ოქროს ურდოს.


მე-15 საუკუნის ლიეტუველი მეომარი


1432 - 1436 წწ. - ალბანური აჯანყება. ოტომანთა იმპერიამ დაამარცხა აჯანყებული ალბანელები.


1434 - 1436 წწ. - ენგელბრექტის აჯანყება. შვედმა აჯანყებულებმა ენგელბრექტ ენგელბრექტსონის მეთაურობით დაამარცხეს კალმარის გაერთიანება.


ენგელბრექტ ენგელბრექტსონი


1436 - 1437 წწ. - პუკეფეიდენის ომი. ჩარლზ მერვე შვედმა დაამარცხა ერიკ პიუკის მხარდამჭერები.


1436 - 1449 წწ. - ლუჩუან-პინგმიანის საომარი კამპანიები. ტაის ტომების ბელადებმა დაამარცხეს მინგის დინასტია.


1437 - 1438 წწ. - ტრანსილვანიელი გლეხების აჯანყება. ტრანსილვანიელმა არისტოკრატიამ დაამარცხა ტრანსილვანიელი გლეხები.


1440 წ. - პრაგერიის ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ფრანგი თავად-აზნაურობა.


1440 - 1446 წწ. - ძველი ციურიხის ომი. ძველი შვეიცარული კონფედერაცია ამარცხებს ციურიხი იმპერიულ ქალაქს, ჰაბსბურგების ავსტრიას და საფრანგეთს.


1444 წ. - ტორვიოლის ბრძოლა. ლეჟეს ლიგა ამარცხებს ოტომანთა იმპერიას.


1444 - 1449 წწ. - სოესტის ფეოდი. სოესტმა დაამარცხა დიტრიხ მეორე მური.


1446 - 1451 წწ.- საქსონის პატრიციდალური ომი. ფრიდრიხ მეორემ, საქსონიის მმართველმა დაამარცხა უილიამ მესამე და თურინგია.


ფრიდრიხ II საქსონიელი


1446 - ადრეული 1500-იანი წლები. - ყვავილის ომი. აცტეკების იმპერიამ დაამარცხა ტლაქსკალა და ჩოლულა.


1449 წ. - ტუმუს კრიზისი. იორაცებმა დაამარცხეს მინგის დინასტია.


1449 - 1450 წწ. - პირველი მარგრეივის ომი. იმპერიულმა ქალაქმა ნურნბერგმა დაამარცხა ანსბახის სამთავრო.


1449 - 1453 წწ. - ღენტის აჯანყება. ბურგუნდიის საჰერცოგომ დაამარცხა ღენტი.


1449 - 1454 წწ. - კოტტეს მიერ ჯაფნას სამეფოს დაპყრობა.


1450 წ. - ჯეკ კეიდის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებული გლეხები, რომლებიც ჯეკ კეიდის მეთაურობით მოქმედებდნენ.


ჯეკ კეიდი






ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0