x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ანტიბაქტერიული პროდუქტები შესაძლებელია დაეხმარონ ბაქტერიებს ანტიბიოტიკების დამარცხებაში 
image

თქვენ ალბათ თვლით, რომ რადგან ბაქტერიასთან ბრძოლა ერთი გზით კარგია, ორი გზით უკეთესი იქნება. მაგრამ ყოველთვის არა: ანტიბაქტერიული საშუალება რომელიც ფართოდაა გამოყენებული საპნებსა და საწმენდ საშუალებებში სინამდვილეში ეხმარება MRSA-ის (მეტიცილინისადმი რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი) მსგავს მიკრობებს რათა დაამარცხონ ჩვენი ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკები.

ანტიბაქტერიული საშუალებებიდან კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული ტრიკლოსანი. ის არაა ანტიბიოტიკი მაგრამ ნაერთის განსხვავებული ტიპია, რომელიც ბაქტერიის მოკვლის მაგივრად უბრალოდ მის ზრდას აჩერებს.

ტრიკლოსანი ისეთი გავრცელებულია, რომ აღმოჩენილია ზოგიერთ კოსმეტიკურ საშუალებასა და სათამაშოშიც, რაც შიშს იწვევს, რომ მისმა ზედმეტმა გამოყენებამ ბაქტერიას არ უბიძგოს მის მიმართ გამძლეობის გამომუშავებისკენ. ეს შესაძლებელია პრობლემა ყოფილიყო ზოგიერთი საავადმყოფოსთვის, რომლებიც იყენებენ ანტიბაქტერიულ საწმენდ საშუალებებს რათა ხელი შეუშალონ ინფექციების გავრცელებას.


ამ საკითხებმა დააჩქარა აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ტრიკლოსანის აკრძალვა მომხმარებლების ხელის საპნებში, და იგი განიხილავს სხვა შეზღუდვებსაც. თუმცა, ზოგი კვლავ დაობს იმაზე, რომ ტრიკლოსანის გამოყენება სასარგებლოა.

მაგრამ ახლა გაჩნდა სანერვიულო მიზეზი, რომ ზედმეტი ტრიკლოსანის გამოყენებას შესაძლებელია ჰქონდეს უფრო სერიოზული ეფექტები. რათა ენახათ რამდენად შეუძლიათ ანტიბაქტერიულ საშუალებებს შესძინონ ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობა, პეტრა ლევინმა და კორეი ვესტფოლმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგები ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებისა და ტრიკლოსანის დამატებით დააკვირდნენ ნაწლავის ჩხირის მოქმედებასა და მისი გადარჩენის საკითხს 20 საათის განმავლობაში.

testing-antibiotics-against-bacteria-faster-with-new-chip

როცა სტრეპტომიცინი და ციფროფლოქსაცინი გამოიყენეს, 10000-ჯერ მეტი ბაქტერია გადარჩა ტრიკლოსანის დამატებით ვიდრე მის გარეშე.

ხოლო როცა ანტიბიოტიკებიდან ამფიცილინი გამოიყენეს, ლევინმა და ვესტფოლმა აღმოაჩინეს, რომ ბაქტერია თითქმის მთლიანად იყო დაცული მაშინ, როცა ტრიკლოსანთან ერთად იყო.

საგანგაშოა ის რაც შემდგომმა ტესტირებამ აჩვენა-ტრიკლოსანი იცავს MRSA-ს ვანკომიცინისგან, გამანადგურებელი ანტიბიოტიკისგან, რომელიც ხშირადაა გამოყენებული MRSA ინფექციის საწინააღმდეგოდ სამკურნალოდ უკიდურეს შემთხვევაში.

ჩვენ არ ვიცით რატომ აქვს ტრიკლოსანს ეს ეფექტები, მაგრამ ერთი განმარტება შეიძლება მოიძებნოს ანტიბიოტიკებისა და ანტიბაქტერიული საშუალებების განსხვავებული გზებით მუშაობაში. ანტიბიოტიკების უმეტესობა კლავს ბაქტერიას მათი ცხოვრების ციკლში არსებითი ნაბიჯების გადადგმაში ჩარევით, მაგალითად ახალი უჯრედის კედლის წარმოქმნისას, რომელსაც ბაქტერია აწარმოებს გაყოფისას. რადგან დადგინდა, რომ ტრიკლოსანი ხელს უშლის ბაქტერიის გაზრდას, შესაბამისად მათი გამრავლების შესაძლებლობა ნაკლებადაა-და ამან არაა გამორიცხული, რომ ბაქტერიას შესძინოს ანტიბიოტიკისადმი გამძლეობა.

„დომინანტ უჯრედს არ აქვს უამრავი აქტიური სამიზნე, ასე რომ ბევრი არაფერია დასაზიანებელი, “ ამბობს კიმ ლევისი ბოსტონის უნივერსიტეტიდან.

ლევინსა და ვესტფოლს ჯერ არ აღმოუჩენიათ შესაძლებელია თუ არა ტრიკლოსანის უნარი გადაარჩინოს ბაქტერია ანტიბიოტიკისგან დაეხმაროს მათ გადარჩენაში საავადმყოფოში, სახლში, ან კიდევ ხალხის სხეულებში, რომლებიც გადიან ანტიბიოტიკების კურსს. სანამ ჩვენ მეტს გავიგებთ, ხალხისთვის უმჯობესი იქნება, რომ შეამცირონ ტრიკლოსანის მოხმარება მანამ სანამ ანტიბიოტიკებს იღებენ. პრობლემა ისაა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთულია. „ტრიკლოსანი ყველგანაა, “ ამბობ ნატალი ბალაბანი ჰებრიუს სახელობის უნივერსიტეტიდან. „შენ ნიშნავ მკურნალობას და არც კი იცი მისი იქ ყოფნის შესახებ.“

ლევინმა უარი თქვა ამ სამუშაოსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე მის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0