x
ყველაზე ძველი ევროპელები

image

უკანასკნელ ხანს დმანისში მეცნიერებმა აღმოაჩინეს თავის ქალა, რომელიც უძველესია მთელ ევროპაში. ის 2 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნოდა. საინტერესოა, რომ გერმანელი ანთროპოლოგი იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი თავის ნაშრომში ''ადამიანთა ტიპების ბუნებრივი სახესხვაობანი'' ჯერ კიდევ მე-18 - მე-19 საუკუნეების მიჯნაზე წერდა:

''კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ მის სამხრეთ ნაწილში, ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მე მხედველობაში ქართველები მყავს და სწორედ ამიტომაც, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე, ეს რეგიონია''

სწორედ ბლუმენბახმა შემოიღო სიტყვა ''კავკასიელი'' თეთრკანიანი ევროპული ტიპის ადამიანის დასახასიათებლად. მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნემ დაგმო ადამიანების დაყოფა რასობრივი კუთვნილების მიხედვით, ტერმინი ''კავკასიელი'' კვლავაც ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დმანისში მარტორქის კბილიც იპოვეს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მილიონი წლის წინ უცხოვრია. მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ უძველეს დროს საქართველოში სპილოებიც ბინადრობდნენ, მოკლეკისრიანი ჟირაფებიც, სირაქლემებიც და ხმალკბილა ვეფხვებიც.image

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0