x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
25 წლის შემდეგ- როგორ გამოიყურებიან ცნობილი ლათინოამერიკული სერიალების მსახიობები
image
წლების წინ მათზე უამრავი ადამიანი იყო შეყვარებული და მოუთმენლად ელოდნენ ახალ სერიებს მათი საყვარელი გმირების მონაწილეობით. 90-იანებში “კასანდრა", “ველური გული" თუ “ბლანკოს ქვრივი"- შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი გასართობი იყო მოსახლეობისთვის.

ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან დღეს ამ სერიალების გმირები.

“კასანდრა"

image

“კასანდრა" 1992 წელს გამოვიდა ტელეეკრანებზე და მილიონობით მაყურებელი დააინტერესა ლამაზი ბოშა გოგონას ცხოვრებამ. საქართველოში ეს სერიალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბაზარში “რანდუს დანებს" და “ხუანის ჩექმებსაც" გადააწყდებოდა კაცი.

ფილმში მთავარ როლს მსახიობი კორაიმა ტორესი ასრულებს. მსახიობი დღეს 45 წლისაა და კვლავ შესანიშნავად გამოიყურება.

image

სერიალში კორაიმას პარტნიორობას ოსვალდო რიოსი უწევდა. ოსვალდო რიოსი 57 წლის გახლავთ და ამ ასკშიც ინარჩუნებს სიმპათიურობას.

image

“ველური გული"

image

image

შეიძლება ითქვას, რომ საკულტო სერიალი გახლდათ, რომელსაც არავინ დაუტოვებია გულგრილი, ასაკის და სქესის მიუხედავად. სერიალი იმდენად პოპულარულ იყო საქართველოში, რომ ახალდაბადებულ გოგონებს მონიკასაც არქმევდნენ.

ფილმში მთავარ როლებს ედით გონსალესი და ედუარდო პალომო ასრულებდნენ.

ედით გონსალესი, 53 წლის

image

ედუარდო პალომო 2003 წელს გარდაიცვალა 41 წლის ასაკში, მას გული გაუჩერდა.

image

“გუადალუპე"

image

ამბავი კოჭლ გოგონაზე, მახინჯი იხვის ჭუკი, რომელიც ბოლოს მშვენიერ გედად გადაიქცა და სამართლიანობა აღადგინა.

სერიალი 1993 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მთავარ როლებს ადელა ნორიეგა და ედუარდო იანიესი ასრულებენ. თითქმის 25 წლის შემდეგ მსახიობები ასე გამოიყურებიან:

ადელა ნორიეგა 48 წლის

image

ედუარდო იანიესი, 57 წლის

image

“ბლანკოს ქვრივი"

imageამ სერიალის შემდეგ კი რატომღაც ყვავილი კალა გახდა პოპულარული. კოლუმბიური სერიალი 1996 წელს გამოვიდა ეკრანებზე და ქმრის მკვლელობაში დადანაშაულებული ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც თავისი სიმართლის დასამტკიცებლად და ტყუპი ვაჟების დასაბრუნებლად იბრძვის.

ფილმში მთავარ როლს მარია ელენა დორინგი ასრულებს, რომელიც დღეს 55 წლისაა, პარტნიორობას კი ოსვალდო რიოსი უწევს, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

image

“შავი მარგალიტი"

imageimage “შავი მარგალიტი" 1994 წელს გამოვიდა ეკრანებზე. სერიალში ერთი გოგონას ამბავია მოთხრობილი, რომელიც პატარაობაში გააშვილეს და ბედის უცნაურობის წყალობით მოგვიანებით თავის მშობლიურ სახლში ხვდება, თუმცა მისი ნამდვილი ვინაობა არავინ იცის.

მთავარ როლებს ანდრია დელ ბოკა და გაბრიელ კორადო ასრულებენ.

ანდრია დელ ბოკა, 52 წლის

image

გაბრიელ კორადო, 57 წლის

image

და ბოლოს, ამერიკული სერიალი “კობრა", 1993-1994წწ.

მთავარ როლებში მაიკლ დუდიკოფი და ელისონ ჰოსაკი.

მაიკლი, 63 წლის

image

და ელისონი, 53 წლის

image

2
2510
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2510
  
2018, 27 მაისი, 14:04
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2018, 25 მაისი, 18:29
სტატიაში შეცდომაა, ,,ხუანის ჩექმები" - სერიალ ,,ველური გულის" მერე გახდა პოპულარული და თასმებიან ჩექმებს უწოდებდნენ ასე ბაზარში გამყიდველები )
0 1 2