x
ფაროსანას შეწამვლისას კიდევ ერთი ბავშვი მოიწამლა

image

ფაროსანას შეწამვლისას კიდევ ერთი ბავშვი მოიწამლა.

ბავშვის დედა აცხადებს, მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლებს იწყებდნენ:


„სოფელში ხეებს ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებებს ასხურებდნენ, ჰაერში საშინელი კვამლი და სუნი იყო. ჩვენ არ ვიყავით გაფრთხილებულები და ბავშვი ეზოში იყო. სწორედ ამ დროს მოიწამლა ჩემი შვილი. ახლა რეანომობილით თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოგვიყვანეს და ბავშვს გადასხმებს უკეთებენ. ცოტა ხანი დავუცდი და მერე სხვა ზომებს მივმართავ.“


შეგახსენებთ, რომ გუშინ ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. სამივე ბავშვს ალერგიული რეაქცია, ხველება, ჰიპერსალივაცია და ბრონქორეა აღენიშნებოდა. მათი თქმით, ისინი სკოლის სტადიონზე თამაშობდნენ, გარშემო კი ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ხდებოდა. ბავშვების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.


0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0