x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
როგორ გავუმკლავდეთ სლოკინს?
ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია მტანჯველი განცდა, როდესაც სლოკინი გვეწყება და არა და არ გვანებებს თავს. სლოკინის მიზეზი შეიძლება გახდეს სწრაფი ჭამა, ზედმეტი საკვების მიღება, მარილიანი ან ზედმეტად მშრალი საკვები, ალკოჰოლი და ა.შ. ყოველი ასეთი შემთხვევა შეძლება გახდეს დიაფრაგმის ტაქტიდან ამოვარდნის, მკერდის ღრუს, ან მუცლის აპკის კუნთების დაჭიმვის მიზეზი, რაც იწვევს სლოკინს. არსებობს სლოკინის შეჩერების უამრავი მეთოდი. დღეს რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ.

image

საფეხურები

1. სუნთქვა შეიკავეთ



imageღრმად ჩაისუნთქეთ და 10-15 წამი სუნთქვა შეიკავეთ. 3-4 ცდის შემდეგ, ჩვეულებრივ, სლოკინი გადის. ეფექტის გაძლიერების მიზნით, სუნთქვის შეკავების შემდეგ რაც შეიძლება ნელა ამოისუნთქეთ. არ გეხმარებათ? მაშინ სუნთვა უფრო ხანგრძლივად – 60-70 წამით შეიკავეთ.


2. დალიეთ წყალი


ჭიქა ცივი წყალი მაგიდის კიდეზე დადგით. ხელები ზურგისაკენ წაიღეთ და ერთმანეთს ჩასჭიდეთ. ხელების დაუხმარებლად წყალი აუჩქარებლად, პატარ-პატარა ყლუპობით დალიეთ.

3. მოეხვიეთ დიაფრაგმას

image


თავს მაგრად მოეხვიეთ. დიაფრაგმას (წელის ზევით მდებარეობს) 30-40 წამი ხელები მაგრად შემოაჭდეთ.


4. ბურთის პოზა


ბურთის პოზა მიიღეთ. თავი წინ დახარეთ, მუხლებზე ხელები შემოიხვიეთ და მკერდს მიაბჯინეთ. რამდენიმე წუთი ამ პოზაში დაყავით. სლოკინი შეწყდება.


5. სუნთქვა


სწრაფად ისუნთქეთ. დაჯექით და 6-7 ჯერ სწრაფად და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.


6. აცემინეთ


აცემინეთ. ეცადეთ, რამდენჯერმე დააცემინოთ. დიაფრაგმის მკვეთრად შეკუმშვა ამ დროსაც ხდება.


7. ყინული და შაქარი


ყინული და შაქარი წუწნეთ. შეგიძლიათ ყინულის ნატეხი ან ლიმონის წილაკი წუწნოთ. ზოგიერთს ჩაის კოვზი შაქრის მშრალად ჩაყლაპვაც შველის.


8. სითბო


გათბით. კარგად ეხმარება გულის კოვზის მიდამოს გათბობა. ამ ადგილას რამდენიმე წუთით სათბურა დაიდეთ.



0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0