x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გინდათ მეტი გაიგოთ ადამიანზე?-გაიგეთ მისი დაბადების წლის ბოლო ციფრი
ადამიანის დაბადების წელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ცხორებაში. აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, თუ რომელი ციფრით ბოლოვდება ეს წელი. სწორედ ის განსაზღვრავს, თუ რომელ ბუნებრივ ელემენტს მიეკუთვნება ადამიანი, რაზეც უკვე მისი ხასიათი და სხვა თვისებებია დამოკიდებული.

image

1. 0 და 1-მეტალი

ამ სტიქიის ადამიანებს მტკიცე ხასიათი და უდრეკი ნება აქვთ. ისინი დამოუკიდებლები და პრინციპულები არიან. ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, რომლისკენ მიმავალი გზიდან არასოდეს გადაუხვევენ და არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან. ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ, სიმდიდრისა და ფულისკენ, რაც შეიძლება ცუდად დამთავრდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს საინტერესო და ჰარმონიული ცხოვრება აქვთ.


image


2. 2 და 3-წყალი

ეს ადამიანები სიკეთით და რბილი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი მომხიბვლელები არიან, შეუძლიათ სხვების თანაგრძნობა, უყვართ სხვებზე ზრუნვა და მეურვეობა. მათგან ძალიან კარგი მშობლები გამოდიან. გამოირჩევიან შემოქმედებითი ნატურითაც. მათ ნამდვილად აქვთ ტალანტი და წარმატებას აღწევენ ხელოვნებაში.

თუმცა, ეს ადამიანები ყველაფერში ნიჭიერები არიან.კარგად პოულობენ საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან. ყველაფერი გამოსდით, რასაც ხელს მოკიდებენ. შესანიშნავი კოლეგები და მეგობრები არიან.

image


3. 4 და 5 -ხე

ამ სტიქიის ადამიანები საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. მათი ცხოვრება წუთობრივადაა გაწერილი, ისინი ყოველთვის რაღაცას აკეთებენ. მათ ყველაფრის ნახვა და მთელი მსოფლიოს გაცნობა უნდათ, რადგან მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. ნამდვილი ერუდიტები არიან, ამასთან, მზრუნველი ადამიანები.

ამ ადამიანებს ეგოიზმს ნამდვილად ვერ დააბრალებთ. მეგობრებისა და ახლობლების დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ წუთს და ნებისმიერ მომენტში.

ოცნებები მათ წინ, ახალი მწვერვალებისკენ იზიდავენ, მაგრამ თავისი ახლობლების მოთხოვნილებებს არასოდეს შესწირავენ ამ ოცნებების განხორციელებას, რის გამოც შემდეგ შესაძლოა ინანონ და დაიტანჯონ.

image


4. 6 და 7 -ცეცხლი

ცეცხლოვანი ადამიანები-ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ისინი. მათი ენერგია ყველას შეშურდება, ის თითქოს ამოუწურავია, ისევე როგორც მათი ინტერესი თავგადასავლებისადმი. მათ ახალი და შეუცნობელი იზიდავთ. სპონტანური ქმედება და დაუფიქრებელი ლაპარაკი კი მათი უდიდესი პრობლემაა. ხშირად ხდებიან საკუთარი ფეთქებადი ხასიათის მსხვერპლნიც.

მაგრამ დაბადებით ლიდერები არიან, რომელთაც ხალხის გაძღოლა შეუძლიათ. სწორედ ასეთი ადამიანები აწყობენ რევოლუციებს.image


5. 8 და 9-მიწა

ყველაზე ამბიციური და საიმედო ადამიანები არიან. მათი ყოველი ნაბიჯი გულმოდგინედაა აწონ-დაწონილი და გააზრებული. ისინი არასოდეს მოქმედებენ სპონტანურად. ამის გამო, შესაძლოა, ბევრ სიამოვნებაზე თქვან უარი, სამაგიეროდ არასოდეს ვარდებიან რთულ სიტუაციებში. რაღაცით პედანტურებიც არიან:ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა იყოს და გაურკვევლობა აშინებთ.image


1
791
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
791
  
ესე იგი ცეცხლი ვარ :D:D:D
0 1 1