x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საიდუმლო ხრიკები ფილმებში, რომლებზეც, არცერთი თქვენგანი არ დაფიქრებულა
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.


ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.



წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.



იმისათვის, რომ ფილმში კადრები სრულყოფილი იყოს, რეჟისორები ხშირად იყენებენ საიდუმლო ხრიკებს, რაზეც ჩვენ არასოდეს დავფიქრებულვართ. მოდით, ერთად გადავხედოთ მოცემულ კადრებს ფილმებიდან და გავერკვეთ, რაში დმგომარეობს რეჟისორის საიდუმლო ხრიკები?



1. სველი ასფალტი.image


გინახავთ, თუმცა არ დაკვირვებულხართ ფაქტს, რომ როდესაც ფილმში მანქანით მოძრაობისას ღამის კადრია, ასფალტი თითქმის ყველა შემთხვევაში სველია. რატომ? სველი ასფალტი უფრო ესთეტიკურია, სინათლეც უკეთ აირეკლება მასზე და კონტრასტულად გამოიყურება.





2. ხალხის ნაკადი.image


ფილმში, მასობრივი ხალხის შექმნას ჭირდება დიდი ნაკადი, რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით კი, ფილმის გადაღების დროს მიმართავენ ორ ტექნიკას: პირველი- ხალხის მცირე ნაკადს გამოიყენებენ და შემდეგ კომპიუტერულად ამრავლებენ; მეორე- იყენებენ ადამიანის "მანეკენებს" (პლასტმასი, გასაბერი და ა.შ).





3. მშრალი რძე ნარკოტიკის ნაცვლად.image


ჰოლივუდის არცერთ ფილმში, სადაც ნარკოტიკებია კადრში, მსახიობების მიერ არ გამოიყენება ნამდვილი. მათ ნაცვლად მშრალი რძე, შაქარი და ვიტამინებია გამოყენებული.





4. სიროფი სისხლის ნაცვლად.image


სისხლის ნაცვლად, ყველაზე ხშირად სიმინდის სიროფი გამოიყენება საღებავებით, ან შოკოლადის სოუსი.





5. ეროტიკული სცენების რეკვიზიტი.image


ეროტიკული სცენების დროს, თითქმის ყოველთვის გამოიყენება სპეციალური ბალიშები, რომლებიც წყვილებს შორის თავსდება და ისინი ერთმანეთის შეხებას სხეულით ვეღარ გრძნობენ. ფილმში კი მონტაჟის საშუალებით ამ ბალიშებს აშორებენ. რეჟისორი ჯონ ტურტურო ყვება: "ერთხელ, ქეით უინსლეტს ჰქონდა სექსის იმიტაცია ტანვარჯიშის ბურთზე, საიდანაც სასაცილოდ ჩამოვარდა და ყველა აგვახარხარა".





6. უსაფრთხო სიგარეტი.image


ალბათ გიკვირთ, როდესაც ფილმში თქვენს კუმირ გმირს სიგარეტით ხელში ხედავთ, რეალობაში კი იცით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვება და არ ეწევა. ფილმში კი, ერთი მისაღები კადრისთვის, ხშირად 10 ღერი სიგარეტის მოწევაც კი უწევთ, მაგრამ ამ დროს გამოიყენება მცენარეული თამბაქო, რომელშიც ნიკოტინი საერთოდ არაა.






7. სპეციალური ეფექტები.image


ფილმის გადაღებისას, ბიჯუეტიდან კიდევ რომ არ წავიდეს უდიდესი თანხები, სპეციალური ეფექტის შესაქმნელად, რეჟისორები, ხშირად მიმართავენ კომპიუტერულ გრაფიკას, თუმცა, ზოგჯერ ეს ეფექტებიც არადამაჯერებელია და რეალურად რომ გამოიყურებოდეს შეჯახების და აფეთქების კადრები, ქმნიან მინიატურულ ასლებს, რომელიც ბევრად დამაჯერებელია.





8. გემრიელი მინა.image


იშვიათია ალბათ, რომ ფილმში არ შეგხვდეთ მინის გარღვევის, შემტვრევის სცენა რომელიმე გმირისგან. ამ დროს გამოიყენება შაქრისგან დამზადებული, წვრილი, კრისტალური მინა, რომელიც ერთდროულად უსაფრთხო და გემრიელია.





9. ავტომობილში დიალოგი.image


ხშირად არის ფილმებში ავტომობილში დიალოგის სცენები, სადაც პერსონაჟებს ზოგჯერ უწევთ სიცილი, სიმთვრალე, კამათი და გზას თითქმის არც უყურებენ და ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რომ რატომ იგდებენ მსგავსი კადრისთვის თავს ასეთ საფრთხეში და არ ითვალისწინებენ საგზაო წესებს. სინამდვილეში, ასეთ დროს, ავტომობილი დგას ტრაქტორის ან მზიდი ავტომობილის პლატფორმაზე.





10. საშიში ღრუბლები.image


იმისათვის, რომ ფილმში, რეალურად გამოიყურებოდეს კადრი, სადაც ქალაქის თავზე თუ შუაში საშიში ღრუბლებია, რეჟისორები იყნებენ დაპატენტებულ ავტომობილს Cloud Tank, რომელშიც ასხამენ საღებავიან წყალს ან რძეს და ის ისვრის რეზერვუარიდან მის ნაკადს და იქმნება რეალური ღრუბლების ილუზია.





11. საზამთრო, როგორც რეჟისორის დამხმარე.image


ფრთის შრიალის იმიტაციას, წიგნის გადაფურცვლით ახდენენ; მასობრივ სროლებს, ფეიერვერკებით; ხოლო თავის გახეთქვის ან დარტყმის ხმას კი საზამთროს გახეთქვით იმიტირებენ.





იხილეთ აგრეთვე:


ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებზეც აქამდე არ დაფიქრებულხართimage





საკულტო როლები, რომლებიც სულ სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათimage





12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაშიimage





როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვესimage





კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომებიimage





კადრები ფილმებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა"image





მსახიობები, რომლებიც კინოს გადაღების დროს "როლიდან" გააგდესimage





10 ფილმი, რომელიც რეალურიაimage





ყველაზე "მახინჯი" ვარსკვლავი მამაკაცები, რომელთაც "ვაღმერთებთ"image

4
926
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
926
  
2018, 25 მაისი, 14:54
შენ, ლერატო, ნინო, ლელა, ნიკა და სულ რამდენიმე ავტორია ვის სტატიებსაც მართლა ბოლომდე გულდასმით ვკითხულობ.
იმდენი უაზრობა იწერება მეტი, რომ არ შეიძლება
2018, 25 მაისი, 14:52
სამწუხაროა, გუშინ მართლა გავოცდი როცა ჩემს მიერ ატვირთულ ვიდეოზე ნახვამ 5 ათასს ასცდა, დღეს 6 ათასზეა გადასული, მაგრამ რად გინდა შემოსავალში არ დარიცხულა :(
2018, 25 მაისი, 14:49
მადლობა შეფასებისთვის, გუჯა, მაგრამ ნახვების რა მოგახსენო, უკვე იმედი არ მქვს. 4 სტატიას, რომ ჯამში 100 ნახვა ექნება, ლოგიკურად, იმედიც უნდა გამიქრეს.
2018, 25 მაისი, 14:46
საინტერესოა როგორც ყოველთვის, იმედია ნახვებს რეალურად დაუმატებენ..
0 1 4