x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რეი კურცვეილი - უახლოეს მომავალში ადამიანები ბევრად უფრო დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრებენ
imageრეი კურცვეილი (Ray Kurzweil) მთელ მსოფლიოში ცნობილი ფუტუროლოგი, გამომგონებელი და საძიებო სისტემა - "გუგლის" ხელმძღვანელია. ის ცნობილია მომავლის ზუსტი გამოთვლითი პროგნოზირებით და აცხადებს, რომ მალე ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვნად გახანგრძლივდება. ამასთან დაკავშირებით მან 2014 წელს ინტერვიუ მისცა კანადურ ჟურნალს - "Macleans", რომელიც ქართულად ითარგმნა და გამოიცა ჟურნალ "ფენომენში". გთავაზობთ ამ ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვან ამონარიდებს:


"ბიოლოგია - ეს არის პროცესი, რომელიც მთლიანად პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დამყარებული. თითოეული ჩვენგანის სხეული ტრილიონი უჯრედისგან შედგება და ყოველი ცალკეული უჯრედი სწორედ ამ პროცესით იმართება. მეც და თქვენც - ყველანი იმ მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფით დავდივართ, რომელიც ჩვენს ორგანიზმში სრულებით სხვა ეპოქაში განვითარდა. თითოეულ ჩვენგანს სხეულში ცხიმოვანი უჯრედების დაგროვების უზრუნველმყოფი გენი გვაქვს, რომელიც ამბობს - "გაუფრთხილდი თითოეულ კალორიას". ეს არაჩვეულებრივი იდეა გახლდათ 100 ათასი და 10 ათასი წლის წინ, როცა თქვენ მთელი დღე შრომობდით იმისთვის, რომ რამდენიმე ზედმეტი კალორია მიგეღოთ. მაშინ არ იყო მაცივრები, რომლებშიც საკვების შენახვა მოხდებოდა და არც საკვები იყო ადვილად მოსაპოვებელი და იმ წვალებით და თავგანწრული ნადირობით მოპოვებულსაც მთელი ტომი ან დიდი ოჯახი ინაწილებდა. ამიტომაც ადამიანის ორგანიზმმა დაიწყო დაპროგრამება იმგვარად რომ ცხიმები შენახულიყო და ყოველ კალორიას გაფრთხილებოდა ორგანიზმი. არადა, ახლა როდესაც საკვები ძალიან ბევრია და მე ამის გამო მაწუხებს სიმსუქნე, დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე სხვა უამრავი პრობლემა, მე მინდა ვუთხრა ჩემს ორგანიზმს - "შეჩერდი, კამარა!". სწორედ ასე მოიქცნენ ჯოსლინის დიაბეტურ ცენტრში - მათ ეს ცხიმის დამგროვებელი გენი საცდელ თაგუნებში გამორთეს. ეს თაგუნები ჭამდნენ, მაგრამ აღარ სუქდებოდნენ, არც დიაბეტი ემართებოდათ, არც გულით ავადდებოდნენ და 20%-ითაც გაუხანგრძლივდათ სიცოცხლე. ახლა ცენტრი ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ეს თავისი აღმოჩენა ბაზარზე გაიტანონ.


რეი კურცვეილი


3000 წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25 წელი იყო. 1000 წლის წინ 30 წელი, 200 წლის წინ კი 35 წელი. ახლა ჩვენ შევძლებთ ჯანმრთელობა და მედიცინა გადავაპროგრამოთ, როგორც პროგრამული უზრუნველყოფა და ასეთი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება რაც უფრო დრო გადის. ანუ გამოდის, რომ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ჩვენ ვიყენებთ ბიოლოგიას, როგორც ინფორმატიკას. იმის განსაჭვრეტად თუ როგორ განვითარდება სწორედ ამ კუთხით მომავალში პროცესები, ჩვენი ინტუიცის შესაძლოა მოიკოჭლებს, მაგრამ ინფორმაციული ტექნოლოგიები გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება. ასე მაგალითად, ჩემი ანდროიდი რამდენიმე მილიარდჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ის კომპიუტერი, სტუდენტობისას რომ ვიყენებდი და იგი ზომით ამავე დროს მას 100, 000-ჯერ ჩამოუვარდება. ეს უდიდესი პროგრესია. ამ "ილეთს" კვლავ გავიმეორებთ 25 წელიწადში და იმ დროისთვის კომპიუტერი იქნება ზომებში სისხლის წითელი უჯრედის - ერითროციტის ხელა და რამდენადაც პატარა იქნება იმდენად ძლიერი გახდება.



მე დღეში 150-მდე დანამატს ვიღებ სპეციალური აბების სახით და სულ ჩემი თავის გამოკვლევაში ვარ. მონაცემები მიუთითებს, რომ დანამატები წარმატებით მუშაობს, რადგან ყველა ჩემი ბიოლოგიური მაცვენებელი იდეალურ მდგომარეობაშია. მე ბიოლოგიურად გაცილებით ახალგაზრდა ვარ, ვიდრე ჩემი ასაკია. მაგრამ ასეთი პროგრამითაც კი დიდხანს ვერ ვიცოცხლებ. ეს პროგრამა ისაა რასაც ჩვენ "ხიდს" ვეძახით, რომლის მიზანიც არის ის, რომ მიგვაღწევინოს მომდევნო ხიდამდე, მომდევნო საფეხურამდე - ბიოტექნოლოგიურ რევოლუციამდე. ამ დროს ჩვენ შევძლებთ საკუთარი ბიოლოგიის იმგვარად გადაპროგრამებას, რომ მისგან დაავადებები საერთოდ აღმოვფხვრათ. თუმცა არც ესაა ყველაფრის დასასრული.


რეი კურცვეილი


თუ მესამე ხიდის გადებას მოვახერხებთ ანუ განვითარების მესამე ეტაპზეც გადავალთ, ეს ხიდი საერთოდ ბიოლოგიის სფეროსაც გასცდება - ესაა რევოლუცია ნანოტექნოლოგიების სფეროში. ჯერჯერობით ამ ეტაპზე მომავალში ასეთი რამ გველის - მალე გამოჩნდებიან პატარა რობოტები, რომელსაც ნანორობოტებს უწოდებენ. ისინი ჩვენს იმუნურ სისტემას გააძლიერებენ. ჩვენ შევძლებთ ისეთი იმუნური სისტემა შევიქმნათ, რომელიც ყველა დაავადებას ამოიცნობს და დაამარცხებს. და თუკი რაიმე სრულიად ახალი დააავადება გაჩნდება, ნანორობოტების წყალობით იგი სასწრაფოდ მოხვდება აღრიცხვაზე "ახალი პატოენური დაავადებების" ბაზაში.


რეი კურცვეილი


ადამიანები ამბობენ: "არ მინდა დიდხანს ვიცოცხლო, თუკი ჩემი ძალ-ღონით 95 წლის ბერიკაცივით ვიქნებიო". მაგრამ ისინი არ ითვლისწინებენ, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ სიცოცხლის ვადების გახანგრძლივება კი არაა, არამედ ორგანიზმის გაახალგაზრდავება და სრული გაუმჯობესება.


რეი კურცვეილი


ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ ასეთ ტექნოლოგიებზე ყველას არ მიუწვდება ხელი და ეს მხოლოდ მდიდრებისთვის იქნებაო. დააკვირდით ტელეფონებს. 20 წლის წინ მილიონერი უნდა ყოფილიყავით, რომ საკუთარი თავისთვის მობილურის ქონის ნება მიგეცათ. დღეს კი პლანეტაზე რამდენიმე მილიარდი ტელეფონია. მილიარდზე მეტი სმარტფონი და ცოტა ხანში კიდევ 6-7 მილიარდი სმარტფონი იქნება. გასულ წელთან (2013 წელთან) შედარებით უკვე ნახევარ ფასად შეგიძლიათ, ორჯერ უკეთესი ანდროიდი ან აიფონი შეიძინოთ. ადრეულ სტადიებზე ასეთ ტექნოლოგიებზე ხელწვდომა მხოლოდ მილიონერებს თუ ჰქონდათ. თუმცა ისინი ისე კარგად ვერ მუშაობდნენ როგორც ახლა, მაგრამ როგორც კი ტექნოლოგიები იწყებენ გაუმჯობესებულ მუშაობას, უკვე ყვე;ასთვის ხელმისაწვდომნი ხდებიან. და იმ დროისთვის, როცა მათი ხარისხი იდეალურს უახლოვდება, უკვე თითქმის უფასონი არიან. ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზეც. ამ ტენდენციას ჩვენ უკვე დიდი ხანია კარგად ვამჩნევთ. მაგალითისთვის ავიღოთ შიდსთან დაკავშირებული წამლები - 20 წლის წინ ეს მკურნალობა პაციენტს წელიწადში 30 000 $ უჯდებოდა. დღეს კი ისინი და ბევრად უფრო ეფექტურებიც ერთ პაციენტზე წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ 80 $ ჯდება.


ტექნოლოგიები - ეს ორი ბოლოს მქონე ერთი ჯოხია. თუკი ბიოტერორისტები ახალ ვირუსს შექმნიან, ჩვენ დაუცველები როდი ვიქნებით, მე ამ პრობლემაზე ამერიკულ არმიასთან ვიმუშავე - ვირუსს სწრაფად გამოვიცნობთ და სწრაფადაც განვკურნავთ. ნაწილობრივ ეს პროგრესის დამსახურებაცაა. თუკი ადრე, მაგალითად მძიმე რესპირატორულ (სასუნთქ) სინდრომზე 31 დღე წაგვივიდოდა, დღეს უკვე სულ რაღაც 1 დღეში შეგვიძლია ვირუსი ამოვიცნოთ. და მაქსიმუმ ორ დღეში გავშიფროთ და წამალიც შევქმნათ.


"გუგლში" მე ხელოვნური გონების შექმნაზე ვმუშაობ. უფრო ზუსტად რომ გითხრათ - ბუნებრივი ენის შეცნობაზე კომპიუტერების მიერ. რაც მათ იმის საშუალებას მისცემს, რომ დოკუმენტების აზრი გაიგონ. როდესაც ხელოვნურმა ინტელქტმა Deep blue" -მ გარი კასპაროვს მოუგო, დიდებული რამ იყო, მაგრამ ჭადრაკი - ეს ღია ინფორმაციის მქონე საკმაოდ მკაფიო ლოგიკური თამაშია. ბუნებრივი ადამიანური ენა კი კომპიუტერებს არ ესმით, იმიტომ რომ ეს მხოლოდ თავად ადამიანის ბუნებაში დევს ჯერჯერობით.


რეი კურცვეილი


როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა "ვოტსონმა" ტელეგადაცემაში ორ უჭკვიანეს ადამიანს მოუგო, ავიწყდებათ, რომ მისი ცოდნა ინჟინრების ხელით ჩაპროგრამებული არ იყო. კომპიუტერმა თავისით, დამოუკიდებლად წაიკითხა "ვიკიპედია" და სხვა ენციკლოპედიები - ბუნებრივ ენაზე დაწერილი დოკუმენტების 200 მილიონი ფურცელი. სწორედ ამ საოცრებაზე ვმუშაობთ ახლა "გუგლში". და რაც ყველაზე მთავარია, გვინდა გავუმკლავდეთ სემანტიკურ და საძიებო საკითხებს. აი სწორედ ამაზე ვმუშაობ მე. ჩვენც გვინდა ისეთივე ნაკითხები ვიყოთ, როგორც ხელოვნური ინტელექტი "ვოთსონი", იმიტომ რომ გვერდების და წიგნების კითხვა და მათი გააზრება ჩვენც გვეხმარება ჯერჯერობით უპასუხო კითხვებზე პასუხის გაცემაში.


ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას სინგულარობის საკითხიც უნდა განვიხილოთ. სინგულარობა - ესაა ეტაპი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მიაღწევს განვითარების იმ წერტილს, როდესაც ადამიანის გონებაზე უფრო აღმატებული იქნება. ჩვენ ვზრდით ჩვენი ცივილიზაციის ინტელექტს და ამას ექსპონენციალურად ვაკეთებთ. ჩვენი ტექნოლოგიები - ეს ჩვენი ცივილიზაციის ნაწილია. ზოგჯერ საქმეში ჩაუხედავი ხალხი ადამიანებსა და მანქანებს შორის კონფლიკტზე საუბრობს, მაგრამ რეალურად ეს ფანტასტიკის სფეროდანაა. ჩვენ მიერ შექმნილი მანქანები სულაც არ ჰგვანან მარსიდან ჩამოფრენილ უცხოპლანეტელებს. ჩვენ ამ ინსტრუმენტებს იმისთვის ვქმნით, რომ ჩვენი საკუთარი შესაძლებლობები გავზარდოთ და გავაფართოვოთ. 3 მილიონი წლის წინ, როდესაც პირველყოფილი ვიყავი, მე არ შემეძლო მივწვდომოდი ხის ყველაზე მაღალ კენწეროს, ამიტომაც შევქმელი ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც /ჩემი მიღწევადობის საზღვრებს აფართოებდა. ასე არც ერთი სხვა სახეობა არ მოქცეულა პლანეტაზე. ჩვენ ადამიანურ-მანქანური ცივილიზაცია ვართ. მანქანები ჩვენი ინტელექტის ნაწილნი არიან. მე დღეს ბევრად უფრო ეფექტური ვარ, ვიდრე დავუშვათ 40 წლის წინ. სულ რაღაც 3-4 კაციანი ჯგუფით დღეს შემიძლია გავაკეთო რამდენიმე კვირაში ისეთი სამუშაო, რასაც ადრე ასოვით ადამიანი რამდენიმე წლობით აკეთებდა. ჩვენ უფრო ჭკვიანები და მოხერხებულები გავხდით. მართალია ჩვენი ცივილიზაციის ინტელექტში ჯერ კიდევ ბიოლოგიური ნაწილი მეტობს, მაგრამ არაბიოლოგიური ნაწილის როლი ექსპონენციალურად იზრდება. თუკი გამოთვლა შეგიძლიათ, მაშინ უნდა გესმოდეთ, რომ 2045 წლისთვის ჩვენ მივაღწევთ იმ დონეს, როცა ყველაფერი სრულიად სხვაგვარად იქნება. ჩვენ უფრო მდიდრულად და უფრო დიდხანს ვიცხოვრებთ. მე უფრო პირველს გავუსვამდი ხაზს. კონკრეტულად ფინანსებს არ ვგულისხმობ. ცხოვრება უმჯობესდება როცა მას ტექნოლოგიებით ვამდიდრებთ. აბა, დააკვირდით აფრიკელ ბავშვს დღეს სმარტფონის წყალობით იმეაზე ბევრად მეტ ინფორმაციაზე და ცოდნაზე აქვს ხელწვდომა, ვიდრე მაგალითად ამერიკის პრეზიდენტს ჰქონდა 15 წლის წინ. ადამიანები ბედნიერები იქნებოდნენ წიგნები რომ ჰქონოდათ 100 წლის წინ და ეს ცოდნა მაშინდელი მოსახლეობის მხოლოდ 2%-ისთვის რომ არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარ ექსპანსიას. ვირტუალური რეალობა კი ჩვენი შეგრძნებების დიაპაზონს კიდევ უფრო გააფართოებს.

ადამიანური ვნებების, ხელოვნების, მეცნიერების ყველა შესაძლო ფორმა კიდევ უფრო განვითარდება, გაფართოვდება და სხვადასხვა გამოვლინებებს მიიღებს ჩვენი ინტელექტის საზღვრების და შესაძლებლობების არნახულად გაფართოებასთან ერთად.


რეი კურცვეილი - სინგულარობა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
390
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
390
  
2018, 27 მაისი, 17:41
შესანიშნავი რამაა, ნანოტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და რაც მთავარია - ადამიანების ბიოლოგიური და ინტელექტუალური სიცოცხლის გახანგრძლივება!
0 1 1