x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შამათი ათეისტებს?-სერბეთში ხანძრის შემდეგ ხატების გარდა ყველაფერი დაიწვა
image

სერბეთში, ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერთა და სტუმართა თავშესაფარის სხვენში ხანძარმა გაანადგურა ყველაფერი ხატების გარდა.მორწმუნეები დარწმუნებული არიან, რომ ამაში ღვთის ძალა ურევია.ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.



ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა სხვენში აღმოაჩინეს ხატები, რომლებიც ცეცხლმა ფაქტობრივად ვერ დააზიანა.ეს იყო ხატები იესო ქრისტესი, წმინდა პეტრესი და იოანე ნათლისმცემელის გამოსახულებით.


თვითონ მეხანძრეები ძალზე გაოცებულები დარჩნენ და ამის შესახებ ადგილობრივ მაცხოვრებლებს უამბეს, რომლებიც მეხანძრეებს სახლის ნარჩენებისგან გასუფთავებაში ეხმარებოდნენ, მათ მიიჩნიეს, რომ ეს თვითონ ღმერთის ნება იყო, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვით უფალმა დაიფარა ხატები.


თუმცა ამ ფაქტის რაციონალური ახსნას შეეცადა ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი:"ხატების უმეტესობაში გამოყენებულია 24 კარატიანი სინჯის ოქრო, რომელიც არ იწვის, ასეთი შემთხვევები ადრეც მომხდარა და შემდგომშიც მოხდება".

image

შეგახსნეებთ, სერბეთი ძირითადად მართლმადიდებლურ აღმსარებლობას მისდევს, მცირე ნაწილია კათოლიკე და კიდევ უფრო მცირე სხვა აღმსარებლობის მიმდევრები.

imageიხილეთ აგრეთვე

image

0
126
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0