x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ შეხვდნენ ზონაში კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს(ვიდეო)

image
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელიც გადაღებულია პრესნენსკის სატრანზიტო ციხეში, კადრებში ჩანს თუ როგორ მიესალმებიან პატიმრები კრიმინალურ ავტორიტეტს შაქრო კალაშოვს, იგივე "შაქრო მალადოის".ერთ-ერთი ტუსაღი ჯერ სათითაოდ 8 კორპუსის პატიმრებს გადასძახებს, შემდეგ კი ყვირის:"მსჯავრდებულებო, მოდით ყველას მივესალმოთ ჩვენს უფროს ძმას, რომელიც დღეს ჩვენს ცენტრში შემოყვანეს". ამის შემდეგ პატიმრები "შაქრო მალადოის" უსურვებენ მხნეობას, ჯანმრთელობას, მოთმინებას, ქურდულ მიღწევებს და ყოველივე საუკეთესოს."

image

შეგახსენებთ, ამა წლის 29 მარტს მოსკოვის ნიკულინის რაიონულმა სასამართლომ ცნობილ კანონიერ ქურდს, შაქრო კალაშოვს13 წელი პატიმრობა მიუსაჯა.ცნობილ კრიმინალს გამოძალვაში ედება ბრალი.

საბრალდებო დასკვნაში კანონიერი ქურდი მოხსენიებულია, როგორც "რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერი" და მრავალსაფეხურიანი კრიმინალური სტრუქტურის ხელმძღვანელი, რა დროსაც შაქრო და მისი უახლოესი თანამოაზრეები შემოსავლებს გამოძალვით და დარბევით იღებდნენ.


მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ ბატურ ბეკმურადოვი და ანდრეი კოჩუიტოვი, მეტსახელად "იტალიელი", ამ უკანასკნელს 9, 5 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია და ჯარიმა 500 ათასი რუბლი დაეკისრა.


მთლიანად კალაშოვის ბანდიტურ დაჯგუფებაში შედიოდა 14 ადამიანი, აქედან ორს დასუწრებლად გამოუტანეს განაჩენი(პოლიციასთან შეტაკების დროს მოკლეს), დანარჩენს 7, 5 -დან 9, 5 წელი პატიმრობა მიესაჯათ.

იხილე ვიდეო

0
2094
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2094
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0