x
image
ღიმილიანი
" აი, ის ხალხი, ვისთვისაც გირგვლიანის საქმე, პოლიტიკაში მოსვლის გზა იყო, დღეს, რატომ არიან ჩუმად?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

image

ნანუკა ჟორჟოლიანი მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას თავის ფეისბუქზე ეხმიანება.


" აი, ის ხალხი, ვისთვისაც გირგვლიანის საქმე, პოლიტიკაში მოსვლის გზა იყო, დღეს, რატომ არიან ჩუმად?! იმიტომ რომ თბილ სავარძლებში სხედან?! ყველა მტკიცებულება არსებობს რომ მაღალჩინოსანი მტკიცებულებებს აქრობს, საქმეს სპობს, მხოლოდ იმიტომ რომ მისი შვილი ფიგურირებს საქმეში. მე უბრალოდ ვეკითხები დღევანდელ ხელისუფლებას და მაშინდელ ოპოზიციას, ნუთუ გირგვლიანი თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ქეისი იყო? კარგად საყვირალი თემა? ნუთუ, ირინა ენუქიძეს გულწრფელად არ გულშემატკივრობდით?! და თუ კი, მაშინ ზაზა სარალიძეს რატომ არ ეხმარებით საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს?! რითი ვერ მოიგო თქვენი გული? ვაკე არაა აღშფოთებული და გოიმური ქეისია?! თეა წულუკიანისთვის სინდისის საქმე მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაული იყო?! ანუ, მისი სინდისიც პოლიტიკურ სარგებელზე გადის?! ნუ, სადაც კრიმინალებზე, იქაც ორმაგ სტანდარტზე ალბათ. "




image



0
276
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0