x
ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები
ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა წიაღისეული საწვავი: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.

ენერგიის არაგანახლებადი წყაროები ისეთი წყაროებია, რომლის ენერგიის მარაგი მცირდება.

ენერგიის განახლებადი წყაროები ისეთი წყაროებია, რომლის ენერგიის მარაგი პრაქტიკულად არ მცირდება.

განახლებადი წყაროები: წყალი, მზე, ქარი, ზღვის ტალღები, სითბო.


არაგანახლებადი წყაროებია: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი საწვავი, ტორფი.

image

მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა ხდება მზის ელემენტებით. მათი მეშვეობით ელექტროენერგია მიიღება ნახევარგამტარულ ფირფიტებზე სინათლის ზემოქმედების შედეგად.

გარდა მზის ელემენტებისა, გამოიყენება ე.წ. მზის ღუმელები, რომელიც სარკეების ბატარეის მეშვეობით მისგან არეკლილ სხივებს თავს უყრის წყლით სავსე კოლექტორში, საიდანაც ორთქლად ქცეული წყალი მიემართება ტურბინისაკენ, რომელიც ამუშავებს გენერატორს და იძლევა ელექტროენერგიას. დედამიწის სიღრმეში განლაგებული ქანების შინაგანი ენერგია საკმაოდ დიდია. მას გეოთერმული ენერგია ეწოდება.

სათბობის შინაგანი ენერგია ისევე, როგორც ვარდნილი წყლის ენერგია, ელექტრული ენერგიის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა. მაგრამ ნავთობი, ქვანახშირი, ტორფი ენერგიის არაგანახლებადი წყაროებია. მათ შინაგანი ენერგიის ხარჯზე მიიღება ელექტროენერგია თბოელექტროსადგურებში.

355

ამრიგად, ენერგია არც წარმოიქმნება და არც ქრება. ის ერთი სახიდან სხვა სახის ენერგიად გარდაიქმნება ან ერთი სხეულიდან მეორეს გადაეცემა. ამ დებულებას ენერგიის მუდმივობის კანონი ეწოდება.

0
1093
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
1093
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0