x
მეტი
  • 17.11.2018
  • სტატია:82806
  • ვიდეო:334259
  • სურათი:440457
„გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში!.. გაბუნიას გამოსვლა იყო ჩავარდნა,“ - მიხეილ სააკაშვილი

image

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში გაბუნიას მიერ გაჟღერებული რადიკალური განცხადებებით უკმაყოფილოა და მისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს. მისი შეფასებით, ეს იყო ჟურნალისტის დიდი შეცდომა და ჩავარდნა.

„გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა.

.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.

.
ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!, “ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ახლახან საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც სამღვდელოებას და მორწმუნეებს მოუწოდებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მიიღონ მათ გადაცემებში მონაწილეობა და არ მისცენ ინტერვიუები მათ ჟურნალისტებს.

.

ამას გარდა, მანამდე, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა. ამის შესახებ მან დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იობი აცხადებს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს“.

.

image

ამავე თემაზე: „ეშმაკის მსახურ გაბუნიას ვწყევლი და შევაჩვენებ, ის ვერც ოჯახს შექმნის და ვერაფერს“ - მეუფე იობი (ვიდეო)

.

საპატრიარქო სამღვდელოებას და მორწმუნეებს მოუწოდებს „რუსთავი 2“-თან ურთიერთობა შეწყვიტონ

.

ლაშა ტალახაძე: „ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს, ეს უკვე ზედმეტია“

2
491
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
491
  
27 მაისი, 13:53
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

25 მაისი, 8:11
მიშა ადამიანების წამება და გაუპატიურება უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ისტორიულ პერსონაზე ხუმრობა, თუნდაც უკბილო.
0 1 2