x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79647
  • ვიდეო:332380
  • სურათი:436936
„ეშმაკის მსახურ გაბუნიას ვწყევლი და შევაჩვენებ, ის ვერც ოჯახს შექმნის და ვერაფერს“ - მეუფე იობი (ვიდეო)

image


ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა. ამის შესახებ მან დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იობი აცხადებს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს“. მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებისადმი აღვლენილი საზეიმო წირვის შემდეგ მეუფე იობმა მრევლს ქადაგებით მიმართა.


„ე.წ. ჟურნალისტმა, ჟურნალისტმა კი არა, ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს დედა ღვთისმშობელი, ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული. აშკარაა, რომ უკვე აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალ იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, ვისი წილხვედრიცაა საქართველო. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად, მაგრამ ვხედავთ, რომ დამცველებიც ჰყავთ და ვინც მათ შეეწინააღმდეგნენ მართლმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს და დღეს მეორედ გაიმეორა კიდევ უფრო უარესი ღვთისმშობლის შესახებ – დამამცირებელი სიტყვები თქვა. მე სასულიერო პირმა რა უნდა ვთქვა ისეთი – ეს ადამიანი არ არის საპატიებელი. ის უნდა მოშორდეს არა მხოლოდ ჟურნალისტიკას, არამედ საქართველოს. ჩემი მხრიდან მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ის აღარ მოინანიებს, ის არის პირდაპირ ეშმაკის მსახური და საერთოდ, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი და შხამი იღვრება ამ ტელევიზიით სრულიად საქართველოზე. ეს მოუთმენელია. თითოეული თქვენგანი თუკი მოისმენს მის სიტყვებს მართლაც აღშფოთდებით და მართლაც შეიძლება გამოხვიდეთ მდგომარეობიდან. ეს არის ჭინკა, ეშმაკის მსახური, რომელიც ასე აბუჩად იგდებს ჩვენ სიწმინდეებს. ასეთი მდგომარეობაა დღეს საქართველოში. რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო მძიმდება ცხოვრება, მით უფრო შეურაცხყოფენ ჩვენ სიწმინდეებს. ჩვენ რელიგიურ გრძნობებზე ცუდად მოქმედებენ. ჩვენც გვაქვს, რა თქმა უნდა, ანათემაზე გადაცემა, წყევლა, შეჩვენება. საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ მას მომავალი არ აქვს. ის სხვა ორიენტაციის ადამიანია, ის ვერც ოჯახს შექმნის და ვერაფერს ვერ გააკეთებს. ოჯახიც რომ შეექმნა, მისი მოდგმაც დაიწყევლებოდა მთლიანად, მაგრამ ეს წყევლა და შეჩვენება მასზეა პირდაპირ. მიკვირს ზოგიერთი სასულიერო პირის, რომ მივიდეს ამ ტელევიზიაში და ინტერვიუ მისცეს. როგორ შეიძლება მას გიორგი ერქვას. ის არის ეშმაკის მსახური, მიზანმიმართულად ეშმაკს ემსახურება და იმსახურებს წყევლას და რისხვას ეს ადამიანი. ასე რომ, ჩვენ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, ძალიან დიდი შემოტევებია, მაგრამ ჩვენ სულიერი წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ. უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები, რომ „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოერევიან“. ვერც გაბუნია და ვერც ის, ვინც ის ღვთისმშობლის ხატი დახატა, რას დააკლებენ ეკლესიას. ესენი არიან დაწყევლილი ხალხი, რომლებიც თავისი შეგნებით ეშმაკს ემსახურებიან.მათ შეუძლიათ გვაწყენინონ და გაგვაბრაზონ, მეტი არაფერი. თავიანთი თავის მტრები თითონ არიან და დავინახავთ როგორ წარიმართება მათი ცხოვრება", – განაცხადა მიტროპოლიტმა იობიმ.


გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ განცხადება გააკეთა.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.
.
.
3
575
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
575
  
26 მაისი, 8:08
ჯერ კაცი წყევლას დაიწყებს და ისიც მღვდელი,ეეე მანდ მთავრდება ყველაფერი. რა წყევლა-კრულვა აუტყდა ამ მღვდელს?! ამის ნაცვლად,არ ჯობია,როგორც სასულიერო პირები ამბობთ, მისი სულის გადასარჩენად გელოცათ და მიუტევეთ,იქნებ მან არ იცოდა რას სჩადიოდა. ქრისტე იმას ამბობდა,რომ ვინც შესცოდა და შეცდომა დაუშვა,ის უნდა დაწყევლოთო? გინებით დაცული ქრისტიანობაღა გვაკლდა და ჰოი საოცრებავ,მოვესწარით უკვე. რაც დრო გადის მით უფრო ემსგავსება ქართული ეკლესია შუა საუკუნეების დროინდელ რომის ეკლესიას. მაშინ თუ მახვილით ილაშქრებდნენ, ეხლა გინებაა მოდაში. მერე უკვირთ ეკლესიაში რატომ არ დადის საზოგადოების დიდი ნაწილი. სიძულვილის ავლენთ ყოველ სიტყვაში,როცა უნდა შეიწყნაროთ, საზოგადოებას სიყვარული უნდა და თქვენ წყევლას სთავაზობთ. ამიტომაცაა,რომ წლებია ფეხი არ შემიდგამს ეკლესიაში. მე ღმერთი სიკეტე და სიყვარული მგონია და ეს ორი ნამდვილად არ არის ეკლესიაში. არავინ დაინტერესბულა,რატო არ სწამთ მღვდლები და აჰა შედეგი და პასუხი სახეზეა. ქედმაღლობა და ჯიპებით თავაწეული სიარული ცოდვაა,რომ არის თქვენ მოძღვებაში სწერია და რატომ ამის გამოსწორებაზე არ ფიქრობთ. უფრო მაგარი: ყოველ ქართულ სუფრაზე იმ ადამიანების დიდი ნაწილი,ვინც ასე თავგამოდებიტ იცავს სარწმუნოებას,სიამაყით წარმოსთქვავენ პატრიარქის სადღეგრძელოს და შემდეგ არ ასრულებენ პატრიარქის არცერთ სიტყვას. გაბუნია არაა ეკლესიის მტერი,ეკლესიის მტრები თქვენ ხართ ანაფორიანებო და გინებისტებო. რაც მალე გაიაზრებთ ამას,მით უკეთესი თქვენთვისაც და ეკლესიისთვისაც. ყველაფერი ანომალიური საქართველოში,როტომ უნდა მოხდეს?! ღმერთო,თუ არ გვშველი,მეტეორი მაინც გვესროლე
რამდენჯერ უნდა წამოეგოს საზოგადოების ნაწილი ამ დეგენერატის ანკესზე? დააიგნორე, დაანებე თავი რაა, ილაპარაკოს რა თემაზეც უნდა, თავშიც ქვა უხლია, ბიჯოს(
24 მაისი, 20:39
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში,იუდეას და პალესტინის ტერიტორიაზე გავრცელდებული იყო ებრაული რელგიური რწმენა- იახვეს კულტი,ეს რელიგია სამი მიმდინარეობისგან შედგებოდა:სადუკეველები,ფარისევლები და ესეველები..ამ სამი მიმდინარეობიდან ყველაზე ძლიერი ფარისევლების ფრთა იყო.ისინი ყველასგან განსხვევებულნი იყვნენ .მათი რელგიური მრწამსი რიტუალებზე იყო აგებული..ერთერთი რიტუალი საკვების მიღებასთან იყო დაკავშირებული.ფარისევლების სუფრა უნდა ყოფილიყო ოთკუდხედი ფორმის,სუფრის თავში ჯდებოდა მათი მოძღვარი-რაბი,რომელიც აღავლენდა იაჰვეს ლოცვას და შესვავდა სასმელს,რომელიც აუცილებლად ღვინო უნდა ყოფილიყო.შემდეგ ამ ლოცვა-სურვილს იმეორებდა სუფრის ყველა წევრი.სუფრაზე წარმოითქმებოდა აუცილებელი რამდენიმე ლოცვა-სურვილი,რომლის შემდეგაც იწყებდნენ სიმღერას,ცეკვა-რიტუალს.შემდეგ იწყებოდა სუფრის წევრების დალოცვა,რიგრიგობით აღავლენდნენ ერთმანეთის სადიდებელ დითირამბებს,პირში აქებდნენ,ხოტბას ასხავდნენ,ეპირფერებოდნენ,ელაქუცებოდნენ,კოცნიდნენ და ეხვეოდნენ ერთურთს.სუფრიდან წასვლა აკრძალული იყო,სანამ მოძღვარი-რაბი იაღოვას სადიდებელ ლოცვას არ აღავლენდა..სუფრიდან გასულებს ხშირად მოსდიოდათ კამათი,რომელიც სისხლიან ჩხუბში გადაიზრდებოდა,კლავდნენ კიდეც ერთმანეთს.ფარისევლების ცნობა ადვილად შეეძლოთ.ფარისევლები მუდამ კამათობდნენ,აგრესიულები იყვნენ ყველაფრის მიმართ,ვერ იტანდნენ სილამაზეს და ლამაზ ადამიანებს,გამუდმებულად რელგიაზე საუბრობდნენ და ლოცვაც უცანური ჰქონდათ,ერთიდაიმავე ლოცვას რამდენჯერმე იმეორებდნენ,ყველას უფლისკენ უხმობდნენ,გამუდმებით წესრიგისკენ მოუწოდებდნენ ადამინებს და თავად არად დაგიდევდნენ არც წესებს და არც ტრადიციებს,მრუშობდნენ და სხვას კიცხავდნენ მრუშობისთვის,პირში ყველას ელაქუცებოდნენ და ზურგსუკან ათას სიბინძურეს ამბობდნენ მერე ამ ადამიანზე.მათი ძირითადი საქმიანობაიყო მევახშეობა-ხალხის მოტყუება,ვაჭრობა..ფარისევლების მღვდელმთავრები აკონტროლებდნენ სავაჭრო კარტელებს,მათ ხელში იყო წვრილი ვაჭრების და ხელოსნების მთელი არმია.ცხოვრობდნენ ფუფუნებაში და განცხრომაში,ხალხსკი ღმერთის მორჩილებისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებდნენ.

ვინმეს რაიმე ხომ არ ენიშნა?
0 1 3