x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79628
  • ვიდეო:332354
  • სურათი:436935
ქართლი - იბერია. მეფე ფარნავაზი

ქრისტეშობამდე მე-4 - მე-3 საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც ჩამოყალიბდა სახელმწიფო. ამ ქვეყანას თვით ქართველები - ქართლს, ხოლო ძველი ბერძნები იბერიას უწოდებდნენ. ქართლის უძველესი დედაქალაქი იყო მცხეთა. მის მმართველს თავდაპირველად მამასახლისი ეწოდებოდა.

ძველი ქართლის ყველაზე სახელგანთქმული მეფე ფარნავაზი მცხეთის მამასახლის სამარას ძმისწული და ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. მისი მცირეწლოვანების ჟამს ქართლი სარდალმა აზომ დაიპყრო. აზოს შიშით, ფარნავაზი დედამ კავკასიონის მთებში გახიზნა და იქ აღზარდა. გავიდა ხანი, ფარნავაზი წამოიზარდა და არაჩვეულებრივი ვაჟკაცი დადგა. ის დაბრუნდა მცხეთაში, რათა აზო განედევნა და ქართლზე თავისი კანონიერი უფლებები აღედგინა.

ფარნავაზი

farnavazi

ერთხელ ფარნავაზი ტყეში სანადიროდ იყო გასული, ნადირობისას შემოაღამდა და თავი ერთ გამოქვაბულს შეაფარა. აქ მან დიდძალი განძი იპოვა, დედასთან ერთად საუნჯე ფარულად სახლში გადაზიდა და გადაწყვიტა, ოქრო-ვერცხლი იარაღის შესაძენად გამოეყენებინა. მართლაც, შეიძინა იარაღი, შემოიკრიბა ერთგული მებრძოლები, შეუკავშირდა ეგრისის (სამეგრელოს) მმართველს - ქუჯის და გაერთიანებული ჯარით შეებრძოლა აზოს. ფარნავაზმა და მისმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს. ამასთანავე, ფარნავაზმა კიდევ ერთი საზრიანი ნაბიჯი გადადგა - ეგრისის მმართველ ქუჯის თავისი და მიათხოვა და ამით დასავლეთი საქართველოც შემოიმტკიცა. შემდეგ მთელი ქვეყნის მიწა-წყალი დაყო რვა ნაწილად და თითოეულ მათგანს სათავეში ერთგული მოხელეები - ერისთავები ჩაუყენა:

  • ეგრისის საერისთავო.
  • არგვეთის საერისთავო.
  • კახეთ, კუხეთ, ჰერეთის საერისთავო. (ეს საერისთავო ვრცელდებოდა კასპიის ზღვამდე, კერძოდ დარუბანდის ციხემდე რომელსაც მომდევნო მეფე — მირიან I ქვითკირისაგან ააშენებს.)
  • ხუნანის საერისთავო.
  • სამშვილდის საერისთავო.
  • წუნდის საერისთავო.
  • ოძრხეს საერისთავო.
  • კლარჯეთის საერისთავო.
  • იმ დროს ქართველთა ტომები თავ-თავიანთ ღმერთებს ეთაყვანებოდნენ. ფარნავაზმა დააწესა ერთი ღმერთის - არმაზის თაყვანისცემა და ამით შეაკავშირა სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი; მანვე შექმნა ქართული მწიგნობრობა. ყოველივე ეს ქვეყნის გაერთიანებას უწყობდა ხელს.

    ფარნავაზის ბრძანებით, მცხეთის პირდაპირ მაღალ მთაზე არმაზის კერპი აღმართეს. იგი წარმოადგენდა სპილენძისაგან ჩამოსხმულ მეომარს, რომელსაც ტანთ ოქროს აბჯარი ეცვა, თავზე ოქროს მუზარადი ეხურა, თვალების ადგილას ზურმუხტის მწვანე ქვები უბრწყინავდა, ხელში მახვილი ეპყრა. ამ კერპს ქართლში დიდხანს სცემდნენ თაყვანს, თვით ქრისტიანობის მიღებამდე.

    armazi

    0
    75
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მარიამ ლიპარტია
    მარიამ ლიპარტია
    75
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0