x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„პალიტრა L” თბილისის წიგნის ფესტივალზე - ყველაზე დიდი სტენდი და გრანდიოზული სიახლეები ერთგული მკითხველებისთვის

image

დღე, რომელსაც წიგნის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში ელიან, ახლოვდება - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 და მე-6 პავილიონში, 31 მაისიდან სამი ივნისის ჩათვლით ჩატარდება, სადაც, გამომცემლობა „პალიტრა L“-ი, ლიტერატურის მოყვარულებს, ყველაზე დიდი სტენდით, მრავალფეროვანი სიახლეებითა და შეთავაზებებით უმასპინძლებს. მე-6 პავილიონი პატარა დამთვალიერებლებს, საბავშვოწიგნებსდაეთმობასადაცმათ ღონისძიებები, გასართობი კუთხე და ფასდაკლებები დახვდებათ, მე-11 პავილიონი კი ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას დაეთმობა. აქ ჩატარდება ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, პანელ-დისკუსიები და ა.შ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 31 მაისს, 13:00-ზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე. რაც შეეხება ფესტივალი საპატიო სტუმრებს: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს და გამომცემლობა „პალიტრა L“-ს ქართველი წიგნის მოყვარულებისთვის და განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს, წელს ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა “გიკი გოგოს” ავტორი ჰოლი სმეილი.


„პალიტრა ლ“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ზაქრაძე:


- წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, როგორც მკითხველებისთვის, ისე გამომცემლობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლისთვისაც მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ვემზადებით - ფესტივალი გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც მთელი წლის მუშაობის შედეგები, ასევე უახლესი პროექტები და გამოცემები ერთობლივად გავაცნოთ ფართო აუდიტორიას. “გამომცემლობაპალიტრა L” ფესტივალზე ყოველთვის მრავალფეროვანი, ჟანრობრივად მდიდარი და დიდი სტენდითაა წარმოდგენილი, გამონაკლისი არც წელს იქნება, მითუმეტეს, რომ ფესტივალის მასშტაბი გაიზარდა და ორ პავილიონში ვიქნებით წარმოდგენილები. მე-11 პავილიონ მხატვრულ ლიტერატურას დაეთმობა, საბავშვო ლიტერატურა კი 11-ე პავილიონში განთავსდება. დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები, მათ შორის, მკითხველებს ჩვენს მორიგ ინოვაციურ პროექტს გავაცნობთ - საქართველოს ინტერაქციული რუქა, რომელსაც ცალკე სტენდი დაეთმობა, ასევე, ცალკე სივრცე დაეთმობა ჩვენი ბიზნესლიტერატურის სერიის, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოცემულ ლიტერატურას, სადაც სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბიზნესსემინარებსაც ჩავატარებთ. ბუნებრივია, ტრადიციას თინეიჯერი მკითხველებისთვისაც არ ვარღვევთ - ფესტივალის დახურვის დღეს „ლიბერთინსის“ გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება. „პალიტრა L“-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, “ლიბერთინსი“ წელს ოთხი წლის ხდება, შესაბამისად, განსაკუთრებული სიურპრიზებს ვუმზადებთ მოზარდებს - ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით გვესტუმრება „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი, რომელიც მკითხველებს ახალ წიგნს „გიკი გოგოს“ მეხუთე ნაწილს - „თავდაყირა“-ს გააცნობს.


- როგორც ცნობილია, სწორედ ჰოლი სმეილი გამოავლენს „ლიბერთინსის“ გრანდიოზული ლატარეის გამარჯვებულებსაც.

- დიახ, ჰოლი სმეილი მკითხველებს შეხვდება, უპასუხებს მათ შეკითხვებს, ამასთან, გრანდიოზულ გათამაშებასაც დაესწრება და თავად გამოავლენს „ლიბერთინსის“ გათამაშების გამარჯვებულებსაც. მოგეხსენებათ, სწორედ ამ ლატარეის ფარგლებში თამაშდება ორკაციანი საგზური ბარსელონაში Jay Z-სა და Beyonce-ს გრანდიოზულ კონცერტზე დასასწრები ბილეთი, ასევე „მარშალის“ დინამიკი, IphoneX და სხვა საჩუქარები. გარდა ამისა, ყველა ბილეთი მომგებიანია, თუ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში შეიძენთ 10 ლარის წიგნს „ლიბერთინსისა“ და „ლიბერქიდსის“ სერიიდან, ავტომატურად იგებთ სხვადასხვა წიგნსა და აქსესუარს, ბილეთი გათამაშების ფინალურ ეტაპზე გადადის და სხვა პრიზებთან ერთად, შესაძლებლობა გაქვთ, მოიგოთ სწორედ ის პრიზები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ფესტივალზე მკითხველებს როგორც კლასიკად ქცეულ, ასევე თანამედროვე ლიტერატურაზე დიდ ფასდაკლებებს ვთავაზობთ, ასე რომ, კითხვის მოყვარულებს წინ ბევრი გრანდიოზული სიახლე და შეთავაზება ელოდებათ.


image





0
29
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0