x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81852
  • ვიდეო:333859
  • სურათი:439122
ცხობის შვიდი ძირითადი ინგრედიენტი

image

1. პურის ფქვილი

პურის ფქვილი ყველაზე ხშირად გამოიყენება საცხობად, გამომდიანრე იქედან, რომ ფქვილის სხვა სახეობებისგან განსხვავებით მასში არსებული ცილოვანი ნივთიერებები მოზელვისას წარმოქმნიან წებოვანას, რომლის მეშვეობითაც ცომი იწოვს სითხეს და ცხობის დროს კარგად კრავს მასალას.

2.სახამებელი

სახამებელი სიმინდისგან ან კარტოფილისგან მზადდება.იგი აუცილებელი კომპონენტია, ზოგიერთი სახის ცომისათვის.რაც უფრო მსუბუქი და წვრილფორებიანი გვინდა გამოვიდეს ნამცხვარი თუ სხვა, რასაც ვაცხობთ, მით უფრო უნდა შემცირდეს წებოვანას მოქმედება.ამიტომ ხშირად ფქვილს უმატებენ სახამებელს.

3.შაქარი

შაქარი სხვადასხვა ხარისხის არსებობს.ცხობისთვის ძირითადად შაქრის თეთრ ფხვნილს და შაქრის პუდრას იყენებენ.საქარი არამხოლოდ ატკბობს ცომს, არამედ ანიჭებს მას ჰაეროვნებას და ოქროსფერ ფერს.ასევე მისი საშუალებით ნამცხვარი უფრო დიდხანს შეგვიძლია შევინახოთ.

4.კარაქი

კარაქი ცომს განსკუთრებულ თვისებებს სძენს, მას ხდის უფრო ელასტიურს და ფხვიერს.მისი საშუალებით მძაფრდება ცომში სხვადასხვა ვარომატი.კარაქს გარდა ცომისა, ასევე იყენებენ საცხობ ფირფიტაზე წასასმელად რომ არ მიიწვას ცომი.თუ აპირებთ კარაქის ჩანაცვლებას მარგარინით, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად გამოიყენოთ საცხობი მარგარინი და არა საბუტერბროდე, რადგან ასეთი მარგარინი შეიცავს მეტი რაოდენობით წყალს.

5.გამაფხვიერებელი

გამაფხვიერებელი საფუარის მსგავსად გამოიყენება ცომის ასაფუებლად და გასაფხვიერებლად.თვითონ საფუარი არის ბიოლოგიური პროდუქტი, ხოლო გამაფხვიერებელი მზადდება ქიმიურად.ის სოდის გარდა რომელიმე მჟავას შეიცავს, მაგ:ღვინომჟავა კალიუმს.თუ ცომის საფხვიერებელს დავუმატებთ სითხეს, ის შევა ქიმიურ რეაქციაში და წარმოიქმნება ნახშირორჟანგი, რის შედეგადაც ფუვდება ცომი და ხდება უფრო ფხვიერი და ჰაეროვანი.გაფხვიერებული ცომი აუცილებლად მალე უნდა დაამუშავოთ, თორემ მისი ეფექტი მალე ქრება.

6.საფუარი

საფუარი შედგება მიკროორგანიზმებისგან, სოკოს უჯრედებისგან.უჯრედები უნდა გამრავლდნენ და გააფუონ ცომი, რისთვისაც მას სჭირდება ნესტი და სითბო, ასევე საკვები(მაგ:შაქარი).ჰაერს ცომი ენერგიული ზელვის შედეგად მიიღებენ, სხვა დანარჩენს კი ცომიდან იღებენ.რაც უფრო მეტი ჟანგბადი მოხვდება ცომში მით უფრო ფაფუკი იქნება გამოცხობის შემდეგ.

7.კვერცხი

კვერცხი მნიშვნელოვანია იყოს ახალი, რაც შეგიძლიათ მარტივი წესით შეამოწმოტ:გატეხეთ კვერცხი და თუ ახალია ცილა შეკრული იქნება და თუ ძველია ცილა იქნება ძალიან თხელი და ადვილად დაქცევადი.image

1
72
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
72
  
27 მაისი, 14:03
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1