x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დამერწმუნეთ, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ბარსელონაში მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო გაგიმძაფრდებათ! ( "Guell" - ის პარკში გადაღებული ფოტოები )

imageimageგუელის პარკი ბარსელონაში ყველაზე ცნობილი ლანდშაფტური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია, რომელიც 1984 წელს დამსახურებულად მოხვდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.გრაფი ერლ ეუისუბე გუელი - მეცენატი, პოლიტიკოსი და მდიდარი ბიზნესმენი მეოცე საუკუნის დასაწყისში ფიქრობდა ბაღის იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც მალევე გახდა მსოფლიო მნიშვნელობის სანახაობრივი პარკი და რომელსაც გაუდმა "უძირო მთა" უწოდა.თუმცა თავდაპირველად პარკი ჩაფიქრებული იყო როგორც მწვანე საცხოვრებელი ფართობი მოდური არქიტექტურით, რომელსაც უნდა წოდებოდა " ბაღი ქალაქი".

imageimageimage1901 წელს მისი პროექტის განხორციელების მიზნით გიულმა 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდა.( პარკი ოფიციალურად 1926 წელს გაიხსნა. ) იყო გრანდიოზული შესასვლელი, ორი სახლი, 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საოცარი ტერასა და ჰიპოტოსტილი დარბაზი, რომელიც მიწისქვეშა ბაზრისთვის იყო დაგეგმილი.გრაფ გუელის მეგობარი გახლდათ ცნობილი დიზაინერი და არა ერთი მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურული ქმნილების ავტორი ანტონიო გაუდი.ორივე მამაკაცი აპირებდა, რომ პროექტი კატალონიური სულისკვეთებით ყოფილიყო გაჟღენთილი, რომელიც გამოხატავდა პოტენციურად დამოუკიდებელი ერის გულისცემას.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageპარკი ძალიან პოპულარული და დღემდე ბუნდოვანი სიმბოლოა.ფერები შთაგონებულია ბუნებრივი ფორმებით, სადაც გაუდმა რელიგიური ანუ კათოლიკური შტრიხები ჩააქსოვა. ეს არის ნიმუში ღვთაებრივი ოსტატობის.გუელის პარკი მთელ ბარსელონას გადაჰყურებს. ტერასები, სავარძლები, გალერეები, ატრაქციონები გაწყობილია ქვის, კერამიკული ქოთნებისა და ძველი ფილების პოლიქრომული მოზაიკით. გიუელის პარკს მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს ყოველწლიურად და ამ მშვენიერებით მოჯადოებული ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებენ პარკის დათვალიერების დროს მიღებულ სიამოვნებას. ( ამის ცოცხალი მაგალითი თავად გახლავართ).დიზაინს აქვს ენერგიული ბრწყინვალება, რომელიც მეტნაკლებად მეოცე საუკუნემდეა, ვიდრე მეოცე საუკუნის შემდეგი პერიოდი, როგორიც ევროპის სხვა პარკებია.imageimageimageimageimageძალიან საინტერესოა ზედა პლატფორმის დარბაზი, სადაც ასი სვეტია ღია ტერასაზე და უნიკალური სავარძლები, რომლითაც გარშემორტყმულია მთელი ტერასა. აღნიშნული სავარძლები ფერადი კერამიკული ნაწარმისა და შუშის ფრაგმენტებითაა გაფორმებული.
imageimageimageimageimageimage

0
158
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0