x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავსტრალიელმა მეცნიერებმა მილიონობით ადამიანს ყველაზე იაფი დიეტა შესთავაზეს
image
იდეალური დიეტა არ არის მიუწვდომელი ოცნება. აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი დიეტა ჯანსაღ ორგანიზმსა და აქტიურ თავის ტვინს გთავაზობთ ძალიან ბევრი ფულის ხარჯვის გარეშეც.ავსტრალიის დეაქინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახან მილიონობით ადამიანს შესთავაზეს ჯანსაღი კვების იდეალური სქემა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს არის მსოფლიოშიც კი, სადაც სწრაფი კვება გაცილებით იაფია, უფრო მეტად ჯანსაღი და უბრალო.ავსტრალიელი მეცნიერები თვლიან, რომ ამ დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ დააყენოთ არა მარტო სხეულის, არამედ ტვინის აქტიურობა. ავსტრალიელი მეცნიერების გუნდმა თავისი კვლევისთვის აირჩია ამერიკელების - ანუ აღიარებული ლიდერები ორგანიზმისთვის მავნე სწრაფი კვების მოხმარებისთვის. არა ერთი სტატია დაიწერა ამ საკითხზე. ფსიქოლოგთა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო მაინც ხმელთაშუა ზღვის დიეტა სახელდება, რომელიც ბუნებრივი პროდუქტებითაა უმდიდრესი. მეცნიერებმა დაადგინეს. რომ ამ კვების სქემის მკაცრი დაცვა სტაბილურად მოქმედებს ყველა ორგანოზე. დიეტა ხელს უშლის მწვავე დეპრესიის რისკს, ამცირებს პანიკის შეტევის რისკებს და ზოგადად აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. სწორედ ამის შესახებ იტყობინება სტატია.
აქვე გაგაცნობთ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, რომელიც ასე აპრობირებული და უკვე მეცნიერებისგან დამტკიცებული - გამართლებულია.imageხმელთაშუა ზღვის დიეტა ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა, რადგან ითვლება, რომ იგი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკი, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში. რეალურად ეს არის არა უბრალოდ დიეტა, არამედ ცხოვრების წესი. მკვლევარებმა მიაქციეს ყურადღება, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მცხოვრებნი გაცილებით ჯანმრთელნი არიან და ნაკლებად აწუხებთ სიმსუქნე, ვიდრე მათ ჩრდილოელ მეზობლებს.
წითელი ხორცი, რომელსაც თვეში სამჯერ - ოთხჯერ მივირთმევთ, თევზი და ქათმის ფილე, ზეითუნის ზეთი, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ხმელთაშუა ზღვის დიეტის, ( ზეითუნის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტია და უამრავ ვიტამინს შეიცავს)ზეთისხილი, ხახვი, ნიორი, პომიდორი, არომატული ბალახეული - ანუ როგორიცაა დაფნის ფოთლები, როზმარინი, ოხრახუში, პიტნა, ქინძი და სხვადასხვა დასახელების ბალახეული, რომლებიც ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას.ასევე ნიგოზი, ნუშის, გოგრისა და მზესუმზირის თესლი.image
პური და მარცვლეული ყოველდღიურად გამოიყენება, ოღონდ დამზადებული უნდა იყოს ქატოს პროდუქტებზე.ყველი და იოგურტი ორგანიზმს ამარაგებს ადვილად ასათვისებელი ცილებით.დიეტის დაწყების დროს ყოველ დილით უცხიმო იოგურტი უნდა მივირთვათ 100 -150 გრამის ოდენობით - ეს აუცილებელია.
როგორც ჩანს არც თუ ისე ღარიბი პროდუქტებითაა გამდიდრებული ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც არანაირად არ დაგაკლებინებთ სწრაფად წონაში, მაგრამ დროთა განმავლობაში ორგანიზმი ჯანსაღდება და სწორედ ამაშია მისი სარგებლიანობა.
2
179
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
179
  
2018, 25 მაისი, 9:24
გაიხარე ალექს ჩემო მეგობარო
2018, 24 მაისი, 18:21
დაბრუნებას გილოცავ ძველო მეგობარო
0 1 2