x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლაშა ტალახაძე: „ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს, ეს უკვე ზედმეტია“
image


ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და აბსოლუტური რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე საკუთარი facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ტალახაძე თავის პოსტში რუსთავი 2-ის ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას აკრიტიკებს.


გადაცემა „არჩევანის“ დასაწყისში გაბუნიამ შესავალი გააკეთა, რომელიც მხატვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. „თვითმკვლელი მარიამის“ შეფასებით დაიწყო, რომელიც სტუდიაში იყო გამოფენილი. გაბუნიას შესავალ სიტყვას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებაც გამოიწვია.


ლაშა ტალახაძემ საკუთარ გვერდზე შემდეგი ტექსტი დაწერა:



„ძაან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია, . როცა ქრისტიანობას, სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს“, - წერს ტალახაძე.


image

ამავე თემაზე: „რუსთავი 2“-თან ღვთისმშობლის კარიკატურის გამო აქცია მიმდინარეობს

„ტილოს“ საერთო არა აქვს ხელოვნებასთან, ჩვენთვის ხელშეუხებელი მათთვის აბუჩადასაგდებია, “ - ირმა ინაშვილი


0
317
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0