x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78044
  • ვიდეო:330798
  • სურათი:434022
ივნისში ეს ხილი აუცილებლად უნდა მიირთვათ - მუშმალას ჯადოსნური თვისებები!

მუშმალა – იაპონური ზღმარტლი, მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე), ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია. მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმალა სუბტროპიკული დეკორატიული მცენარეა. მრავლდება თესლითა და მყნობით.


image


მუშმალას სამშობლოდ ჩინეთი და იაპონია ითვლება. მწიფდება მაისსა და ივნისში. ცენტრალურ აზიის ქვეყნებში ცნობილია, როგორც "ახალი სამყარო".


image


მუშმალას სასარგებლო თვისებები:


მუშმალა მდიდარია A, C და B ვიტამინებით. შეიცავს თითქმის იმდენივე C ვიტამინს, რამდენსაც ფორთოხალი. აქედან გამომდინარე, გაცივების დროს იმუნიტეტის გაძლიერებაში აუცილებლად დაგეხმარებათ!


image


ვიტამინებთან ერთად ნამდვილი ბოჭკოების და მინერალების საწყობია. რაც ეხმარება საჭმლის მონელების სისტემას, განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ყაზბობა აწუხებს.


image



შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის დროს. არ უმატებს სისხლში შაქრის რაოდენობას და შიმშილობის გრძნობას გაკარგვინებთ. მოკლედ, რომ ვთქვათ დიეტური პროდუქტია.


image


მუშმალას გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს კანს ბაქტერიებისგან, ეხმარება უჯრედების განახლებას. ეფექტურია გულისრევის შეგრძნების დროს.


image


გემრიელად მიირთვით!










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მუშმალა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2. სეზონის ხილი, რომელიც სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს!

3. პიტაჰაია (დრაკონის ნაყოფი) - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4. მოძრაობა კოშმარად არ გექცეთ - როგორ ვუშველოთ წელის ტკივილებს?

5. სამარცხვინოა, რაც დღეს ხდება. თითქოს გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობენ... - რას წერს ინაშვილი სოც-ქსელში?

6. როგორ გავწმინდოთ სპორტული ფეხსაცმელი და როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხიდან?

7. რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე გოგოზე - „აა, ფეხებით დგომა კი და ცეკვა არა?..“

8. ვინ არიან ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირები?

9. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, ავსტრალიაში მოგზაურობის სურვილს ნამდვილად დაკარგავთ!

10. ცუნამის შედეგად, სანაპიროზე გამორიყული იდუმალი არსებები!



0
4410
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
4410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0