x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთში ქუთაისის ავტოქარხნის უნიკალური ეგზემპლარი აღმოაჩინეს

image

დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია სადმე იპოვო გამართული"კოლხიდა", ქუთაისის ავტოქარხნის პროდუქტი, თუმცა ეს ავტომობილი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა რუსმა მოქალაქემ ქალაქ სამარაში, როგორც მომხმარებელი ნიკით Arbuzzz777-წერს, ТЦ "Космопорт-ის ცენტრალურ შესასვლელთან დაინახა "კაზი".

image

"ვჩქარობდი, მაგრამ არ შემეძლო გვერდით ისე ჩამევლო...მძღოლს ვთხოვე ავტომობილისთვის ფოტოები გადამეღო, ის წინააღმდეგი არ იყო, ბავშვობიდან მიყვარს სატვირთოები, მაგრად გამოიყურება, არაჩვეულებრივად, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ МАЗ-ის ძარაზეა გადაწყობილი, შეიძლება ვცდებოდე კიდეც....მანქანის პატრონს ბოდიშს ვუხდი, სახელიც არ ვკითხე, ძალიან ვჩქარობდი".

imageფოტოზე წარმოდგენილი ავტომობილი КАЗ-4540-01 უნდა იყოს, რომლის წარმოებაც ქუთაისის ავტოქარხანამ საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს, 1990 წელს გამოუშვა.

image

შეგახენებთ, ქუთაისის ავტოქარხანის მშენებლობა 40–იანი წლების ბოლოს დაიწყო.პირველი ქართული ავტომობილი ქუთაისის ავტოქარხნის კონვეირიდან 1951 წლის 18 აგვისტოს გამოვიდა.თავის არსებობის მანძილზე ქარხანამ 8 სახეობის სატვირთო გამოუშვა, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ სწორედ ქუთაისში საბჭოეთში პირველად შეიქმნა უკაპოტო, კაბინიანი ავტომობილი, (მძღოლის საძინებლით) შემუშავებული ქართველი კონსტრუქტორების მიერ."კოლხიდა"(კაზ-606). ქარხანა წელიწადში 20000 ავტომობილს უშვებდა და დასქმებული იყო 16 000 კაცი.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქარხნის მესვეურები უშედეგოდ ეცადნენ მოეზიდათ ინვესტორები, იყო მოლაპარაკება გერმანელებთან, ინდოელებთან და სხვა, თუმცა უშედეგოდ.

0
983
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
983
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0