x
მეტი
  • 22.10.2018
  • სტატია:81870
  • ვიდეო:333866
  • სურათი:439128
გერმანიაში მოძალადე-მიგრანტების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი მოკლეს

image

29 წლის გოგონას მკვლელი აღმოჩნდა ბიზნესმენი, რომელიც როგორც ვარაუდობენ გოგონა აიძულა, რომ მიეცა ცრუ ჩვენება მიგრანტების მხრიდან ჯგუფურად გაუპატიურების შესახებ.



ირინა აიზინა წარმოშობით კიშინოვიდან იყო, გოგონა იმ ქალების უფლებებს იცავდა, რომლებიც მიგრანტების მხრიდან სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი შეიქმნენ.იგი იყო ებრაელთა თემის წარმომადგენელი გერმანიაში.29 წლის გოგონა თვითონ გახდა ძალადობის მსხვერპლი-სწორედ ამის შესახებ უნდა ესაუბრა სასამართლოში მომავალ თვეში.

image

2017 წლის დასაწყისში ირინამ ნაცნობ ბიზნესმენთან, იან მეისთან ერთად მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ პრესტიჟულ გერმანულ ტაბლოიდს, Bild-ს, სადაც საუბარი იყო მასობრივ სექსუალურ თავდასხმებზე მიგრანტების მხრიდან, რომელიც ფრანკფურტის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა, მან აღნიშნა, თუ როგორ შევარდა ბარში 50-მდე არაბული იერის მამაკაცი და როგორ ეძალადებოდნენ ქალებს, მათ შორის იყო ირინა აიზინა.თვითონ აიზინამაც დაძინა, რომ მათ "სხეულის ყველა ნაწილზე წავალეს ხელი."

image

არა და გერმანიის ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა ამ ფაქტის მტკიცებულება, მეტიც გაირკვა, რომ იმ საახალწლო დღეებში აიზინა საერთოდ არ იყო ფრანკფურტში, ხოლო როდესაც ბარის მფლობელს, იან მეის მოსთხოვეს იმ დღის ვიდეოჩანაწერი, მან განაცხადა, რომ ვიდეოკამერები იმ დღეს არ მუშაობდა, ამის შემდეგ 29 წლის გოგონას და ბიზნესმენ იან მეის წაუყენეს ბრალდება ცრუ ჩვენების გამო.

ამა წლის ივნისში იგი სასამართლოზე უნდა წარმდგარიყო.

image

დილით პარკში სეირნობის დროს გამვლელმა შემთხვევით აღმოაჩინა ირინა აიზინას გვამი, გოგონას სახე ისე ჰქონდა დასახიჩრებული, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ იგი დანით იყო მოკლული, მას 20-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა.


პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანი, 50 წლის ბიზნესმენი, იან მეი, როგორც ჩანს მეის არასასურველი მოწმის მოშორება უნდოდა.

imageფოტოზე:იან მეი

0
210
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0